როგორც იცით, ვილი სანიოლის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ თურქეთთან დასანანი მარცხი, 1:3 განიცადა.
"ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან საქართველომ დაუმსახურებლად წააგო. გუნდმა თანმიმდევრულად და ლამაზად ითამაშა. უცნაურია და გაკვირვებული ვარ, თუ რა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ქართველებმა.
თუ აქამდე ვინმე მეტყოდა, რომ ისინი ევრო 2024-ზე მოხვედრის ღირსები არ იყვნენ, დავეთანხმებოდი, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წესიერად დაკომპლექტებული გუნდი.
საქართველო ტურნირზე ზოგიერთ გუნდზე უკეთ თამაშობს. თურქების გამარჯვება
საქართველოს შეეძლო 3:2 მოგება, ეს სამართლიანი შედეგი იქნებოდა! 200%-ით შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ, ფრეს იმსახურებდნენ!
თურქეთმა გაიმარჯვა, რადგან შეტევაში მეტი აგრესია გამოავლინა, გუნდი ყველა შესაძლებლობას იყენებდა კარში დარტყმისთვის. ვფიქრობ, ქართველები დასკვნებს გამოიტანენ და ჯგუფის დარჩენილ მატჩებში უფრო აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებენ. საქართველოს ჰყავს ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ შემტევი ფეხბურთის თამაში. მათ სჭირდებათ ნდობა თავიანთ ქმედებებში.
ვფიქრობ, მამარდაშვილს ბრალი არცერთ გაშვებულ გოლში არ მიუძღვის. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ამ დონის მეკარე ჰყავს. თუ პორტუგალიამ და ჩეხეთმა დაიჯერეს, რომ თურქეთის შემდეგ ქართველები დაიღალნენ, შეცდებიან. პირველი მატჩები არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი ცუდად თამაშს გააგრძელებენ. არგენტინამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი წააგო, შემდეგ კი ტურნირი მოიგო", - ციტირებს კავაზაშვილს Metaratings.ru
"თუ ფეხბურთი გიყვარს საქ. ჩემპიონატზეც ივლი" და ა.შ. ჭამა რო გიყვარს უგემურ საჭმელსაც ჭამ? ოკ, ანუ შენ სხვებზე უკეთესი გულშემატკივარი ხარ და ამიტომ უნდა მოეკითხა მანქანას და წაეყვანე უფასოდ თუ როგორაა? ცხოვრებისგან ასე არ უნდა დაიბოღმო და თუ რამე არ გაქვს ჯერ საკუთარ თავს მოთხოვე რატო არ გაქვს. ოღონდ ცუდის დასაწერად რო ხართ გამზადებული...