რა შესთავაზეს მწვრთნელებმა ერთმანეთს
ვილი სანიოლმა სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა, რაც ორი რამით უნდა ყოფილიყო განპირობებული - ზურიკოს მოწინააღმდეგისთვის ფრთებიდან იერიშის განხორციელების საშუალება ნაკლებად უნდა მიეცა და კონტრშეტევებზე მის სისხარტეს გმოვიყენებდით. ამასობაში, ისედაც ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში მოედნის ცენტრში ძალიან გაგვიჭირდა, ბურთისა და ტემპის გაკონტროლებას საერთოდ ვერ ვახერხებდით. ცენტრალურ მცველებს ამხელა ზეწოლის ფონზე ძალიან უჭირდათ და მხოლოდ მამარდაშვილის იმედზე ვრჩებოდით, რომელმაც "იფრინა."
"კვარა" და "ჟორჟი"
ჩვენი შემტევებისგან უფრო პროდუქტიულობის მიღება იმ ფონზე, როცა ბურთის სახიფათო ზონაში მიტანას იშვიათად ვახერხებთ, რთულია, ისე კი მათ დიდი განსხვავების შექმნა შეუძლიათ, მოწინააღმდეგეები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავთ.
სხვა დონის მეტოქეები...
საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში საკუთარი ხელწერა გამოკვეთა, რაც შანსების კონტრშეტევებზე ძიებას გულისხმობს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბურთი დროულად ჩაჭრა, მოწინააღმდეგის იერიში ჩაშალო/მოიგერიო და შენი შანსები შემდეგ იპოვო. ევროპის ჩემპიონატი სხვა ტურნირია, აქ არც "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეები გვყავს და ძალიან რთულია, მასირებულ იერიშებს გაუძლო. ასეთ დროს, პერიოდულად, ინიციატივის მეტად აღებაა საჭირო. თურქეთთან თუ ბურთს შიგადაშიგ ვფლობდით, ჩეხებმა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური პრესინგი გვეთამაშეს და კონტრიერიშებზეც მინიმალური შანსი მოგვცეს.
ეს განსხვავებები, რაზეც ვწერთ ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში იჩენს თავს. რთულია, ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებთან ტოლ-სწორად ითამაშო.
სანიოლის "მიგნებები"
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს და ეს უნარი არც ევროზე დაუკარგავს. ამჯერად უფრო შორს აღარ წავალთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამრთლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო ნაკლებადაა. გამოჩნდა, რომ იმის დრო ნამდვილადაა, გიორი გველესიანმა მეტი ითამაშოს (იმ ცოტა კურიოზული გაფრთხილების მიუხედავად).
სხვადასხვა ინსპირაციები საჭირო არაა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძისთვის დროის საერთოდ არმიცემა უცნაურია, იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითადის უალტერნატივო წევრია და ტაქტიკური მოსაზრებებით, არც გიორგი ქვილითაიას შემოყვანაა რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვნახეთ მატჩები, სადაც ზივზივაძე-მიქაუტაძის ერთად თამაშმა გაამართლა, ახლა კი ამის მცდელობა არ ყოფილა.
მიუხედავად იმისა, თურქეთის ნაკრებს საკმაოდ აქტიურად შევუტიეთ, ვილის ხელში ჩვენი ნაკრები ჩამოყალიბებული "ბ" გეგმით მაინც არაა და ეს აშკარა პრობლემაა. საბა ლობჟანიძის შემოყვანა და სწრაფი ფებბურთელით მეტოქის "დასჯა" თეორიულად სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც განვითარდა, თუმცა ბოლომდე არ გამოვიდა. აქვე, ჩვენი მხარდაჭერა საბას - ასეთებიც ხდება!..
რა იქნება...
პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და ამ დროს პრესკონფერენციაზე რაც არ უნდა თქვან, ვიცით, რომ ფეხბურთელები მაინც მოდუნებულები არიან. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან ზუსტად ამ ვითარებაში დამარცხდნენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრები თავისას უნდა ეცადოს. საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრის შანსი 2 ქულითაცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთი უნდა დაამარცხოს. თურქებთან არაორდინალურ ვითარებაში გაშვებული მესამე ბურთის გამო ახლა თანაბარ ქულებზე ჩეხებს ჩვენთან უპირატესობა აქვთ. მნიშვნელოვანია, ბიჭებს როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარდობა აქვთ, ორი ტურის შემდეგ გადაღლა ჩვეულებრივი ამბავია და შემადგენლობაში ცვლილებებს ამის მიხედვითაც უნდა ველოდოთ.
შანსი რჩება, გამარჯვება საქართველო!
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
ამ შემთხვევაში 2 ქულით გავდივართ.
მოკლედ იმედიმაქვს შანსი გვექნება ჯგუფიდან გასვლის
თუ ასე არ მოხდა არაუშავს ჩვენ ბიჭებს უდიდესი თავდადებისთვის მადლობა და სიამოვნებისთვის მარტო რად ღირს ასეთი დიდი გამოცდილების მიღება
წინ საქართველო
რა გააკეთა მწვრთნელმა მეორე თამაშში: შეცვალა მხოლოდ ჩაკვეტაძე და ისიც არა სპორტული, არამედ დისციპლინარული მიზეზით...
თამაშის მსვლელობისას, პოსტ ფაქტუმ დაიწყო შეცდომების გამოსწორება: "სუსტი რგოლების" ნაცვლად გველესიანის, ლოჩოშვილისა და ჩაკვეტაძის შემოყვანით (ხვიჩაც უფრო ეხმარებოდა დაცვას). თუმცა, ასევე დატოვა მექვაბიშვილი და შემოიყვანა ქვილითაია და არა ზივზივაძე, რომელმაც გადამწყვეტ ფაზაში იმაზე მეტი გოლი მოუტანა საქართველოს ნაკრებს, ვიდრე თამაში აქვს ჩატარებული. ასევე დაივიწყა, თუ ვინ გაიტანა ბოლო პენალტი საბერძნეთთან და რომ ის კაცი მექვაბიშვილს ჩაანაცვლებდა!
აზაროვის არწაყვანა და კანკავას არწასვლა კიდევ სხვა თემაა. ზუსტად ამ ორ პოზიციაზე გვიჭირს ყველაზე მეტად, რასაც კიტეიშვილისა და შენგელიას ტრავმები ემატება. და სიგუას ნაცვლად შეეძლო კიდევ იმ "ერთი კაცის" წაყვანა, მაგრამ ეგ მართლაც მისი გადასაწყვეტი იყო... ტაქტიკაზე არ ვსაუბრობ, ეგ ზუსტადაც რომ მწვრთნელის პრეროგატივაა, მაგრამ თუ რომელიმე ფეხბურთელი ობიექტურად ვერ თამაშობს, ის უნდა ჩანაცვლდეს!
https://youtu.be/5iea9VsUfbI?si=9IEI5mNuixyYYdac
6 წუთი 40 წამი: აქ გამოცდილების მისაღებად ჩამოვედით. ევროპის ჩემპიონატის მოგება არ შეუძლია საქართველოს ("When you are Georgia, you cannot pretend, that you can win the European championship")
ისეთი მწვრთნელი გვინდა, ვინც მოსაგებად წავა მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი. მწვრთნელი უნდა იყოს საქართველოს პატრიოტი. ახალკაცი ამ ფეხბურთელებით ყველას გადაუვლიდა.
ახალკაცმა მიაჩვია გუნდი დომინირებას და ყველასთან მოსაგებად გაჰყავდა დინამო.
ან შეხედავ რეალობას თვალებში და იმუშავებ თავჩახრილი, რომ ეს რეალობა შეცვალო. ე.ი. გახდე გუნდი, რომელიც როცა იტყვის ევროპის მოგება შემიძლიაო არ დასცინებს დანარჩენი მაოფლიო. ან დარჩები ილუზიებში და იქ სადაც ხარ. ერთა ლიგის, ვარის და კიდევ ათასი დამთხვევის შედეგად გასულ გუნდად.
ეს არის ნაბიჯი წინ. ახლა ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯებზე. მე რომ ვწყვეტდე ვილის დავტოვებდი დიდ ხანს კიდევ.
და სხვათა შორის, სტადიონზე მისული გულშემატკივრებიდანაც ეკუთვნის დაფასება. იმედია ქომაგები ამას გაითვალისწინებე!
ავტორ, ეტყობა ის გატეხილში გირჩევნია ყოფნა რაც გვაქონდა და აი იმას მისტირი და თუ კარგან მოინდომებთ ეგრეც იქნება. მიდით მოშორეთ სანიოლო და მოიყვანეთ თქვენი მწვრთელი, რომელიც მაგალითად ზივზივაძეს დააყენებს მიქაუტაძის ნაცვლად, და ასეთივე მიდგომები ექნება. მერე ერთმანეთშიც რომ ვერ შეთანხმედბოთ დააყარეთ ერთმანეთს.
ყელამდე ვართ თქვენი სიბრძნით, როგორც აქამდე და განაგრძეთ. ისევ იმ გატეხილ ვარცლში ვიქნებით. იმას აგინეთ ვის ხელშიც ასეთიშ ედეგი ჯერ არ ყოფილა.
P.S. არ გამიჯავრდეთ: - ოცნებას კაცი არ მოუკლავს!