მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და ვილი სანიოლის გუნდმა არა მხოლოდ ქართველი გულშემატკივრების, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ქომაგების პატივისცემაც დაიმსახურა.
გთავაზობთ მათ კომენტარებს სოციალურ ქსელში.
"თურქეთმა მატჩი მოიგო, საქართველომ კი მსოფლიო ფეხბურთის გულშემატკივრის გულები".
"ბოდიშს ვუხდი ქართველებს, არ მეგონა, თუ თქვენს ნაკრებს ასე თამაში შეეძლო".
"ტურნირის საუკეთესო თამაში იყო, ბრავო ორივე ნაკრებს, თუმცა საქართველომ ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა".
"საქართველოს ნაკრები მარცხს არ იმსახურებდა!".
"საქართველომ დიდებულად ითამაშა!".
"ტურნირის საუკეთესო თამაში, საქართველოსაც და
"პატივისცემა საქართველოს რუმინეთიდან, შესანიშნავად ითამაშეს".
"თურქები იღბლიანები არიან. ქართველებმა მაგრად ითამაშეს".
"ძალიან კარგი თამაში იყო, ბედნიერი ვარ, რომ მოვიგეთ. საქართველოს ნაკრებიც შესანიშნავად გამოიყურებოდა, პატივისცემა თურქეთიდან", - წერენ გულშემატკივრები სოციალურ ქსელში.
ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.
ვინჩენცო მონტელა: საქართველოს ნაკრები ძლიერი გუნდია - ევროპირველობაზე შემთხვევით არ ასპარეზობს
ვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება
თამაში შეუძლიათ და მაგათ კისერზეა ეს წაგება.მორჩა.
ასეა ეს ნუ ელით ჩვენი ნაკრებისგან სასწაულს!