რას გადაურჩა საქართველოს ნაკრები, რა იყო კარგი, როგორ შევაფასოთ "კვარას" თამაში და სანიოლის გადაწყვეტილებები...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი დრამატული მარცხით შედგა. პირველ რიგში, კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ მთავარ ფორუმზე გასვლით ყველანი ბედნიერები ვართ!.. ვილი სანიოლის გუნდმა ფართო აუდიტორიას თავი ღირსეულად გააცნო და ეს უკვე ძალიან სასიამოვნოა. აი, რა შეიძლებოდა უკეთ, სად იყო უარესის საფრთხე და რა როგორ შეიძლება შევაფასოთ, ამაზე ვიმსჯელოთ. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ პოლუსური აზროვნება არასასურველია - არც ყველაფრის "წყალში გადაყრა" შეიძლება და არც მხოლოდ ქებაა რეკომენდებული

შემადგენლობა

Sportall.Ge

ამხანაგური მატჩის შემდეგ "ჯვაროსნების" თავკაცს ერთი იძულებითი ცვლილების გაკეთება მოუწია. ჩვენს გუნდში ოთარ
კიტეიშვილის პირდაპირი შემცვლელის პოვნა რთულია. მონტენეგროსთან მატჩის გამოძახილად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ სასტარტოში ანზორ მექვაბიშვილი ვნახეთ და არა ნიკა კვეკვესკირი. სტარტზე აშკარად დაძაბული მექვაბიშვილი დროთა განმავლობაში უფრო აქტიური გახდა. რაც შეეხება ძირითადში ლევან შენგელიას არყოფნასა (არც შეცვლაზე შესულა) და გიორგი წიტაიშვილის გამოჩენას, ეს გასაკვირი იყო იმ ფონზე, როცა ლევანი დაცვაში უფრო საიმედოა. აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი იქ უნდა ვეძებოთ, თურქების მარჯვენა ფლანგი სწრაფი და ენერგიულია და მას "წიტა" უფრო უნდა გამკლავებოდა. გიორგის დიდი ჯაფა დაადგა, შეტევაშიც იაქტიურა, მეორე ტაიმში აშკარად დაიღალა, შეცდომებს უმატა, მწვრთნელმა კი მისი შეცვლა აშკარად დააგვიანა...

რას გადავრჩით
პრევიუში აღვნიშნეთ, რომ კონცენტრაცია მნიშვნელოვანი ამბავი იქნებოდა. რისიც ყველაზე მეტად გვეშინოდა, პირველი გაშვებული გოლის შემდეგ მოხდა. საქართველოს ნაკრები "გაითიშა", საკუთარ კარში მეორეც მიიღო და თამაშგარემ გადაგვარჩინა. ამ დეტალზე ისევ ბევრია სამუშაო.

ამის შემდეგ საქართველოს ნაკრები გამოფხიზლდა, მოწინააღმდეგეს ძალები აგრძნობინა, გაიტანა და "უთვალავი" თურქი გულშემატკივარიც დაადუმა.

შეგვეძლო თუ არა ინიციატივის აღება უფრო მეტი დროის განმავლობაში? იმ ფონზე, როცა ბოლო დროის საქართველოს ნაკრების წარმატება კონტრშეტევებს უკავშირდება, თურქეთის წინააღმდეგ "პირველ ნომრობას" მეტად "ვაწვებოდით", უფრო მეტი კი ჩვენი ძალების მიჯნაზეა, როგორც ჩანს...

გოლები...

Sportall.Ge

ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა მეტოქეს საშუალება მისცა, ჩვენი შეცდომებით ესარგებლა. გასაგებია, გოლი ისე ვერ გადის, თუმცა ბურთის სახიფათო ზონასა და სიტუაციაში დაკარგვა ვერ ავირიდეთ, რის გამოც დავისაჯეთ. დაზღვევის სისტემებსაც უფრო მეტად უნდა ემუშავა.

რაც შეეხება ჩვენ გოლს, გიორგი მიქაუტაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ მას პასებით შესაბამისად მოამარაგებ, მომენტებს ცივსისხლიანად იყენებს. ხანდახან ეგოისტურად იქცევა, მაგრამ ამას უფრო "ფორვარდული" ქცევა დავარქვათ. სამწუხაროდ, იღბალმა ახლა არ გადმოგვხედა და ვერ გავიტანეთ იმ ეპიზოდებში, სადაც თითქოს ყველაფერი იდეალურად გაკეთდა.

გიორგი ქოჩორაშვილი

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ცალკე საუბარი დაიმსახურა. "ქოჩორა" იყო ყველგან და აკეთებდა ყველაფერს, რაც გუნდს სჭირდებოდა. მის შემთხვევაში მთავარი იქნებ ის იყოს, რომ სწორად აფასებს რისკებსა და შესაძლებლობებს. გიორგის ურჩევნია, ის ინანოს, რასაც გააკეთებს და არა ის, რასაც ვერ მოინდომებს.

ცხოვრება ბოლომდე სამართლიანი რომ იყოს, ქოჩორაშვილის ის დარტყმული, ძელს რომ მოხვდა და მანამდე საოცარი მოძრაობა ვნახეთ, მოწინააღმდეგის ბადეში გაეხვეოდა.

ქოჩორაშვილმა საკუთარ თავზე მუშაობა უნდა განაგრძოს, მაგალითად, მეორე გაშვებული გოლისას დაცვიდან ამოსვლიდან იდეალური არჩევანი არ მიუღია. ამ შეხვედრამ მისი ფასი გაზარდა და წინ სხვა მატჩებიცაა...

ხვიჩა კვარაცხელია

Sportall.Ge

ხვიჩა განსაკუთრებულ ყურადღებასა და წნეხს შეჩვეულია და მისთვის არაერთგვაროვანი გამოხმაურებები ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ ობიექტურობა აუცილებელია.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, "კვარას" მოედანზე არსებობა უკვე დიდი ფაქტორია მასზე განსაკუთრებული ყურადღების გამო. გარდა ამისა, ამ კლასის ფეხბურთელს ყოვლთვის შეუძლია, ერთი ეპიზოდით მატჩის ბედი გადაწყვიტოს. ამაზე რომ შევთანხმდებით, დანარჩენზე მსჯელობა მერე შეგვიძლია, მათ შორის იმაზეც, რომ მისი შესაძლებლობებიდან გამიმდინარე, საუკეთესო თამაში არ ჰქონია.

კვარაცხელია საკმაოდ დიდ მანძილს ფარავს, მრავალმხრივი უნარების მქონეა. ხვიჩა რომ უფრო შედეგიანი იყოს, ჩვენი გუნდი ბურთთან ერთად მოწინააღმდეგის საჯარიმოსთან ახლოს მეტ დროსაც უნდა ატარებდეს. "კვარა" საკუთარ თავს გარედანაც, სხვისი თვალითაც უყურებს და ჩეხეთთან სულ სხვანაირს ვნახავთ.

ვილი სანიოლი

Sportall.Ge

არ ვაპირებთ, მარცხის გამო სანიოლს ხელები შევაწმინდოთ, მაგრამ მწვრთნელის პასუხისმგებლობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. შესაძლოა, შეცდომა დაუშვა შემადგენლობის შერჩევისასაც და შეხვედრის პროცესშიც, მაგრამ მასზე სწრაფი რეაგირებაა საჭირო. ვილის გუნდის ჩაგდებულ შეხვედრებს ყოველთვის უკეთესი მოჰყვებოდა, ის კარგად ვითარდება, მაგრამ გამოცდილების ნაკლებობა თავისას აკეთებს.

შენგელიას არყოფნით სანიოლი ერთგვარად საკუთარი ნათქვამის წინააღმდეგ წავიდა. როცა მინდორზე ლუკა ლოჩოშვილი შემოვიდა, იფიქრებდი, ბოლო დღებში მისი ახალ ამპლუასთან მოსინჯვა ხდებოდა, მაგრამ ამაში ლაშა დვალის ქცევა დაგაეჭვებდა, რომელიც დარწმუნებული იყო, ფლანგზე გადასვლა მას მოუწევდა. რატომ გახდა საჭირო ეს ერთგვარი ექსტრემალური გადაწყვეტილება?!

როცა მეორე გოლი გავუშვით, ყურადღება ინსტინქტურად სათადარიგოთა სკამისკენ გადავიდა, თუმცა იქ ჩვენი ფეხბურთელები კარგა ხანს არ გამოჩენილან. სანიოლი რაღაც ნაბიჯებზე ვერ მიდიოდა, ანაც საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნებული არ იყო.

არაერთგვაროვანი იყო გიორგი მამარდაშვილის გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებაც. ფაქტია, საუკეთესო მესამე ადგილის ძიებაში ყველა გაშვებული გოლი და მოსალოდნელი უარყოფითი ბალანსი მნიშვნელოვანია, მაგრამ გამოუცდელობითა თუ სხვა ფაქტორებით ამაზე არავის უფიქრია.

სანიოლს ვითარების გამოსასწორებლად დრო საკმაოდ აქვს. ყველას კიდევ ერთხელ მადლობა ღირსეული დასაწყისისთვის და უკეთესს ველით!..

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.


მკითხველის კომენტარები / 46 /
ზოგადად მწვრთლელის ფუნქციაში შესვლა არ არის არც გამართლებული და არც შედეგის მომტანი,რამეთუ სანიოლი თვითონ ახდენს და აკვირდება და თამაშის დროს ღებულობდა გადაწყვეტილებას,შეცდომები ქონდა?კი!ოღონდ თავს შევიკავებ,არც შეთქმულების თეორიაზე..ვილი ჟოზე მოურინიო არაა,არც ნაკრები ინტერი დაცვაში სრულად ჩაჯდომით შედეგს მიაღწიო
Gray boy
02 ივლისი 2024 14:44
0
ძაან მაგარი მებრძოლი ბიჭები გვყავს, დებენ სულს და გულს, საოცარი მუხტია გუნდში. მაგრამ ძაან ზედმეტ ქებაშიც არ გადავვარდეთ და რეალობას თვალი გავუსწოროთ. აქ ახალგაზრდები წერენ, რომელთაც ნაკრების ყურება ქეცბაიას ანტი ფეხბურთის დროს დაიწყეს და ეიფორიაში არიან ასეთი გუნდი არასდროს გვყოლიაო. ნაკრები გვყოლია, როგორ არ გვყოლია ამაზე მაგარი, მაგრამ მაშინ ცოტა გუნდი თამაშობდა ევროპაზე და ერთა ლიგაც არ იყო. არც შუქი იყო და არც წყალი, თორე სიმართლე ვთქვათ მარტო ქინქი იყო ერთი ნაკრების ფასი. ერთი ნაბიჯი გვაკლდებოდა სულ. ასეთი ხელშეწყობა რო ქონოდათ, გინდა სახელმწიფოსგან და გინდა უეფასგან, ვიქნებოდით სულ მუნდიალებზე.

კრიტიკა თუ საჭიროა არ უნდა დავიშუროთ, არც ქება.
სიმენონი
20 ივნისი 2024 20:52
2
წაგება ყოველთვის საწყენია,რა დონის ტურნირიც არ უნდა იყოს.მაგრამ უფრო მეტად საწყენია ის ,რომ ამ თამაშში ორი ლიდერი ამტკიცებდა თავის ლიდერობას.არდა და კვარაცხელია,ამიტომაც არის ის რეალში და ეს ნაპოლიში.ამიტომ არაა საჭირო ერთი სეზონით ნებისმიერი ადამიანის ცაში აყვანა.კაცს უკვე ვეღარაფერი გამოსდის ხეირიანი.ერთგვარი ფინტი,აშკარად ვეღარ დარბის აჩქარებაზე,დაკარგულ ბურთზე ხელის ჩაქნევა.სულ სხვა საქმეა ქოჩორაშვილი,რომელიც ღმერთის საჩუქარია ეს ბიჭი.
გიორგი
20 ივნისი 2024 19:55
5
რაც შეეხება პოლიტიკურად ვინც აფასებთ ნაცებს და ქოცებს ორივეს ეხება სანამ ამ ორ პარტიას და პლიუს ყველა პრო რუსულს არ მოვიშორებთ ხალხი სანამ ამ აზრზე საქართველო არ დადგება არაფერი არ გვეშველება რამე გადაგრიათ ხალხო რა ჭირი გჭირთ რამ დაგიბნელათ თვალები ნუთუ საქართველოში აღარ დარჩა ქათველი ყველა ნაცი და ქოცი არის ან რუსეთი ან თურქეთი ირანი როდის შეგიყვარდათ ეს არ ეხება ხალხს მათ პოლიტიკას ვგულისხმობ ადამიანი არ შეიძლება გძულდეს წმინდანები არავინ არა ვართ ჩვენი გზა ევროპაშია ჩვენი ხსნა დღევანდელი პოლიტიკური ელიტის მოშორებაში იგულისხმება ყველა ამას რაც უფრო ადრე მივხვდებით მით უფრო მალე გვეშველება
ვახო
20 ივნისი 2024 16:08
7
მწვრთნელმა წააგო ეს თამაშიი...
რეზი
20 ივნისი 2024 14:12
7
ეგრე თუ მსჯელობ ამ ტურნირამდეც მწვრთნელმა მიიყვანა გუნდი და გაახარა სრულიად საქართველო
ქართველი
20 ივნისი 2024 15:45
2
თქვე უმცირესო ცდომილებო
აქ ამ დროს ღვარძლს ნუ აპარებთ მცირე დოზებით.
თორემ მართლა ვიფიქრებ ჯვარზე უკუღმა მიგაკრათ
თენგო
20 ივნისი 2024 13:03
12
რა მაინტერესებს იცით, სათქმელს რატომ ვერ ამბობს ვერავინ, გავედით ევროპაზე და ძაან კარგი, აწი რა ვქნათ ამით ვიცხოვროთ კიდევ 30 წელი? თამაშის ობიექტური ანალიზი რა გახდა, ჟურნალისტებს რატომ ეშინიათ კრიტიკის მაგალითად რატომ არავინ ამბობს რომ კვარაცხელიას პასიურობის გამო დაცვაში ერთი კაცით ნაკლები ვიყავით, რატომ არავინ ამბობს რომ ლოჩოშვილის ფლანგზე დაყენება როცა შეტევები გვჭირდებოდა უდიდესი შეცდომა იყო, მეკარის წინ გაქცევა გამოუცდელობის ბრალი კი არა უდიდესი შეცოდმა იყო რამაც შეიძლება ჯგუფში ჩაგვტოვოს. ქება არაფერს მოგვიტანს და სამართლიანმა კრიტიკამ შეიძლება რამე გვიშველოს.
nika
20 ივნისი 2024 12:54
3
პირიქით, ყველაფერი სანიოლის ბრალია....როცა ევროპის ჩემპიონატზე ხარ, მთავარი სწორედ შეტევა, და თავდასხმები უნდა იყოს და არა, თავდაცვები/....იმიტომ რომ ყველა იბრძვის......მერე, რომ ამბობენ ჩეხები ორმეტრიანები არიანო, ჩვენი ორმეტრიანი საზანოვი რატო არ გამოიძახა??????თანაც ბომბარდირი???? მერე კიდე, პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ რატო არ გააკეთა შეცვლა???? ხომ ნახა წინა თამასზე სწორედ ბუდუ და ხვიჩა უგებდნენ ერთმანეთს ყველაზე მეტად, ან სხვა შეცვლა რატო არ გააკეთა??? ხომ ხედავდა ვერ მიდიოდა საქმე ისე როგორც უნდა წასულიყო???? მეკარის დახმარება ხომ აღარ დაწირდებოდა????
ნია
20 ივნისი 2024 12:18
2
არ არის პრობლემა ძმებო თქვენ მოინდომედ და ყველაფერი კარგად იქნება,და ესე ეხება იმ დედაზე ადრე მოთყნულ ხალხს თქვენი ნაბოზვარი სისხლი მოვტყან იბიონატ თქვენი იმედი უნდა ქონდეს ჩვენს ქვეყანას ერთი თამაში არ აპატიედ ბიჭებს და გააკრიტიკედ კუდა ნახუ თქვენ ომში რას გააკეთებდ დამარწმუნედ რომ გავოზდებიდ შენიანს არ პატიობ ოთხოცდაად წუთს შენ საქართველოს სასიკეთოდ რამეს გააკეთებდ თქვენ არარაბა ხალხი ხარდ თქვენი იდები მოვტყან სისულელეებს ბაზრობდ და საქართველოს ორ კაპიკად ყიდიდ ცოყა აზე მოდიდ თორემ ვერ გაიზრდებიდ გაჩაჩანაგდებიდ და სიცოცხლის აზრი არ გექნებათ დამიჯერე ესე იქმნა ცოტა თავი შეიკავედ უკვე თავზე გადაიდჯვიდ და ამას ქართველი ერი არ გაპატიებს ესე იქმნა დამიჯერედ
კაკო
20 ივნისი 2024 12:17
3
Ვილი ეყოფა ჩვენს ნერვებზე თამაში. Ჩეხებთან მაინც დააყენეს კვარა შემადგენლობაში
დინამოელი
20 ივნისი 2024 12:00
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული