"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

alt"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

altსაუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 95 /
მეჯავრება ისეთი "ვაი გულშემსტკივრები" რომლებიც ჯერ ვენებს იგლეჯავენ ვითომ ქომაგობისთვის და მერე მიწასთან, რო ასწორებენ ფეხბურთელებს, ასეთ მოდას აყოლილებს მგონი არაფერი ესაქმებათ ფეხბურთში! მე პირადად ბიჭებს მადლობას ვეუბნები თავდადებისთვის და მონდომებისთვის, ჯერ არაფერია დაკარგული!!!!!!
გია
23 ივნისი 2024 13:21
3
ნაკრების თამაში არ შეესაბამებოდა ევროპის ჩემპიონატის დონეს,ეს იყო ძველი ნაკრები (ბურთის ვერ ამოტანა, უაზრო მოგერიებები, უაზრო დაკარგვები,თამაშის წარმართვის გეგმის უქონლობა) რომელიც მეგონა რომ წარსულს ჩავაბარეთ. არადა ფეხბურთელებს მონდომება არ დაუკლიათ, ვერ ვხსნი ამ ყველაფერს...
Tite
23 ივნისი 2024 11:26
3
კვარა და წიტაიშვილი ნაკრებში არიან ძალიან მოუმზადებელი ჩამოსული.. 60 წუთზე ხო პირი აქვს ღია წიტას და ელენთას აგდებს... ასეა კვარაც მოუმზადებელია. კონტე ეხლა იგივე ტაქტიკით ათამაშებს გუნდს როგორც ნაკრები თამაშობს და ასე თუ იბოდიალა კვარამ კარგად ჰქონია საქმე დაჯდება სკამზე
roni
23 ივნისი 2024 10:00
11
არაა ნოლი წიტა, კარგი ბიჭია, მარა საქართველოს ჩემპიონატში თამაში მაიცნ ასვამს დაღს
gio -os
23 ივნისი 2024 10:48
4
წიტაიშვილი არის ნოლი
gio
23 ივნისი 2024 10:30
9
ხვიჩა თავის ადგილზე არ თამაშობს და ამ ადგილზე მოთხოვო ის რასაც როგორც წესი ახერხებს, ძალიან უსამართლობაა, როდის იყო ხვიჩა ბურთის ამომტანის პოზიციაზე? ან რა უნდა ჩაკვეს მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე? ან რა შუაში იყო 4 ბოლო ნაკრების თამაშში უთამაშებელი ლობჟანიძე? ან ვინ იტყვის რომ ლოჩოშვილი აზაროვზე უკეთესი იქნებოდა რომელიმე კომპონენტში? ვილის აქვს ახირებები და ძალიან გაუგებარი. დისციპლინა 10 და 9 მაგრამ სამწვრთვნელო უნარები 10 დან 6-7 მაქს.
nika
22 ივნისი 2024 21:33
4
რათქმაუნდა ესეთი რამ ბევ დიდ ფეხბურთელს მოსვლია, ასე რომ თავდასახრელია არაფერია საბა, გამაგრდი და გამხნევდი ნამდვილ გულშემატკივარს აუგი არ დაცდება და ისეთები ვისაც მარტო ცუდია დანახვა უნდა მაინც თავისას იტყვიან ფეხბურთის ყურება ამ ევროზე რო დაიწყეს და ბურთი მრგვალი როა ეხლა აღმოაჩინეს
Lasha
23 ივნისი 2024 13:45
3
ერთი მხრივ შესანიშნავია, რომ მადა გავეზარდა და პრეტენზიებს გამოვთქვამთ. ანუ "მაზანდა მაღლა წავიდა"
მეორე მხრივ აბა სათითაოდ შეადარეთ ჩვენი და სხვების ფეხბურთელები და მერე ვთქვათ რომ ჩვენ გვაქვს მეტი დონე და რესურსი.

ხომ ვიცით, რომ ეგრე არ არის და მწვრთელიდან ვიწყებთ, რომელმაც პირველმა დაალაგე მეტ ბაკლებად გუნდი. ვაისამდე საერთოდ ქაოსი იყო, მაგრამ ვაისიც შეშინებული აყენებდა გუნდს. ახლა გაგვეზარდა მადა და მწვრნელს მლანძღავთ, იმაზე, რაც ადრე სიზმარი იყოს>

ცოტა რეალობა არ გვაწყენდა
დიოგენე
23 ივნისი 2024 11:06
6
რაც ვნახე გამოჩნდა რომ ნაკრებს აკლია მომზადება.
როცა ამხელა ფორუმზე მიდიხარ, თან პირველად ასეთ მდოგმარეობაში ეს უკვე დანაშაულია და ვიღაცამ უნდა აგოს პასუხი.

1- აზაროვის არ წაყვანა გამართლდა იმ მოტივით რომ შენგელია და წიტაიშვილი უკეთსია.
რა ვნახეთ. 3 თვის უთამაშებელი შენგელია ისეთ ფორმაშია საერთოდ ვერ ათამაშებს სანიოლი. ხოლო წიტაიშვილი იღლება და მას ცვლის ლოჩოშვილით მეორე ტაიმში (არანაირი ტაქტიკური სქემა, უბრალოდ იღლება წიტა და ცვლის ლოჩოთი)
2 - ნაკრებში დიდ დროს უთმობს ალთუნაშვილს და მექვაბიშვილს.
რომელბიც ფაქტობრივად ნაკრებში გამოჩნდენ ევროზე, მათ არ ენდობოდა და არ იძახებდა უმეტეს შემთხვევაში. თუ საჭირო იყვენენ აქამდე რატომ არ ენდობოდა და არ შეათამაშა ნაკრებს.
3- გველესიანი ძალიან კარგი მცველი, რომელსაც ასევე არ ენდობოდა და პირველად ნაკრებში ითამაშა ევრომდე 1 ამხანაგური.
3 - აზაროვთან ერთად, რომელიც საეჭვოდ არ არის გამოძახებული, ასევე გოჩოლეიშვილი რომელიც გამოიძახა და საერთოდ არ ათამაშებს. არადა აზაროვიც და გოჩოლაც საუკეთესოები არიან შახტარში.
4- ბუდუს საეჭვა იგნორი, როცა წყალივით გჭირდება გოლი. ხსნი ცენტრფორვარდ ჟორჟს (საერთოდ როცა გოლი გჭირდება არათუ უნდა მოხსნა ფორვარდი, პირიქით მეორე ფორვარდი უნდა დაამატო, ფორვარდის მოხსნა და მისის შუახაზელით ჩAნაცვლება არის ნონსენსი) და არ შემოგყავს ბუდუ?! ყველა ვხდებით რომ ლობჟანას ადგილას ჟორჟიც და ბუდუც გაიცლებით უკეთ ითამაშებდენ
d
23 ივნისი 2024 10:46
8
ვააააა, კაი ერთი.რა პოზიცია გინდა ბარემ ისიც თქვი.შენი პოზიცია ფლანგზე რელსია (ლიანდაგი)ძმობილო.არც მე და ასი ათასობით ქართველს არ უნდა იმ პოზიციაზე მუშაობა სადაც ვართ,მაგრამ თავს არავის ვაძლევთ.ეგრე სადაა ძმაო.თუ ხარ იყავი.თუ არ თქვი და წადი.რას გვაგონებს თუ ძმა ხარ.ისეეეე,შენ რა გიჭირს სექტა გყავს. ჩვენ ვიკითხოთ უბრალო მოკვდავებმა
გელა
23 ივნისი 2024 00:50
40
დასვენებული ფეხბურთელები უნდა გამოიყენნოს პორტუგალიასთან: გველესიანი, შენგელია, ლოჩოშვილი, ლობჟანიძე, გოჩოლეიშვილი, სიგუა.
რეალობა
23 ივნისი 2024 12:36
5
ჩეხეთი თურქეთს გადაუვლის.
ამიტომ თუ ბოლო ადგილზე არ გვსურს დარჩენა, პორტუგალია უნდა დავამარცხოთ.
რეალობა
23 ივნისი 2024 11:36
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული