"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

alt"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

altსაუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 95 /
კომენტარებს გადახედავ და რწმუნდები რომ უმრავლესობამ ფეხბურთის ყურება მას შემდეგ დაიწყო რაც ჩვენ ნაკრებს ევროზე გასვლის შანსი გაუჩნდათ, აქამდე ალბათ თურქულ სერიალებს უყურებდნენ. კვარაზე რომ იტყვი უსარგებლო იყოო, ერთ რჩევას მოგცემ შედი სამზარეულოში და კარტოფილი შეწვი, გინდა კაცი იყო გინდა ქალი, შენი საქმე ფეხბურთი არ არის. საიტი არ იძლევა იმის საშუალებას რომ პირადად ასეთი კომენტარის ავტორებს დაუმტკიცო რომ დილეტანტები არიან ფეხბურთში, ალბათ თვითონაც იციან, მაგრამ დავალება აქვთ რომ კვარაზე რამე ნეგატიური დაწერონ. ეგ ბოღმა დაგახრჩობთ ერთ დღეს, საქართველოს გაუმარჯოს ერთიანს და მთლიანს.
მამუკა
22 ივნისი 2024 22:07
12
ესენი ყოვლად უსარგენო ბიო მასაა, ჩენო ძმაო! სეწტაა, რომელსაც საკუთარის წარმატება არ უზარიათ! ესენი არიან ცხოვრებით არააწორები!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
22 ივნისი 2024 22:32
5
შენ თუ კვარას თამაში მართლა მოგწონს მაგ სიმართლით გაგიმარჯოს. წადი სექტანტები იკრიბებიან შეუერთდი...
,
22 ივნისი 2024 22:11
33
გავალებენ კი არა გუნდური თამაში ისწავლე და შეტევაში 2-4 შეხებას არავინ გაცლის ნუ ხარ დაბნეული....გუნდმა რომ კონტრშეტევის შესრულება არ იცის შორს ვერ წავა
ალესიო
22 ივნისი 2024 20:39
18
იმხელა ზეწოლაა ამ ბიჭზე არც მიკვირს რომ თამაში არ გამოსდის… გუნდს ნეტა ფსიქოლოგი არ ყავს ასეთ დროს რომ საჭირო განწყობაზე მოიყვანოს ფეხბურთელი? თუ ყავს აშკარად ვერაა კარგი პროფესიონალი, კვარას რაც შეუძლია ნანახი გვაქვს და დარწმუნებული ვარ ამ უდიდესი წნეხის მოხსნის შემთხვევაში ისევ ისეთი ლაღ და გუნდისთვის პროდიქტიულ ფეხბურთს ითამაშებს რითაც მოგვხიბლა და შეგვაყვარა თავი… აშკარად დახმარება ჭირდება ფსიქოლოგიური კუთხით და ეს პრობლემა რომ არსებობს იმ ვაიგულშემატკივრების დამსახურებაცაა ვისაც ფეხბურთი საერთოდ კიდიათ და ყველაფერს აპოლიტიზირებენ, რა დღეში ჩააგდეს ბიჭი ბულინგით და შეურაცყოფებით, თან ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ და ამ ყველაფერმა რომ ეს შედეგი გამოიღო კი ვხედავთ აგერ… და კიდევ ზოგიერთები რომ წერთ ფეხებს უფრთხილდებაო, ნეტავ კვარასნაირი პატრიოტი და სამშობლოს მოყვარული ბევრი გვყავდეს, ბოლომდე რომ იხარჯება მხოლოდ დაუნახავი ვერ დაინახავს
ზოლა
22 ივნისი 2024 21:34
4
აქ ბევრი სხვას აბრალებს: ფეხბურთის ყურება როდის დაიწყეო....ხოდა პასუხი უნდა გაგცეთ- ფეხბურთის ყურება დავიწყე მაშინ როცა ალბათ ჯერ თქვენი მშობლები არ იყვნენ გეგმაში. ხოდა როგორც სტაჟიანი ფეხბურთის გულშემატკივარი( თანაც ყოფილი სპორტსმენი - ვთამაშობდი აქტიურად ხელბურთს) გეტყვით: კვარაცხელია თავისი ნიჭითა და ტექნიკით ახლოს ვერ მივა ვოვა გუცაევთან.
Walter White
22 ივნისი 2024 23:46
14
ყველგან როგორ წამლავ ყველას აზრს შე ნახვრეტის ჭიავ არ მოგბეზრდა?რა დედამ და მამამ გაგზარდა ესეთი ნაკელი,რახან ესე ფიქრობს აზრის გამოთქმის უფლება არა აქვს?რამდენი ფეხბურთელი ვიცი მარტოს მოუგია თამაში ისევე როგორც ეს თამაში არ წააგო მამარდამ,მაგრამ მაგას ფიქრი უნდა და როდის იყო ნაკელი ფიქრობდა.
ვითომ ქართველს
23 ივნისი 2024 09:44
1
გასაგებია რომ ასაკიანი ბრძანდებით რადგან გუცაევი ახსენეთ, მეც კარგად მახსოვს ვოვას თამაში, მაგრამ სრული აბსურდია კვარასთან შედარება მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო რომ 80 წლების ფეხბურთს შეხედეთ და დღევანდელს, ფაქტიურად მაშინ ფეხბურთელები დადიოდნენ დღევანდელ სისწრაფეებთან შედარებით, მერე ის გაითვალისწინეთ მაშინდელ ფეხბურთელებს კვირაში ერთი თამაში უწევდათ, დღეს კი შეიძლება სამი თამაში მოგიწიოთ კვირაში, ვოვა იყო და არის ქართული ფეხბურთის ლეგენდა, ისევე როგორც დათო, ბორია, ბასა და სხვები, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ გეტყვი 40-50-60 წლის წინანდელ ფეხბურთს ნუ შეადარებთ დღევანდელს, თუ ჩემი სიტყვების არ გჯერათ ჩართეთ იუტუბიში მაშინდელი ბრაზილიის ნაკრების თამაშები, რომლებიც მსოფლიოს ანგრევდნენ და შეადარეთ დღევანდელ თამაშებს, მეტს ვერაფერს გეტყვით
მამუკა
23 ივნისი 2024 02:15
7
ყველა გამოხმაურება
უკანა ხაზს ცეტრამდე ვერ მოავს ბურთი, არადა 5 მცველია და 2 ჩამშლელი და კვარასგამ ითხოვთ რას? - მარტომ წამოიღოს ბურთი, მოატყუოს ყველა და გაიტანოს? ან ჩაკვემ ან მიქაუტაძემ ან სხვა შემტევმა როგორ უნდა გამკავლინოს პოტენციალი? მესი, ნეიმარი და მბაპე ერთად რომ თამაშობდა პსჟ - ში მათ ევალებოდათ ის რაშიც მაგრები იყვნენ და დანარჩენი 7 ასრუებდა "შავ სამუშაოს" ამათთვის. და მათი დონე რომ არ იყო საბოლოოდ შესაბამისი, იმიტომ ვერ მოიგეს ლიგა და ჩვენს ნაკრებში უკანა ხაზში რა ხდება საერთოდ - რამის ორგანიზება კი არა, მადასთან ერთად დგანან მეკარის საჯარიმოში და დაცვის ხაზს ვერ წევენ ოდნავ ზემოთ, არათუ შეტევის წამოწყება სა თამაშის რიტმის დაჭერა. ეს რომ ასეა, სანიოლის დამსახურებაა - არც ტაქტიკაა სწორი და არც შემსრულებლები სანაკრებო. ხოდა შედეგიც ეგ არის - საბამ გააფუჭა, მაგრამ შემთხვავითი პენალტით რომ იგებ და ამდენჯერ გადაგარჩენს მეკარე, შენი 3 დარტყმის და ცალკარას ფონზე, ხომუნდა დავიჯეროთ საბოლოოდ რომ არ იცის ამ კაცმა მწვრთნელობა. პ.ს. აზაროვი, საზანოვი, არაბიძე, გოჩოლა (სკამზეა სულ) ამ გუნდში რას გაუფუჭებდა თუ არ შემატებდა.
???
22 ივნისი 2024 23:08
10
მაგ ლოგიკით ამ კაცმა შეიძლება მწვრთნელობა არ იცის))) მაგრამ ამ ფეხბურთელებმა იციან? 10 კაცი დაცვაში იდგა და ჩეხები "გულაობდნენ" ჩვენს საჯარიმოში. მადლობა მამარდას.
ქართველი
23 ივნისი 2024 04:34
1
მაგის დანახვას, ტვინის განძრევა უნდა და მაგდენი სად შეუძლიათ ჯიმა?!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
22 ივნისი 2024 23:14
5
ყველა გამოხმაურება
დღეს ლობჟანიძემ რომ ააცდინა ხვიჩას რომ გაეკეთებინა ალბათ საქართველოში არ შეუშვებნენ
ჯონი
22 ივნისი 2024 22:59
13
მაგ ვთქვი, როგორც ეგ მოხდა!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
22 ივნისი 2024 23:14
8
კობიაშვილს და კალაძეს რომ აკრიტიკებთ,თანაც ის ხალხი,ვისაც გახსოვთ რა ხდებოდა ადრე ფედერაციაში ცოტა მაინც არ გცხვენიათ? რა დომენტი სიჭინავა და რეზი არველაძე იყო კარგი? რამხელა წინსვლაა ამ ხალხის დამსახურებით ვერ ხვდებით? ბოლო 10 წელიწადში?
Რერო
23 ივნისი 2024 11:57
9
რა დომენტი ცუდი იყო?არ ჩამოიყვანა მსოფლიო დონის მწვთნელები? რა კირკიტაძე და გაბაშვილი ცუდი მენეჯერები იყვნენ?
Გაბო s
23 ივნისი 2024 14:53
6
მოდით არ შევცეთ საბას. როგორ უნდა მოიგო მატჩი სადაც 10 სეივია და 1 კარში დარტყმა? ფრე ჩეხებთან კარგი შედეგია!
goga
23 ივნისი 2024 10:55
3
რას ქვია იქ არ თამაშობ? მარცხენა გარემარბის ადგილზე ვინ თამაშობს თუ არა შენ? თურქეთთან ორივე გოლისას პასიური იყავი არ იბრძოლე და იმათაც დაარტყეს. დღეს ერთხელ გაექეცი მეურვეს და ორი ყვითელი აკიდე ტიპებს, კარგი იყო მაგრამ ცოტაა შენგან, ერთიც საშინლად აცილებუოი დარტყმა, ეგ არი სულ კვარა შენი მონაგარი. მეტს ვითხოვთ და თვითონაც მეტზე გაქვს პრეტენზია.
ბს
22 ივნისი 2024 21:43
7
მარცხენა გარემარბზე დგას და პერიოდულად ცენტრში იწევს, რანაირად არ თამშობს საკუთარ პოზიციაზე?
ლაშა
22 ივნისი 2024 21:47
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული