შანსი რჩება - ისტორიული ქულა და მწვრთნელი, რომელიც საკუთარ თავს უმტკიცებს - მხარდაჭერა ლობჟანიძეს!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებისგან ღირსეული თამაში თუ პირველი გოლი რომ აღვნიშნეთ, ჩეხეთთან კიდევ უფრო მეტი იყო - სადებიუტო ქულა! ეს ამბავი უამრავი ქართველი გულშემატკივარის სტადიონზე ყოფნით უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა. შეხვედრაზე მსჯელობის დროს ისევ იქედან ამოვალთ, რომ როგორც ქება, ასევე კრიტიკა მოზომილი უნდა იყოს...

რა შესთავაზეს მწვრთნელებმა ერთმანეთს

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით, მაღალი ჩაწოდებებითა და ტანმაღალი ფეხბურელებით უპირატესობის მოპოვება. ჰასე
კის გუნდი ცდილობდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თავი ცენტრში მოეყარათ, შემდეგ კი ფლანგზე თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი პარტნიორი მოეძებნათ, რომელიც ჩვენს საჯარიმოში ბურთს სახიფათოდ დაატრიალებდა.

ვილი სანიოლმა სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა, რაც ორი რამით უნდა ყოფილიყო განპირობებული - ზურიკოს მოწინააღმდეგისთვის ფრთებიდან იერიშის განხორციელების საშუალება ნაკლებად უნდა მიეცა და კონტრშეტევებზე მის სისხარტეს გმოვიყენებდით. ამასობაში, ისედაც ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში მოედნის ცენტრში ძალიან გაგვიჭირდა, ბურთისა და ტემპის გაკონტროლებას საერთოდ ვერ ვახერხებდით. ცენტრალურ მცველებს ამხელა ზეწოლის ფონზე ძალიან უჭირდათ და მხოლოდ მამარდაშვილის იმედზე ვრჩებოდით, რომელმაც "იფრინა."

"კვარა" და "ჟორჟი"

Sportall.Ge

პირველ ტაიმში გუნდის ამოსუნთქვას რის ხარჯზეც ვახერხებდით, ჩეხებს კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ჯარიმის გარეშე შეჩერება უჭირდათ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის მერე, როცა "ჟორჟზე" თამაშის წესები კიდევ ერთხელ დაირღვა, ბურთთან "კვარა" ცოტა გვიან მივიდა, თავდაჯერებულმა თავისთვის "გაისწორა" და მას მოჰყვა ჩაწოდება, რაც ბოლოს პენალტითა და გოლით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალში მოულოდნელი აცილების შემდეგ, მიქაუტაძემ ერთხელაც დაამტკიცა, რა კარგი პენალტისტია.

ჩვენი შემტევებისგან უფრო პროდუქტიულობის მიღება იმ ფონზე, როცა ბურთის სახიფათო ზონაში მიტანას იშვიათად ვახერხებთ, რთულია, ისე კი მათ დიდი განსხვავების შექმნა შეუძლიათ, მოწინააღმდეგეები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავთ.

სხვა დონის მეტოქეები...
საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში საკუთარი ხელწერა გამოკვეთა, რაც შანსების კონტრშეტევებზე ძიებას გულისხმობს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბურთი დროულად ჩაჭრა, მოწინააღმდეგის იერიში ჩაშალო/მოიგერიო და შენი შანსები შემდეგ იპოვო. ევროპის ჩემპიონატი სხვა ტურნირია, აქ არც "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეები გვყავს და ძალიან რთულია, მასირებულ იერიშებს გაუძლო. ასეთ დროს, პერიოდულად, ინიციატივის მეტად აღებაა საჭირო. თურქეთთან თუ ბურთს შიგადაშიგ ვფლობდით, ჩეხებმა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური პრესინგი გვეთამაშეს და კონტრიერიშებზეც მინიმალური შანსი მოგვცეს.

ეს განსხვავებები, რაზეც ვწერთ ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში იჩენს თავს. რთულია, ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებთან ტოლ-სწორად ითამაშო.

სანიოლის "მიგნებები"
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს და ეს უნარი არც ევროზე დაუკარგავს. ამჯერად უფრო შორს აღარ წავალთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამრთლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო ნაკლებადაა. გამოჩნდა, რომ იმის დრო ნამდვილადაა, გიორი გველესიანმა მეტი ითამაშოს (იმ ცოტა კურიოზული გაფრთხილების მიუხედავად).

სხვადასხვა ინსპირაციები საჭირო არაა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძისთვის დროის საერთოდ არმიცემა უცნაურია, იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითადის უალტერნატივო წევრია და ტაქტიკური მოსაზრებებით, არც გიორგი ქვილითაიას შემოყვანაა რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვნახეთ მატჩები, სადაც ზივზივაძე-მიქაუტაძის ერთად თამაშმა გაამართლა, ახლა კი ამის მცდელობა არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, თურქეთის ნაკრებს საკმაოდ აქტიურად შევუტიეთ, ვილის ხელში ჩვენი ნაკრები ჩამოყალიბებული "ბ" გეგმით მაინც არაა და ეს აშკარა პრობლემაა. საბა ლობჟანიძის შემოყვანა და სწრაფი ფებბურთელით მეტოქის "დასჯა" თეორიულად სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც განვითარდა, თუმცა ბოლომდე არ გამოვიდა. აქვე, ჩვენი მხარდაჭერა საბას - ასეთებიც ხდება!..

რა იქნება...
პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და ამ დროს პრესკონფერენციაზე რაც არ უნდა თქვან, ვიცით, რომ ფეხბურთელები მაინც მოდუნებულები არიან. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან ზუსტად ამ ვითარებაში დამარცხდნენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრები თავისას უნდა ეცადოს. საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრის შანსი 2 ქულითაცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთი უნდა დაამარცხოს. თურქებთან არაორდინალურ ვითარებაში გაშვებული მესამე ბურთის გამო ახლა თანაბარ ქულებზე ჩეხებს ჩვენთან უპირატესობა აქვთ. მნიშვნელოვანია, ბიჭებს როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარდობა აქვთ, ორი ტურის შემდეგ გადაღლა ჩვეულებრივი ამბავია და შემადგენლობაში ცვლილებებს ამის მიხედვითაც უნდა ველოდოთ.

შანსი რჩება, გამარჯვება საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგი-ვუპერტალი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 77 /
იმის გათვალისწინებით რომ პორტუგალიელები სამხრეთელები არიან, და შეიძლება გერმანელებივით მაქსიმალისტები არ არიან,- იმ ვითარებაში რომ გუნდი გასულია, შესაძლებელია სწორი ტაქტიკით მათი დამარცხება, ჩვენ ათჯერ დიდი მოტივაცია გვაქვს და ყველაფერი შესაძლებელია, დასაკარგი არაფერი გვაქვს და ბურთი მრგვალია
იკა
23 ივნისი 2024 19:43
2
ქართული ფეხბურთის პრობლემების სანიოლზე დაბრალება, სირცხვილია და ქართველებს არ გვეკადრება. რაც სანიოლმა ექსპერიმენტები ატარა, რაც მაგან ფეხბურთელები გამოცადა. მე მგონი არ დარჩენილა ტაქტიკური სქემა რომ არ გამოეცადა. ჩვენ ქართველები უმადური ხალხი არ ვართ. რადგან აზაროვი ან არაბიძე არ წაიყვანა ამიტომ არ შეჭამეს? სამაგიეროდ გუნდი ყავს შეკრული.
პ.ს. ზოგიერთს გონია სანიოლი "ოცნების" ჭკუაზე დადის და ამიტომ ბუდუ არ ათამაშა. მინდა ამ ხალხს ვუთხრა, რომ სანიოლი ევროპელია, ცნობილი თავისი პრინციპულობით. ჰოდა, თუ ეგრეა აუცილებლად იტყოდა სათქმელს, იმიტომ რომ თქვენნაირი რუსულად მოაზროვნე არ არის და სამსახურის შოვნაც არ გაუჭირდება.
მწარე
23 ივნისი 2024 19:40
5
მწარეჯან
უმუშევარი იყო როცა კობიაშვილმა მიაკითხა
პრინციპულობით ცნობილია? სად? როგორ? იქნება და ცხელ ხინკალს არ მიირთმევს არავითარ შემთხვევაში?
რაც არ უნდა წეროთ ამ საბიუჯეტო სტრუქტურების დაბალჩინოსნებმა,ყველას ყველაფერი ესმის და ნუ გაგვიხურეთ სამი გადაღებილი სტადიონით და შეჭმული 200 მილიონით.( რეალობაში ნაღდი ციფრები დაიდება როცა ფედერაცია სასამართლოში ჩვენებებს მისცემს)
ჟორა
23 ივნისი 2024 23:57
5
ადრეც დავაკომენტარე,რომ ჩეხეთი ათლეტური,ძალისმიერი,ფიზიკურად და ტაქტიკურად გამართული გუნდია და მძიმე თამაში გვექნება თქო.არ მესმის იმ ხალხის რომლებიც ამბობდნენ ჩეხებს ბურთს გადავახევთ,3:0 მოვიგებთ და ა.შ სისულელეების,ასევე არ მესმის იმ ,,გენიოსა ფეხბურთის სპეციალისტების,, რომლებიც დივანზე წამოწოლილები იძლევიან რჩევებს ვინ უნდა წაეყვანა და ათამაშოს სანიოლმა.მესმის რომ სანიოლს ბევრი შეცდომა აქვს, გამოუცდელია და თვითონაც სწავლობს,მაგრამ გუნდი შეკრა?შეკრა!ევროზე გაგვიყვანა? გაგვიყვანა! ახლა აცალეთ მწვრთნელსაც და ბიჭებს ამ ტურნირის ჩამთავრება,ნუ ცდილობთ არეულობის და ნერვიული ატმოსფეროს შექმნას.მადლობა ბიჭებს თავდადებისთვის(არავის არ გამოვყოფ)!წარმატებები,სპორტული იღბალს, უტრავმო კარიერასა და დიდ ბედნიირებას გისურვებთ!ვამაყობთ თქვენით.
გურულო
23 ივნისი 2024 19:01
3
კი არ მიქვეყნებთ კომენტარებს აზაროვზე მაგრამ თქვენ ხო მაინც ნახულობთ, ღვთისავარ ძმურად პრესკომფერენციაზე კითხე ვილის ნანობს თუ არა? ირაკლი რომ არ გამოიძახა ან სხვა რომელიმე ნომინალური მარცხენა მცველი.
bejo
23 ივნისი 2024 17:59
2
სწორია ,,პრესკო ნ ფერენცია,, არასწორია ,,პრესკო მ ფერენცია,, ვისწავლოთ ქართული მართლწერა.
Tazo
23 ივნისი 2024 18:50
2
თაზო - ს შენზე კარგად ვიცი როგორ იწერება მობილურში გვერდიგვერდაა ეგ ასოები და ბოტოტა თითებით მ - ზე გამეკრა და ნუ პროფესორობ თუ ძმა ხარ , აზრი ვერ გამოიტანე ? თუ გინდა დატოვე ნომერი და ჩაგიტარებ ქართული გრამატიკის გაკვეთილს მუქთად ...
bejo
24 ივნისი 2024 15:25
0
შეეშვით ამ ობიექტურ სტატიებში მაინც შავის, მტრების და უბედურების ძებნას. "ავტორის მწვრთნელი" ვინაა ნეტა, დელ ბოსკე თუ გვარდიოლა? მართლა ორი უკიდურესობის ქვეყანა ვართ
აბა ჰეს
23 ივნისი 2024 13:58
2
სანიოლი კა არა კაზიოლი მოიყვანეს, არაპროფესიონალი. აბა ვიღაცას ვიღაცით მეც შევცვლი, ხან წავაგებ ხან თავს გავიმართლებ, სად არის აქ პროფესიონალიზმი ?
ქართველი
23 ივნისი 2024 13:30
13
ჩვენი ნაკრები ისტორიულად უფრო კარგად თამაშობენ გრანდებთან,
თან ეს ნაკრები დისი პოტენციალისაა.
ბუდუ და კიტე თუ შემოემატებათ, ღვთის შეწევნით, მაშინ იმედი უნდა ვიქონიოთ.
თენგო
23 ივნისი 2024 19:38
2
ისევ იგივე,ცრუ მოლიდინების შექმნა არ შეიძლება.ჩვენ ვერ მოვუგებთ პორტუგალიას,ამის შანსიც არ გვაქვს.რის საფუძველზე ვფიქრობთ რო მოვუგებთ,სადღაც სამ. კორეასთან წაგების გამო? პორტუგალია როტაციას განახორციელებს და ათამაშებს ჟოტას,რამოშ და ფელიშს,სხვებსაც და რომელია საჩუქარი? თან ამ სამიდან ყველა ფიქრობს რო სასტარტოს იმსახურებ,ხოდა მოტივაცია არ ექნებათ? თან მარტინესის მოსვლის მერე,გადახედეთ სტატისტიკას,საშუალო და დაბალი დონის გუნდებთან არ აგებ,რაღა ჩვენთან გამოიმნაირდებიან?

რაც შეეხება შემადგენლობას,ყველა უნდა მიიღო დრო,თუ საშუალება იქნება და თან ზივზივაძეს არც არაფერი გაუკეთებია ისეთი რო უპირობოდ ის უნდა შემოსულიყო.ეს არის პირველი დიდი ტურნირი,გამოცდილება ყველამ უნდა მიიღოს. თქვენ რო რაღაცას მოელით ან გინდათ,არ ნიშნავს რეალობას.ნუ უსმენთ ამ ვითომ ჟურნალისტებს,პოპულარობის ამაღლება სურთ და ყველაფერს აკეთებენ ამისთვის.
იასონას უდარი
23 ივნისი 2024 19:16
8
შანსი პორტუგალიასთან ესეთი თამაშით, რავიცი, ალბათ უფრო ისტერიული, ვიდრე ისტორიული
123
23 ივნისი 2024 17:22
4
თურქეთთან რა კარგად ვითამაშებთ, აი ჩეხეთთან ნაღდად არ ველოდი ასეთ უსუსურ თამაშს, ისინი თამაშობდნენ თავის გემოზე, აკეთებდნენ რასაც უნდათ, რადგან ნახეს ჩვენი სისუსტე და დაგვაჯდეს თავზე, ორ თამაშში კარისკენ დაგვირტყეს 48 ჯერ, რაც იმაზე მეტყველებს რომ ნახევარდაცვა არის ძალიან სუსტი, თუ გვინდა პორტუგალიასთან რამეს მივაღწიოთ, უნდა ვითამაშოთ უფრო აგრესიულად, უფრო თავდაჯერებულად და მივაღწევთ რამეს
Nukri
23 ივნისი 2024 14:50
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული