რისი შეცვლა შეუძლია და მოუწევს სანიოლს ჩეხეთისთვის? - მეტოქე "კვარას" საუკეთესო მატჩს უნდა უფრთხოდეს...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტი ცალსახად ღირსეული იყო. შეხვედრის შინაარსიდან გამომდინარე, როგორც ფეხბურთელები, ასევე გულშემატკივრები გულდაწყვეტილები ვართ, ერთგვარი შოკიდან გამოსასვლელად კი რამდენიმე დღე გვაქვს. რა შეიძლება შეიცვალოს საქართველოს ნაკრებში, რაც ჩეხებთან წარმატებას მოგვიტანს? - ახლა ყველას ამ კითხვაზე პასუხი გვაღელვებს.

ვილი სანიოლი კარგად იგრძნობდა, რომ უპირატესობის დათმობა და კონტრშეტევების იმედად ყოფნა ყოველთვის საუკეთესო გამოსავალი არაა. ჩვენმა ფეხბურთელებმა დაგვარწმუნეს, ბურთის შენარჩუნება, გადაბმულად პასების გაკეთება და იერიშების განხორციელება შეუძლიათ. საქართველოს ნაკრების მწვრთნელს ახლა ეს დილემა უნ
და ჰქონდეს, წარმატების მისაღწევად რამდენად უნდა გარისკოს და დაცვაში ყურადღებამ გარკვეულწილად არ მოიკლოს. მეორეა, მოწინააღმდეგე რის საშუალებას მოგვცემს, მხოლოდ დაგეგმვით ვერაფერს მიაღწევ.

ტაქტიკური სქემის შეცვლაც არ უნდა გამოვრიცხოთ. ასეთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორია ლევან შენგელიას ფიზიკური ფორმა, რადგან თურქეთის ნაკრებთან დრო საერთოდ არ მიეცა. მარცხნივ ალტერნატივებად ჯიმი ტაბიძისა და გიორგი გოჩოლეიშვილის განხილვაც შეგვიძლია.

Sportall.Ge

პირველ ტურში არც გამოცდილ ნიკა კვეკვესკირს უთამაშია და ახლა სასტარტოში მისი მოაზრებაც შეგვიძლია. სამწუხაროდ, ოთარ კიტეიშვილის ჯანმრთელობის კუთხით სასიკეთო ცვლილებები ისევ არ ჩანს. თუკი გარისკვაზე ვსაუბრობთ, ნახევარდაცვაში ზურიკო დავითაშვილის გამოყენებაც შესაძლებელია, რომელსაც ერთ დროს ნაკრებში მოწინააღმდეგების იერიშების ჩაშლაც და საყრდენებთან მაქსიმალურად ახლოს ყოფნა ევალებოდა, რასაც წარმატებითაც უმკლავდებოდა. აღსანიშნავია, ამით შეტევაში მისი რესურსი იკლებდა.

სანიოლი გიორგი მიქაუტაძისა და ბუდუ ზივზივაძის ერთდროულად გამოყენებაზეც იფიქრებს. ეს როცა დატესტა, საკმაო წარმატებითაც, მაგრამ ამ შემთხვებაში ხვიჩა კვარაცხელიასთვის ისევ პოზიციის ცვლილება უნდა მოხდეს და გუნდური ბალანსიც ცოტათი დაიკარგოს. "კვარამ" თავად იცის, კიდევ უფრო მეტი რომ შეუძლია, ვიდრე თურქეთთან ვიხილეთ და ამ ფაქტორს ჩეხები უნდა უფრთხოდნენ, ხვიჩას ნებისმიერი შეხვედრის ბედის გადაწყვეტა შეუძლია.

Sportall.Ge

ველოდით, რომ საბა ლობჟანიძის სისწრაფის გამოყენებას მეტად ვეცდებოდით, ჩვენი გუნდის რიგებში კი ერთით ნაკლები შეცვლა გაკეთდა. ოთარ კაკაბაძე უალტერნატივოა, ლობჟანიძის გამოყენება კი შეტევაშიცაა შესაძლებელი.

შეცდომებზე ბევრი საუბრის დრო ახლა ყველაზე ნაკლებადაა. მთავარია, ჩვენმა გუნდმა იგრძნოს, რომ დაკარგული ჯერ არაფერია, რომ მათ აქვთ უნარი, ჯგუფიდან გასასვლელად ბრძოლა გააგრძელონ!..

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან

მკითხველის კომენტარები / 32 /
ჩვენი ნაკრები ძირითადად დაკომპლექტებულია მეორე ლიგის ფეხბურთელებით, ვინც პირველი ლიგაშია ისიც ჭ კლასის გუნდშია, ერთადერთი კვარა არის საშუალო დონის ევროპულ გუნდში. კითხვა: მესის არგენტინის ნაკრებში რომ ჰყოლოდა მეორე ლიგის ფეხბურთელები თუ გახდებოდა არგენტინა მსოფლიო ჩემპიონი? ბიჭები აკეთებენ თავიანთ მაქსიმუმს, ნუღარ ლანძღავთ და ნუღარ აბულინგებთ, დააცადეთ ისიამოვნონ ევროპის ჩემპიონატით
მამუკა
20 ივნისი 2024 14:11
6
ექტორ რაულ კუპერი და კლაუს ტოპმიულერი ქაჩავდნენ? ტოპ მწვრთნელები იყვნენ და რას მიაღწიეს? სანიოლმა გუნდი გაგვიკეთა, სათამაშო დისციპლინა დანერგა, ერთა ლიგის ც ჯგუფი მოიგო და ბოლო-ბოლო ევროპაზე გაგვიყვანა. რითი ვერ მოიგო თქვენი გული?!
უმადურობაზე ცუდი თვისეა არ არსებობს
არჩი
20 ივნისი 2024 16:08
1
მართალი ხარ მამუკა, მწვრთნელი ვინ ყავდათ თუ გახსოვთ მე არ მახსოვს,მაგრამ ჩვენსავით ჭ კლასის მწვრთნელი არ ეყოლებოდათ,საქართველოს ნაკრები დღესდღეობით თუ რამეს აღწევს ჩემი აზრით ინდივიდუალურობის ხარჯზე,აშკარაა რომ სანიოლი საქართველოს ნაკრების დონეს ვერ ქაჩავს,რადგან არანაირი ტაქტიკური გადანაცვლება არ ჩანს როცა გვიჭირს.
სვანსკი
20 ივნისი 2024 15:36
5
წიტაიშვილი საერთოდ არაა მარცხენა მცველი და უფრო მეტიც,არც ნახევარმცველია. გაიხსენეთ 20 წლამდელთა მუნდიალზე რა პოზიციაზე იყო? თავდასხმაში და ამიტომ არ ჯობდა აზაროვი რომ დაეყენებია მაცხნივ თავის ადვილზე? ეს მიუტევებელი შეცდომა დაუშვა სანიოლმა.შენგელიას 2 თვეა არ უთამაშია კლუბში და დავრჩით ამხელა ტურნირზე მარცხენა მცველის გარეშე .
რერო
20 ივნისი 2024 14:11
4
და ვერც გავიგეთ რატომ არა აზაროვი როცა რეალურად თავის კონკურენტებზე ორი თავით მაღლა დგას
რეზზ
20 ივნისი 2024 14:55
3
იმიტომ არა აზაროვი, რომ რამდენიმე თამაშში სადაც დააყენა სანიოლმა, უბრალოდ გადათელეს მეტოქეებმა ფიზიკურად. ვილის თამაში ვისაც ახსოვს, უძლიერესი, ჯეჯგვი მცველი იყო.
არჩი
20 ივნისი 2024 16:04
2
შეცდომებზე უნდა ისწავლო და გაამახვილო ყურადღება, თუ გინდა შედეგი გქონდეს. აბა, ვაშა და სადღეგრძელოები ყველას შეუძლია.
მწარე
20 ივნისი 2024 14:17
2
ყოველთვის არა არასდროს არ უნდა დადგე ასეთ პოზიციაში,რომ მეტოქემ მთელი მატჩი შტურმი მოგიწყოს. საქართველოს ნაკრები ძალიან ტექნიკური გუნდია,მაგრამ ფიზიკური კონდიციები აშკარად და მუდამ გვიჭირდა,ამიტომ ბევრად უფრო განათლებული მწვრთნელი გვჭირდება თუნდაც ისეთი როგორიც მონტელაა,არავის ეწყინოს,მაგრამ ჩვენი მწვრთნელი ამ დონეს უკვე ვეღარ ქაჩავს,რადგან პირველი ტაიმის 10 წუთი სრულად გასაგები იყო ყველასთვის,რომ თურქეთი საქართველოს კარში გოლს გაიტანდა ყველა ხვდებოდა ბავშვის კი, სანიოლი კი უყურებდა და არაფერი მოიმოქმედა,პირველი ტაიმის შემდეგ იგივე გაგრძელდა.ბატონო ვილი დიდი მადლობა ყველაფრისათვის,მაგრამ საქართველოს ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებთ.
სვანსკი
20 ივნისი 2024 15:22
9
კვარა მაგარია როცა ნაკრები გურჯანის “ გაუმარჯოს” ეთამაშება. და ვინ როგორ თამაშობს შეხედეთ ტაბლოზე რა ციფრები წერია. ნუ აღმერთებთ არა ღმერთებს….. ეს ისე ცხოვრებაშიც გამოგადგებათ არაბული ციფრების ცოდნა…
მცოდნე
20 ივნისი 2024 13:59
30
,,მცოდნეს " ისე მოგი..ან პატრონი , რაც შენ ფეხბურთის მცოდნე არ იყო !
silovan DZGERIA
20 ივნისი 2024 21:50
1
ჩეხებთან კვარა ორ საგოლე მოქმედებას შასრულებს - 2 გოლი, ამ გოლი და საგოლე პასი
ონორე
20 ივნისი 2024 17:55
6
ჩეხეთი თურქებზე ძლიერი გუნდია. ასეთ გერმანული სტილის გუნდებთან ყოველთვის გვიჭირდა
geo
20 ივნისი 2024 19:02
2
ამ ავტორიდან კრიტიკა სად არ გინახავს? დღესაცაა. უბრალოდ წერია, რომ ახლა მასზე ბევრი საუბრის დრო არაა, ორ დღეშია თამაში და ფსიქოლოგიური ამბავია
მწარეს
20 ივნისი 2024 15:34
1
კარგით რაა!! რა ტაქტიკის შეცვალა,ღმერთმა ნუ ქნას სანიოლი ასე გაგიჟდეს და იგივე ტაქტიკით არ ითამაშოს, რამაც პრინციპში მიგვიყვანა ამ ტურნირამდე, მოგვწონს თუ არა ჩვენი ნაკრები დღეს არ არის იმ დონის გუნდი ტოლ- სწორად ეთამაშოს ისეთ გამოცდილ თურქეთის და ჩეხეთის დონის გუდებს, აღარაფერს ვამბობ პორტუგალიისა და მისი ყალიბრის გუნდებზე, საჭიროა უკნიდან თამაში და კონტრშეტევებზე შანსის გამოყენება, დაგავიწყდათ თურქეთანაც კი როგორ ბეწვის ხიდზე გავიარეთ,პირველი გოლის შემდეგ,როგორ ჩამოიშალა გუნდი და ეგრევე მეორე გოლი მივიღეთ, ხოდა რომ არ ჰქონოდა იმ თურქს ტერფი აფსაიტში უკვე 2-0 იქნებოდა და თბილისში ესპენეთან კოშმარი სანატრელი გაგვიხდებოდა, სხვათა შორის მაშინაც ასეთი ზეწოლით აიძულეს სანიოლი ტაქტიკა შეეცვალა და რაც მივიღეთ აღარ შეგახსენებთ. ჩემი მოკრძალებული აზრით მგონია ნაკრები-ფეხბურთელების დონის გათვალისწინებით იდეალური ტაქტიკით თამაშობს,განსაკუთრებით როცა გუნდში კვარაა, რომელიც მიუხედავათ იმისა რომ მაიდამაინც ვერც დაცვას ეხმარება სათანაოთ, ვერც ნახევარდაცვაში ბრწყინავს და ვერც მომენტების რელიზაციით გამოირჩევა ისეთი დონის ინდივიდიალისტია ნებისმიერ დროს შეუძლია სასწაული ჩაიდინოს და მარტომ გადაწყვიტოს მატჩის ბედი, ამიტომ ის შეუცვლელი ფიგურაა გუნდისთვის და გოიმობაა მისი გინება. რას იზავ საქართველოს ნაკრებში რომ თამაშობდეს რეალის ამ მან-სიტის დონის ფეხბურთელები მაშინ გენახათ მაგის თამაში, მაგრამ რას იზავს--ეს არის რაც არის...მე მგონია უკმაყოფილოც არ უნდა ვიყოთ, ნაკრებმა ღირსეულად ითამაშა თავისი შესაძლებლობის ზღვარზე, იომა და ყველაზე სანახაობრივი თამაში ითამაშა ჯერ-ჯერობით ამ ტურნირზე, ისე როგორც თურქეთის ნაკრებმა...თავს ზემოდ ძალა არ არისო...ბოლოსკენ არც გაგვიმართლა და როგორც იტყვიან ღირსეულად წავაგეთ,ოღონდ კარგი გაგებით..
Jora-giorgi
20 ივნისი 2024 17:42
3
სანიოლმა დიდი ხნის წინ იცოდა ჩვენი ჯგუფის შემადგენლობა და მათ წინააღმდეგ თამაშის გეგმა,დიდი ხნის წინ ექნება დამუშავებული.ახლა მხოლოდ ჩვენი ნაკრების მდგომარეობით და ჩეხეთის ნაკრების ნათამაშები მატჩის მიხედვით კორექტივების შეტანა დასჭირდება.თურქეთი და ჩეხეთი,მხოლოდ ფიზიკური მომზადებით გვჭარბობს და 6-7 ფეხბურთელი მაინც რომ გვყავდეს,ვისაც ქოჩორაშვილის მსგავსი დატვირთვების გაძლება შეეძლება,ამ ორივე ნაკრებს,შავ დღეს დავაყრიდით.კარგი პოსტი დაგიწერია და ინტერესით წავიკითხე.
სოსო
20 ივნისი 2024 22:27
0
ვერ გავიგე, რატომ გგონიათ რომ ჩეხეთზე ძლიერი ვართ და პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ?ოპტიმიზმი კარგია,მაგრამ ცოტა ფეხბურთის აზრზე თუ ხართ,რეალურად შეხედეთ სიტუაციას.წარმეტებები და სპორტული იღბალი ბიჭებს!ღმერთი თქვენთან!
გურულო
20 ივნისი 2024 17:11
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული