"თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრის გულები" - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები "ჯვაროსნებზე"?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და ვილი სანიოლის გუნდმა არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრების, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქომაგების პატივისცემაც დაიმსახურა.

გთავაზობთ მათ კომენტარებს სოციალურ ქსელში.

"თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრის გულები".

"ბოდიშს ვუხდი ქართველებს, არ მეგონა, თუ თქვენს ნაკრებს ასე თამაში შეეძლო".

"ტურნირის საუკეთესო თამაში იყო, ბრავო ორივე ნაკრებს, თუმცა საქართველომ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა".

"საქართველოს ნაკრები მარცხს არ იმსახურებდა!".

"საქართველომ დიდებულად ითამაშა!".

"ტურნირის საუკეთესო თამაში, საქართველოსაც და
თურქეთსაც ვულოცავ, პატივისცემა პოლონეთიდან".

"პატივისცემა საქართველოს რუმინეთიდან, შესანიშნავად ითამაშეს".

"თურქები იღბლიანები არიან. ქართველებმა მაგრად ითამაშეს".

"ძალიან კარგი თამაში იყო, ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებიც შესანიშნავად გამოიყურებოდა, პატივისცემა თურქეთიდან", - წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.


ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

altვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია - ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს

alt"ქართველებს მოგება ეკუთვნოდათ! თურქებმა კი ამიტომ გაიმარჯვეს... თუ აქამდე ამ ნაკრებზე მეტყოდნენ, რომ..." - კავაზაშვილი სანიოლის გუნდის კარგმა თამაშმა აღფრთოვანებული დატოვა

altვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

მკითხველის კომენტარები / 26 /
თუ არ იზარმაცებენ ქართველები მოიგებენ.
თამაში შეუძლიათ და მაგათ კისერზეა ეს წაგება.მორჩა.
ტოტიკა
13:44 21-06-2024
0
გაგიჟდა არა მსოფლიო ქართველების თამაშით?ვაი თქვენს პატრონს,სად ბანაობთ?
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული