"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

alt"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

altსაუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 95 /
რას ერჩით საბას, კაშომ ნაკლები მომენტი გამაზა? უფრო რეალური დაჟე. კაცი 10 წუთით შემოუშვეს. მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე უნდა ეთამაშათ ჩაკვეს, ბუდუს, საბას და შენგოლია გველესიანს. ამისთვისაა მწვრთნელი, მარა გვყავს? ან გვეყოლება ამ ფედერაციის ხელში? ისინი არასოდეს არ მოიყვანენ ისეც მწვრთნელს, რომელიც მათ ჭკუაზე არ დააყენებს სასტავს. ალთუნაშვილი და წიტაიშვილი რომ გასაყიდათ ყავთ გამზადებული და წილში უსხედან გასაგებია. კარგები არიან, მარა როცა უკეთესები სკამს ხეხავენ და მოსაგებია თამაშები? ღირსება ხომ უნდა გქონდეს ბოლობოლო. დავითაშვილი კაია, მარა კაცს ვერ ასწრებს და შეიყვანე საბა, სწრაფია, ნავესებს აკეთებს, მაგის გამო, ასე ხელაღებით ვეღარ შემოგიტევს ნეტოქე. ასე რთულია ამის გაგება?
ლევან მაღლაკელიძე.
23 ივნისი 2024 06:24
11
ბუდუ რატომ არ შემოიყვანე ვილი ორივე თამაშში კვარას ნაცვლად, აკრძალული გაქვს???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????
dato
22 ივნისი 2024 21:25
24
ამბიციას,ფანტაზიას,სურვილებს,ამ ყველაფერსაც აქვს რაღაც ზღვარი ხო?
ჩეხებმა გუშინ დაგვაბრუნეს რეალობაში,რომ დაცვა ოდნავ ორგანიზებულ და სათამაშო დისციპლინის მქონე გუნდთან არის,ნუ ყველაზე რბილად რომ ვთქვა ძალიან სუსტი.
დაცვის გადმოგდებულ ბურთზე ჩვენ საჯარიმოსთან ყველა ბურთი თითქმის მათი იყო.ანუ ნახევარმცველებიც შეიძლება საჯარიმოში იდგნენ, მაგრამ ამოტანილ თუ გადმოგდებულ ბურთს ჩვენივე საჯარიმოს ხაზთან სულ მოწინააღმდეგე უნდა იღებდეს?
ბურთის ამოტანაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.და კიდე ბევრი რამის დაწერა შეიძლება.....
არ მინდა პროფესორობა და დარწმუნებული ვარ ჩემზე უკეთ შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა გამოთქვატ აზრი...
მაგრამ გუშინდელი თამაში გადაახვიეთ და ეცადეთ ცივ გონებაზე ობიექტური მაყურებლის თვალით ნახოთ.
აბსოლუტური კატასტროფააა.
იესვ იქ ვართ სადაც ვიყავით ორი თუ ერთი წლის წინათ....
არანორმალური დავდადება ბიჭების დაემატა მხოლოდ..
ვის ბრალია?
სანიოლის პირველ რიგში და ბიჭებიც რა თქმა უნდა არ არიან იმ დონის ფეხბურთელები რომ თუნდაც ჩეხეთის დონის ფეხბურთი ვიტამაშოთ ამ ეტაპზე..
მამარდაშვილი რომ არა,ეგ თამაში მინიმუმ 5-1 დამთავრდებოდა...
ყველაფერზე შეიძლება ახსნა მოგცეს სანიოლმა,მაგრამ მართლა გთხოვთ ამიხსნათ,ლოჩოშვილს მარცხენა ნახევარმცველად რომ შემოიყვან ეს რა არის?
ამ კთხვაზე პასუხს ვერ ვპოულობ,არადა დიდი ხანია ძაან ფეხბურთით ვცხოვრობ მეც უმეტესი თქვენთაგანივით
Lobotka
23 ივნისი 2024 12:03
3
გოიმი კალაძის ამბებია კვარას ბუდუთი რომ არ ცვლი სანიოლ??
ზურა
22 ივნისი 2024 21:27
34
იმათთვის ვინც ვერ გაიგო კვარას ნათქვამი და ჯიუტად ამტკიცებს რომ ფლანგზე არ თამაშობს ისედაცო, კვარა ნაპოლიში თამაშობს 4-3-3 სისტემით და ძირითადად უტევს მარცხენა ფლანგიდან, ნაკრები კიდევ თამაშობს 3-5-2 ან 4-4-2 სისტემით, სადაც კვარა მეორე თავდამსხმელის როლს ასრულებს, რაც მისთვის არ არის ჩვეული პოზიცია, ცნობისთვის ზუსტად მაგ მიზეზით ვერ ითამაშა ქინქლაძემ აიაქსში, რადგანაც სიტიში ცენტრში თავდამსხმელების უკნიდან თამაშობდა, აიაქსში კიდევ მარჯვენა ფლანგზე დააყენეს, რაც გახდა მიზეზი მისი კარიერის დაღმავლობის
მამუკა
23 ივნისი 2024 02:27
9
ზუსტად ვიცოდი, რომ ამ თამაშის მერე სწორედ კვარაზე აყაყამდებოდნენ და სიტყვას არ დაძრავენ სანიოლის და მთელი "კამანდის" ვაიხრიკებზე. რა კომფორტული პოზაა, გაასხამ კვარა და კიდე ბარეული "უდისციპლინოა" დამნაშავე (აბა ამხელა ფეხბურთელმა არ იცის და თქვენ იცით ვარიანტში). სასწაული გამართლებებითა და მამარდაშვილის დამსახურებით უცებ რომ მოგვეგო, საერთოდ ალიკაპები დასჭირდებოდა ზოგიერთს, ცაში აიყვანდნენ ვილის და ფედერაციას. რა შუაშია აქ კვარა და ზოგადად ფეხბურთელი. რა ამ კაცმა რაც რესურსი გაგვაჩნდა სრულად გამოიყენა? ესაა ქართული ფეხბურთი, რასაც ამდენი ხანია ღაღადებთ: ათი კაცი დაცვაში, მეკარე და გადაგდებულ ბურთზე თოხარიკი ცხენივით სირბილი, ვაი და გაგვიმართლოს. რა სასწაულ ტაქტიკას ხედავთ ამ სამწვრთნელო გუნდის მიერ დანერგილს, იქნება ჩვენც გაგვანათლოთ. კიტეიშვილის შემცვლელად ე.ი. ანზორის გარდა არ მოგვეპოვება არავინ. და ვის უნდა დაეჭირა ცენტრში ბურთი, გაენაწილებინა, რიტმი და შესაბამისი ტემპი ეკონტროლებინა. თუ ესენი არაფერი არ გვჭირდება: ქოჩორა და ანზორა გაარკვევდნენ ყოლისფერს. ან ამ კაკაბაძეს რას ერჩით რომ მოსვენება არ ეძლევა, მხოლოდ სირბილზე თუა საქმე არც გოჩო ჩამოუვარდება სისწრაფეში. შენგელიაზე აღარაფერს ვამბობ. ისე თუ გახსოვთ მისი გულისთვის აზაროვი არ წაიყვანეს. ნუ ალბათ თანხმდებით რომ კიტეს ადგილზე ანზორი ჯობდა ყველას: კვეკვე, შენგელია, იგივე ჭაკვე, თუგინდ წიტაიშვილი (აქ უფრო უთამაშია ვიდრე მარცხენა მცველად). პ.ს. ერთი იქნებ ჩამოყალიბდეთ რას თხოვთ ბოლობოლო ხვიჩას. კაი ერთი ვიცით, რომ მთელი თამაში წინ-უკან უნდა ირბინოს გაუჩერებლად. მერე..კიდევ, კიდევ რა გნებავთ? მოიპოვოს თავად , ნახევარი მოწინააღმდეგე გადათელოს, თუ ფიორესავით შორიდან დააჭედოს. რა ზაკაზი გაქვთ? მოდი ცოტა სერიოზულად შევხედოთ ამ ყველაფერს, ეს ხომ ჩვენი ქვეყნის ნაკრებია, საერთო გულისტკივილი და სიამაყე!
ამატაკი
23 ივნისი 2024 00:03
14
აი ფედერაციის შაურიანი ტროლი გააქტიურეს..
!!
23 ივნისი 2024 01:44
14
ორივე თამაშში ნაჩვენები თამაშისთვის: მადლობა ბიჭებს!

პირველი თამაში: პირველი გატანილი გოლი
მეორე თამაში: პირველი მოპოვებული ქულა
მესამე თამაში: ??????? ??????????

პორტუგალიასთან მოვიგებთ! (ფრეზე თეორიულად გასვლის შანსი: 0.001%)
თქვენ რას ფიქრობთ?
მოწონება ნიშნავს: მოვიგებთ
არ მოწონება: ვერ მოვიგებთ

05.06.2024, უეფას რეიტინგი:
პორტუგალია 7
თურქეთი 9
ჩეხეთი 10
საქართველო 49

ხო, მაგრამ არ გვეშინია!
საქართველო
23 ივნისი 2024 11:36
2
ბატონო ამხ. კვარადონა! ქედდადრეკილი გემუდარებით, თუ არ შეწუხდებით, გაგვიზიარეთ თქვენი სურვილი, სად და რომელ მდგომარეობაში გსურთ თმაში.
დ.დ.
22 ივნისი 2024 22:55
41
რამ გაგაბოპროტათ ასე ? :( კვარა მადლობა ჩემო საყვარელო და ძვირფასო ბიჭო!
C
23 ივნისი 2024 01:18
6
შენს წინააღმდეგ ყველა მცველმა ისწავლა და განვითარდა ფეხი არ გაგანძრევიეს....შენ საერთოდ ვერ განვითარდი 2 დამცველის წინააღმდეგ
ადამიანი
22 ივნისი 2024 21:10
23
ისე ჩვენში დარჩეს და კაია 26-ში, რო არის თამაში დანიშნული! აბა რატომ თუ მიხვდებით? 26- მარტი ჩვენთვის განსაკუთრებული რიცხვია!!!!!!!!! ვნახოთ, ვნახოთ!
ასეა!
23 ივნისი 2024 14:18
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული