რომანტიზმი კარგია, მაგრამ უკეთესი ხვიჩა და 3 ქულა გვჭირდება

AutoSharing Option
გაორებული გრძნობა დამრჩა თურქეთთან საქართველოს ნაკრების მატჩის შემდეგ: პირველი - სიამაყისა, რომ ჩვენმა გუნდმა ბოლომდე იბრძოლა და საყოველთაო მოწონება დაიმსახურა; მეორე კი უქულოდ დარჩენაა, რამაც ჯგუფიდან გასვლის შანსები შეგვიმცირა. თუმცა იქნებ მაინც მოახერხონ „ჯვაროსნებმა“ პლეი-ოფში გაღწევა და გულშემატკივრების გახარება.

ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში აღვნიშნე, რომ ევრო 2024-ზე სანიოლის კრებულს შეუძლია თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე იასპარეზოს, რამეთუ მარცხის შემთხვევაში განსაკუთრებულად არ გააკრიტიკებენ, თუმცა მათგან უკვე მეტის მოლოდინია, ხოლო უშუალოდ მატჩის მიმოხილვის დასაწყისში ხაზი გავუსვი იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ
გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. სხვა სხვის ომში ბრძენიაო და ადვილია ფეხბურთელების განსჯა, რომლებსაც გამოუცდელობის გამო თავიდან ნერვიულობა დაეტყოთ. შეხვედრის დასაწყისი ვერ გამოუვიდათ კარგი: მეტოქეს პირველ 25 წუთში ბურთის ფლობა 70% ჰქონდა და როდესაც ამდენი ხანი დაცვაში დგახარ, ადრე თუ გვიან გოლს გაუშვებ. ჯერ აიჰანის დარტყმული ბურთი მამარდაშვილის კარის ძელს მოხვდა, შემდეგ კი მიულდურმა და ილდიზმა ორწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაგვიტანეს, რომელთაგან მეორე თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. ერთი სიტყვით, სანიოლის კრებულმა სასტარტო მღელვარებას ვერ გაუძლო და გლაზგოში შოტლანდიასთან წაგებული შეხვედრა (0:2) გამახსენდა, სადაც ანალოგიური პრობლემა შეგვექმნა. ვერ ვიტყვი, რომ ეს ერთგვარი შიშია, მაგრამ რეიტინგით უფრო მაღალ საფეხურზე მდგომ მოწინაღმდეგეებთან სტუმრად თამაშისას რაღაც კომპლექსი ჩამოყალიბდა.

თურქეთმა ჩვენთან დაპირისპირებამდე ხუთიდან სამი მატჩი წააგო და ორი ფრედ დაასრულა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სადაც D ჯგუფში მისი ერთ-ერთი მეტოქე ხორვატია იყო, პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე გავიდა. ჩვენს თამაშზე, რა თქმა უნდა, იმანაც იმოქმედა, რომ სტადიონზე მოწინააღმდეგეს გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავდა (გერმანიაში თურქეთის 1.3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ეთნიკური თურქი კი იქ გაცილებით მეტია). ამიტომ ითვლება, რომ ისინი ევრო 2024-ზე, ფაქტობრივად, სახლში გამოდიან, ხოლო ჩვენს გუნდს გასვლაზე მოუწია თამაში.

ძალიან იმოქმედა კიტეიშვილის არყოფნამაც, თუმცა ყოველთვის ყველა ფეხბურთელი ვერ იქნება მწყობრში და ეს იმაზე მიუთითებს, რომ სანიოლს შემადგენლობის მხრივ დიდი სიღრმე არ გააჩნია. საბედნიეროდ, ადრე შეტევაში თუ მარტო კვარაცხელიაზე ვიყავით დამოკიდებული, ახლა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვყავს. მაინც მოახერხა მიქაუტაძემ ანგარიშის გათანაბრება და იქვე დუბლის შესრულების შანსი ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმის დასასრული ჩვენი იყო, ვიზავი საკუთარ კარს მოვაჯაჭვეთ. წესით, ასევე უნდა გაგვეგრძელებინა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც დაცვაში ჩავჯექით. ჩავჯექით და მეორე გოლიც მივიღეთ. ბოლოს საქართველოს ნაკრები შტურმზე გადავიდა, დიდებულად მოთამაშე ქოჩორაშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, კაშიამ - ძელს, მეტოქის საჯარიმოში მამარდაშვილის ჩასვლას სწრაფი კონტრშეტევისას აქტიუროღლუს გოლი მოჰყვა და წავაგეთ. ემოციები და აზარტი ყოველთვის არაა საუკეთესო მოკავშირე და არაა გამორიცხული, მესამე გაშვებულმა გოლმა საბოლოოდ ცუდი სამსახური გაგვიწიოს. ალთუნაშვილის შეცვლაზე შეყვანა, შესაძლოა, სწორედ მამარდაშვილის შეტევაში ჩართვის განზრახვით იყო ნაკარნახევი, რამაც უარყოფითი შედეგი გამოიღო, მაგრამ ანგარიში რომ გაგვეთანაბრებინა და ლოგიკური ფრისთვის მიგვეღწია, ყველა სანიოლის გამართლებულ რისკზე და ბრძნულ გადაწყვეტილებაზე დაიწყებდა საუბარს.

სანიოლს, ალბათ, შეეძლო უკეთესი სასტარტო შემადგენლობის დაყენება და ცვლილებების უფრო ადრე განხორციელება, მაგრამ ეს მისი პრეროგატივაა. ნამატჩევს თურქეთის ნაკრების თავკაცმა მონტელამ განაცხადა, რომ საქართველო ფიზიკურად ძლიერი, კარგად ორგანიზებული გუნდია, იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობს. მან კარგად გათვალა ყველაფერი, სწორი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩია და შედეგსაც მიაღწია. მოკლედ, სანიოლს პირადი დუელი მოუგო. გაუმართლა კიდეც.

ბუნებრივია, მეტს ველოდით კვარაცხელიასგან, რომელსაც საუკეთესო მატჩი არ ჰქონდა და მასზე აშკარად იმოქმედა სატრანსფერო ამბებმა. თუ გახსოვთ, „რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი სლუცკი ამბობდა, რომ ხვიჩა ემოციურია და ნერვიულობისას ხარისხს კარგავს. ალბათ, დროა, „კვარამ“ ემოციების მართვა ისწავლოს და დარწმუნებული ვარ, ისევ ძველებურად გაგვახარებს. ისე, ბოლოს შექმნილი მომენტების უმეტესობა მის აქტიურ მოქმედებებს მოჰყვა.

წინ ორი ფინალი გველის - ჩეხეთთან და პორტუგალიასთან და ვნახავთ, როგორ დასკვებს გამოიტანს სანიოლი და როგორ აისახება ეს შედეგზე. ეს მხოლოდ ამ ტურნირს არ ეხება - აუცილებელია დასრულდეს ის დაუსრულებელი ეპოქა, როდესაც შესარჩევ ტურნირებზე მეოთხეზე უკეთეს ადგილს ვერ ვიკავებდით. ეს ჩვენს გუნდს რომ შეუძლია, თურქეთთან პირველი ტაიმის ბოლო ნაწილმა და მეტადრე კომპენსირებულმა დრომ დაგვანახა, როდესაც მეტოქე სასოწარკვეთილი იცავდა თავს. გასაგებია, მთელი 90 წუთი ასეთი ტემპით ვერ შეუტევ, მაგრამ როდესაც მთელ რიგ ეპიზოდებში ასე სჯაბნი, გამოდის, გაგაჩნია ვიზავის ძლევის უნარი, რაც უნდა ირწმუნო და შენი ეს უპირატესობა შედეგში ასახო. შედეგი კი მხოლოდ ერთი ჩაითვლება დადებითად - ჩეხეთთან მოგება, რადგან ფრის შემთხვევაში ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში პორტუგალიის დამარცხება დაგვჭირდება. თურქეთთან ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო რომანტიზმი გვაჩვენა და ყველა მოხიბლა, მაგრამ ახლა მეტი პრაგმატიზმი და 3 ქულის მოპოვებაა აუცილებელი.

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 31 /
თურქეთს ღირსეულად ვეთამაშეთ..ფაქტია კიტეს არყოფნა დიდი დანაკლისია ცენტრი წავაგეთ ..ჩემი აზრით კვარა უნდა შეეცვალა..არ წაუვიდა თამაში და არც ფორმაში არაა..პლუს ზივზივაძე ცოტა ადრე უნდა შემოეყვანა..დიდი მწვრთნელებიც ცდებიან შემადგენლობოს დაყენებაში თუ შეცლებში..ფრეს ვიმსახურებდით ..მაგრამ არაუშავს..ჩეხებს მოვუგებთ და ეს დიდ სტიმულს მოგვცემს..წინ გამერჯვებისკენ..
კიეზა
21 ივნისი 2024 12:51
1
რათქმაუნდა ყველა გულშემატკივარს არ მოეთხოვება ფეხბურთის მაღალ დონეზე ცოდნა,მაგრამ ზრდილობა ყველას მოეთხოვება,მივესალმები ჯანსაღ კრიტიკას,ხოლო კატეკორიულად მიუღებლად მიმაჩნია საკუთარი ნაკრების ფეხბურთელების და მწვრთნელების უხამსი სიტყვებით მოხსენიება, ასევე სიძულვილით,ზიზღით და ბოროტებით აღსავსე კომენტარების კეთება.ნაკრების სიძლიერე ერთობაშია.წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
gio gio
21 ივნისი 2024 10:51
0
ჩაკვეტაძე რატო შეცვალა?ან წიტაიშვილი რატო შეცვალა ლოჩოშვილით როცა გოჩოლეიშვილი გყავს?!მამარდას აკოიტიკებენ რატო წავიდა წინო და ამ დროს ალთუნაშვილი უშვებს უხეშ შეცდომას!!!იქ ბურთის გაჩერება როგორ წეიძლებოდა?!!!!ელემენტარული წვრილმანი შეცდომებით წაგებული უკვე მერამდენე თამაში!!!
გიორგი IV
21 ივნისი 2024 09:43
0
სპორტულ გვერდზე რომ კომენტარს აკეთებ, მინიმუმ სპორტის მოყვარული ხო ხარ? რა კვარაცხელია ვერ თამაშობს და რა ჩეხეთს შემტევი ფეხბურთით ვაჯობოთ? შექმნილი მომენტების გამოყენება და დაცვაში კარგი თამაში, სხვანაირად არაფერი გამოვა. რატო გავიწყდებათ, რომ ეს საქართველოს ნაკრებია და არა ესპანეთის ან ბრაზილიის. 80%-ტი მოწყვეტილია რეალობას და რაღაც სისულელეებს ლაპარაკობს, დაჯექით და ისიამოვნეთ, მთავარია გუნდმა იბრძოლოს და როცა იბრძვის, სისულელეების ლაპარაკს თავი დავანებოთ და ვუგულშემატკივროთ.
parfiumer
21 ივნისი 2024 09:32
0
შავი ღორისა არ გინდათ 3 ქულის ნაცვლად? ბიჯო, ჩვენც ბევრი რამე გვინდა, მაგრამ შეეშვით ამ ბიჭებს. ითამაშონ თავისუფლად და წნეხის გარეშე. თქვენნაირი უაზრო მოლოდინების მქონე ტიპების გამო იყო, რომ საწყისი ნახევარი საათი აზრზე ვერ მოვიდნენ. ჩეხეთი არ არის ლუქსემბურგი და არც მონტერენგრო. ურთულესი მეტოქეა და ნუ გგონიათ რომ წარმატების კარგი შანსი გვაქვს. გაგვარღვევენ ჩეხები და მერე დაიწყებთ მოთქმას და თქვენი უაზრო მოლოდინების გამო, ფეხბურთის აზრზე არმყოფი შტერები შედგებიან ბიჭებს. მოგება და გასვლა ყველას გვინდა, მაგრამ ცოტა რეალისტები ვიყოთ.
odala
21 ივნისი 2024 09:01
1
შენი აზროვნების რო იყოს ყველა ჩვენი საშველი არ იქნებოდა...ალბანეთი როგორ ეთამაშა ხორვატიას? ათეულის გუნდს...ალბანეთი დიდი ვინმეა? მაგრამ თავი შეაკლეს და შედეგიც დადეს!შეშინებულები რომ გამოდიან თავიდანვე მაგიტოა რო გოლს ვუშვებთ. მოედნის თითეული მონაკვეთისთვის ყველამ ერთად უნდა იბრძოლოს ცეცხლი უნდა სცვიოდეთ თვალებიდან აი მაშინ მოვა შედეგი.. რო გაუჭირდა საქართველოს ბოლოს ხო დააჯდა თავზე იმ მძინარამაც რომ გამოიღვიძა ბოლოსკენ...თუ კმაყოფილდებით ევროზე გასვლით და წაგებებს შეგუებული ხართ წინასწარ არვიცი ეგ თქვენი პრობლემაა
ოდალას
21 ივნისი 2024 11:09
0
აქ ზოგიერთებს გწყინთ რამეს რომ იძახიან ნაკრებზე და მწვრთნელზე თუნდაც ფედერაციაზე.. ბატონ ყმობა ხო არაა? ნაკრები ყველასია..... სანიოლის თავში ჩამახედა რას მოელოდა როცა 2თვის უთამაშებელი ტრამვა ახალი მოშუშებული შენგელია რომ მიყავდა ევროზე და აზაროვს ტოვებდა? რომ ყოფილიყო რობერტო კარლოსი ან მალდინი ნესტა კიდევ მესმის მაგრამ არ არის შენგელია იმ სტატუსის და წონის ცალფეხა იყოს მაინც ნაკრებში რომ ამყოფო.. გადაღლილ თურქეთან ბოლო 10-15 წუთი მარჯვნიდან რომ შეეტიათ ზურიკოს და ლობჟანიძეს რამე დაშავდებოდა? კაკაბა ყავს უალტერნატივოდ.. თუ სუნთქავს ვსიო ბოლომდე წურავს მაგდანას ლურჯასავით..ან გოჩოლეიშვილმა რა დაუშავა? ესპანეთან კი ჩააგდო თამაში მაგრამ ესპანეთან სანიოლმაც მაგრად ჩაისვარა და ეგეც აღარ გავაკაროთ ნაკრებს???? ნაკრები და კლუბი სხვა არის არაბიძესთვის რომ მიეცა შანსი და არაბასაც რომ ესეირნა მოედანზე ჯერ ერთი რომ სტადიონიდან დავასაჩუქრებდით ლამაზი სიტყვებით მაგის გამო მაგრამ გამორიცხული იყო თავს დადებდა არაბა და ბოლომდე დაიხარჯებოდა, რომ იძახდნენ აქ ვიღაცეები არაბა მარტო აქ იტანს მასეთ გოლებს ევროზე მასე ვინ დაარტყმეინებსომ..არდას ვინ დაარტყმეინა? მთელი მარჯვენა ფლანგი ჩამკვდარი გვყავს აქა იქ თუ გადავა ხოლმე ხვიჩა და ვერც ამწვავებს კაკაბას გამწვავებული კი არ გაიშვას..მე ჰომნზე სისხლი მეყინება და ასე მეგონა საბერძნეთანაც და ეხლაც ხვიჩა იფრენდა ან თვალებში ცეცხლს დავინახავდი ბიჭებს მოსაგებად შემოუძახებდა.. სტუმარი ქალიშვილით ჩუმად დაცუცუნობდა მოედანზე.. ეს არის ის რაც წლები შეალიეთ? ხვიჩა ბოლოში რომ გამოცოცხლდა ესეიგი შეეძლო ადრეც გაღვიძება რატო არ გაიღვიძა? წიტას და კაკაბას ბევრს ვერ მოვთხოვთ რაც შეეძლოთ ითამაშეს მეტი არც შეუძლიათ მაგრამ მათ ადგილზე სხვები უნდა შემოეყვანა სანიოლს. ჩეხებთან შეუტიეთ ბიჭებო დაცვა თქვენ არ გივარგათ რაც იცით შეტევაა და შეუტიეთ ლამაზი ფეხბურთი ითამაშეთ ისე მიდის საქმე შეიძლება 3 ქულითაც გავიდეთ ჯგუფიდან
roni
21 ივნისი 2024 07:36
4
ეს პლატფორმა იმისთვის იქმნება, რომ მათ შორის გულშემატკივარმა თავისი შეხედულება თამაშზე, შემადგენლობაზე თავისუფლად გამოხატოს. რამდენად მიამიტურადაც არ უნდა გამოიყურებოდეს პროფესიონალური თვალსაზრისით, ნებისმიერ მოსაზრებას აქვს გამოთქმის უფლება და სასურველია არ იქცეს ზედმეტი თავდასხმებისა და "ყველაფერჩიკი" მოკლავიატურეების ქილიკის საბაბად. ცხადია ამ საბედისწერო თამაშს მთლად გულდამჯდარად თუ ვერ ვხვდებით, ბევრი რამ გვაფიქრებინებს. პირველ რიგში აღსანიშნავია სანიოლის საკითხი. თქვენი არ ვიცი , მაგრამ ძალიან არ მინდა პირველივე წუთებიდან ყრუ დაცვაში ჩამდგარებმა, მხოლოდ თვალი გავაყოლოთ ცენტრამდე უპრობლემოდ მოგულავე ჩეხებს(დასაწყისში თურქების მსგავსად). აქაც ყველა თანხმდება, რომ ჩეხების ძალა მათ ათლეტიზმში, დისციპლინასა და სისწრაფეებშია. თუ ისევ ბურთს დავთმობთ და დაცვას გავამაგრებთ, კინკილა კონტრიერიშების იმედად, დიდი შანსია უმოწყალოდ გადაგვთელონ. რატომღაც მუდმივი აქცენტირება კეთდება კვარასა და შეტევის ხაზზე, მაშინ როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ჩვენი ნაკრებისთვის ნახევარდაცვა და მისი ცენტრია. თუ მასზე კონტროლი დავთმეთ, სხვა სერიოზული ალტერნატივები უბრალოდ არ გვაქვს. არ გვაქვს გადამწყვეტი უპირატესობა ფრთებზე და არც მაღალი ფორვარდები გვყავს, რომ რაიმე ალტერნატიული გზები ვეძიოთ. ჩვენი შანსი არის ჭაკვე-კიტე-ქოჩორას ღერძის მოქმედებაში. დაცვამ დროულად და უსაფრთხოდ უნდა მოახერხოს ბურთის ამ ტრიომდე ამოტანა. ფრთებზეც იქნება რათქმაუნდა უზარმაზარი დაწოლა ორივე ფაზაში, მაგრამ აქ ოდენ ინტენსივობას თუ შევინარჩუნებთ,სამწუხაროდ გადამწყვეტ უპირატესობას ვერ მოვიპოვებთ. შეტევაში პრობლემა ნაკლებად გვექნება, თუ ხსენებული ტრიო ცენტრში შეძლებს ბურთის კონტროლს.ბურთი მინდორზე და ვერტიკალური პასები, ჭაკვესა და კიტეს კრეატივი, ფრთებზე მუდმივი ინტენსივობით არის ჩვენი შანსი. სხვაგვარად სრულად ვერ გამოვიყენებთ შეტევაში ჩვენ უზარმაზარ პოტენციალს (კვარა-ჟორჟი-ბუდუ-ზურა) ჩვენი ძალა არის ნიჭსა და არაპროგნოზირებად გადაწყვეტილებებში. სულაც არ მგონია ეს ფეხბურთი ძველმოდური. სწორედ ასეთი თანამედროვე რომანტიზმი ამშვენებს სიტისა და რეალის ფეხბურთს. ამ ყბადაღებულმა პრაგმატიზმმა მათი ხელწერა ვერ გადააგვარა და ჩვენც მანდ ვართ ( შეიძლება არა მაგ სიმაღლეზე, მაგრამ მაგ მხარეს).
ამატაკი
21 ივნისი 2024 03:14
2
ახლა დავწერ და გამოვთქვამ ვარაუდს ტანმაღალი ჩეხების წინააღმდეგ ჩემი აზრით როგორი შემადგენლობა იქნებოდა ოპტიმალური. მოკლედ კარში მამარდა
მცველები ფლანგზე დვალი შუაში კაშია ლოჩოშვილი და მათ გვერდზე კვირკველია კაკაბაძის ნაცვლად, ფაქტიურად ოთხივე მაღალია და სიმაღლე ძალიან მნიშვნელივანი კომპონენტი იქნება ამ ოთხ მცველს მივცემდი დავალებას რომ იყვნენ ნომინალური დამცველები და ავუკრძალავდი შეტევაში ჩართვას ფლანგებს. ცენტრში ჩაკვეტაძე დვალის დამზღევვად შუაში ქოჩორა და მის გვერდზე კიტე კვირკველიას დამზღვევად
შეტევა მარცხნივ თავის ფლანგზე კვარაცხელია მარჯვნივ საბა ლობჟანიძე ან შენგელია რომელიც ადრე მარჯვენა გარემარბი იყო და ფორვარდად შედარებით ტანმაღალი ბუდუ აანუ 4:3:3 შეცვლებზე დავითაშვილი მიქაუტაძე და ბოლოს შეილება კვირკველია გაიყვანო და დასვენებული კაკაბაძე ადნ გოჩოლეიშვილი შემოიყვანო. მოკლედ ჩაკვე და კვარა მარცხენა ფლანგზე იაქტიურებენ და კიტე და საბა მარჯვენა, ცენტრში ქოჩორა შედარებით ახლოს ფორვარდთან, ჩვენ ვნახეთ როგორ შეუძლია ბურთის გათამაშება და შეტევაში ჩართვა ქოჩორას. არ შეიძლება დაბალი ფეხბურთელები დავაყენოთ დაცვაში მე ასე ვფიქრობ იმენა ახმახები არიან
გოგა
20 ივნისი 2024 22:22
10
ვაი თქვენს პატრონს სანამ ეგ კაშია იქნება მანდ იქნებით ეგეთ დღეში …ჩეხებთან 0:2 და პორტუგალიასთან 0:4 ზეც მადლობა უთხარით ღმერთს კაშია თამაშობს სოსტავში და საზონოვი ტრიბუნაზე ზის ( გვყავს ახალგაზრდა მაღალი სწრაფი ცენტრ.მცველი ჩვენ კი მაგივრად დაბალ მსუქან ნელ და ბებერ მცველს ვათამაშებთ …არის მეორე ეგეთიც გელაშვილი ვიღაც ალთუნაშვილი მინდორზეა და არაბა ქუთაისში ეგ პოზიციებით მარცხენა მცველი აზაროვი სახლში დავტოვეთ და მის მაგივრად ორი შემტევი უნდა ვათამაშოვო და მის კვარას თავის ადგილზე არ ათამაშებენ და მერე პრეტენზიები გაქვთ ( როდესაც იყო თავის ფრთაზე ხომ გაქონდა) …ამას ქვია ღრუსების ენაზე “ ვსიო ჩერეზ ჟოპუ” და ამ მწვრთნელთა სოსტავით რისი იმედი გაქვთ ნეტავ ….მე უბრალოდ ადრე ის ხალხი მეცოდებოდა 20 ლარს რომ იხდიდნენ ბილეთში და 1:7-ს უყურებდნენ მერე ისინი მეცოდებოდნენ ვინც ამდენი ევროები გადაყარა და გერმანიაში წავიდნენ …მაგრამ ბევრი კომენტების წაკითხვის შემდეგ მივხვდი რომ ახია თქვენზე ვინც დაგოიმდით და სანიოლის დაიჯერეთ … უბრალოდ ბიჭებს მითუმეტეს კვარას შეეშვით რაც ითამაშენ იყო ძაან მაგარი მსოფლიო აალაპარაკეს მამარდას დღეს ორმა მეკარემ წახედა ეგეთი ჯიგარით პირველ ტურში არავის და არასდროს არ უთამაშია საქართველოს ნაკრები გახდა ყველაზე პოპულარული დ საყვარელი გუნდი აი იმ ბიჭების გამო ჩაკვე კვარა მიქა მექვაბი ქოჩორა წიტა კაკაბა ბოლოს მიემატენ ზურიკო და მამარდა …ამათი შეტევებით გაგიჟდა მსოფლიო ჩაკვეს ბურთთან ფერებას ( თამაშის სტილს ) კითხულობენ საიდან ჯიშში გაქვთო …თქვენ კი ბიჭებს ლანძღვთ ვინც არ ჩაჯდნენ დაცვაში და არ ითამაშეს ისე როგორც საბერძნეთთან
მდაა
21 ივნისი 2024 01:37
7
გველესიანი ძალიან მაგარია! საჭიროა სასტარტოში! დაცვაში უნდა დაბრუნდეს "ჩისტილშიკი" ანუ თავისუფალი მცველი სიტემა 4+1+3+2
aburjga
20 ივნისი 2024 23:13
2
სიგუა ათამაშეთ....
სიმართლე
20 ივნისი 2024 22:19
2
1970 წლიდან ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ.რომანტიკული ფეხბურთის ერა 30 წელზე მეტია რაც დამთავრდა,ყველა პრაგმატულ ფეხბურთზე გადავიდა და არა მარტო ფეხბურთი,ზოგადად სპორტი ძირითადად ფიზიკურ გამძლეობას ეყრდნობა.ფიზიკა,ტაქტიკა და პრაგმატიზმი სპორტის ქვაკუთხედი გახდა.ჩეხეთი ათლეტური,ფიზიკურად ძლიერი და დისციპლინირებული გუნდია,ყოველ შემთხვევაში პირველი თამაშით ასე დავინახე,ამიტომ მგონია რომ საკმაოდ რთული თამაში გვექნება.ვნახოთ როგორ აღიდგინეს ჩვენმა ბიჭებმა ძალები.კიდევ ერთხელ ვუსურვებ ჩვენს ბიჭებს წარმატებას,სპორტულ იღბალსა და უტრავმო კარიერას.ღმერთი თქვენთან!ზღაპრის ბოლო კეთილია!:)
გურულო
20 ივნისი 2024 21:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული