შანსი რჩება - ისტორიული ქულა და მწვრთნელი, რომელიც საკუთარ თავს უმტკიცებს - მხარდაჭერა ლობჟანიძეს!

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებისგან ღირსეული თამაში თუ პირველი გოლი რომ აღვნიშნეთ, ჩეხეთთან კიდევ უფრო მეტი იყო - სადებიუტო ქულა! ეს ამბავი უამრავი ქართველი გულშემატკივარის სტადიონზე ყოფნით უფრო შთამბეჭდავი და სასიამოვნო გამოდგა. შეხვედრაზე მსჯელობის დროს ისევ იქედან ამოვალთ, რომ როგორც ქება, ასევე კრიტიკა მოზომილი უნდა იყოს...

რა შესთავაზეს მწვრთნელებმა ერთმანეთს

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრებმა მთელი მატჩის განმავლობაში ითამაშა ის, რაც მათ ყველაზე უკეთ გამოსდით, მაღალი ჩაწოდებებითა და ტანმაღალი ფეხბურელებით უპირატესობის მოპოვება. ჰასე
კის გუნდი ცდილობდა, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თავი ცენტრში მოეყარათ, შემდეგ კი ფლანგზე თავისუფალ მდგომარეობაში მყოფი პარტნიორი მოეძებნათ, რომელიც ჩვენს საჯარიმოში ბურთს სახიფათოდ დაატრიალებდა.

ვილი სანიოლმა სასტარტოში გიორგი ჩაკვეტაძის ნაცვლად ზურიკო დავითაშვილი დააყენა, რაც ორი რამით უნდა ყოფილიყო განპირობებული - ზურიკოს მოწინააღმდეგისთვის ფრთებიდან იერიშის განხორციელების საშუალება ნაკლებად უნდა მიეცა და კონტრშეტევებზე მის სისხარტეს გმოვიყენებდით. ამასობაში, ისედაც ოთარ კიტეიშვილის არყოფნაში მოედნის ცენტრში ძალიან გაგვიჭირდა, ბურთისა და ტემპის გაკონტროლებას საერთოდ ვერ ვახერხებდით. ცენტრალურ მცველებს ამხელა ზეწოლის ფონზე ძალიან უჭირდათ და მხოლოდ მამარდაშვილის იმედზე ვრჩებოდით, რომელმაც "იფრინა."

"კვარა" და "ჟორჟი"

Sportall.Ge

პირველ ტაიმში გუნდის ამოსუნთქვას რის ხარჯზეც ვახერხებდით, ჩეხებს კვარაცხელიასა და მიქაუტაძის ჯარიმის გარეშე შეჩერება უჭირდათ. ერთ-ერთი ასეთი ეპიზოდის მერე, როცა "ჟორჟზე" თამაშის წესები კიდევ ერთხელ დაირღვა, ბურთთან "კვარა" ცოტა გვიან მივიდა, თავდაჯერებულმა თავისთვის "გაისწორა" და მას მოჰყვა ჩაწოდება, რაც ბოლოს პენალტითა და გოლით დასრულდა. პლეი-ოფის ფინალში მოულოდნელი აცილების შემდეგ, მიქაუტაძემ ერთხელაც დაამტკიცა, რა კარგი პენალტისტია.

ჩვენი შემტევებისგან უფრო პროდუქტიულობის მიღება იმ ფონზე, როცა ბურთის სახიფათო ზონაში მიტანას იშვიათად ვახერხებთ, რთულია, ისე კი მათ დიდი განსხვავების შექმნა შეუძლიათ, მოწინააღმდეგეები მუდმივ დაძაბულობაში ჰყავთ.

სხვა დონის მეტოქეები...
საქართველოს ნაკრებმა ბოლო წლებში საკუთარი ხელწერა გამოკვეთა, რაც შანსების კონტრშეტევებზე ძიებას გულისხმობს. ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ბურთი დროულად ჩაჭრა, მოწინააღმდეგის იერიში ჩაშალო/მოიგერიო და შენი შანსები შემდეგ იპოვო. ევროპის ჩემპიონატი სხვა ტურნირია, აქ არც "ერთა ლიგის" მოწინააღმდეგეები გვყავს და ძალიან რთულია, მასირებულ იერიშებს გაუძლო. ასეთ დროს, პერიოდულად, ინიციატივის მეტად აღებაა საჭირო. თურქეთთან თუ ბურთს შიგადაშიგ ვფლობდით, ჩეხებმა მთელი მატჩის განმავლობაში აქტიური პრესინგი გვეთამაშეს და კონტრიერიშებზეც მინიმალური შანსი მოგვცეს.

ეს განსხვავებები, რაზეც ვწერთ ყველაზე მეტად ნახევარდაცვაში იჩენს თავს. რთულია, ინგლისის პრემიერლიგის ფეხბურთელებთან ტოლ-სწორად ითამაშო.

სანიოლის "მიგნებები"
საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ყოველთვის ახერხებს, გაგვაოცოს და ეს უნარი არც ევროზე დაუკარგავს. ამჯერად უფრო შორს აღარ წავალთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რა მოეწონა ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე თამაშიდან თურქეთთან, ამას ისევ რომ მიმართა?! არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამრთლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს, მაგრამ ახლა, ამ მნიშვნელოვან ტურნირზე, ამის დრო ნაკლებადაა. გამოჩნდა, რომ იმის დრო ნამდვილადაა, გიორი გველესიანმა მეტი ითამაშოს (იმ ცოტა კურიოზული გაფრთხილების მიუხედავად).

სხვადასხვა ინსპირაციები საჭირო არაა, მაგრამ ბუდუ ზივზივაძისთვის დროის საერთოდ არმიცემა უცნაურია, იმის მიუხედავად, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითადის უალტერნატივო წევრია და ტაქტიკური მოსაზრებებით, არც გიორგი ქვილითაიას შემოყვანაა რაღაც განსაკუთრებული. ჩვენ ვნახეთ მატჩები, სადაც ზივზივაძე-მიქაუტაძის ერთად თამაშმა გაამართლა, ახლა კი ამის მცდელობა არ ყოფილა.

მიუხედავად იმისა, თურქეთის ნაკრებს საკმაოდ აქტიურად შევუტიეთ, ვილის ხელში ჩვენი ნაკრები ჩამოყალიბებული "ბ" გეგმით მაინც არაა და ეს აშკარა პრობლემაა. საბა ლობჟანიძის შემოყვანა და სწრაფი ფებბურთელით მეტოქის "დასჯა" თეორიულად სწორი გადაწყვეტილება იყო და ასეც განვითარდა, თუმცა ბოლომდე არ გამოვიდა. აქვე, ჩვენი მხარდაჭერა საბას - ასეთებიც ხდება!..

რა იქნება...
პორტუგალიის ნაკრებმა პირველი ადგილი გაინაღდა და ამ დროს პრესკონფერენციაზე რაც არ უნდა თქვან, ვიცით, რომ ფეხბურთელები მაინც მოდუნებულები არიან. შორს რომ არ წავიდეთ, ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ კორეასთან ზუსტად ამ ვითარებაში დამარცხდნენ. ასე რომ, საქართველოს ნაკრები თავისას უნდა ეცადოს. საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრის შანსი 2 ქულითაცაა, მაგრამ ამ შემთხვევაში თურქეთის ნაკრებმა ჩეხეთი უნდა დაამარცხოს. თურქებთან არაორდინალურ ვითარებაში გაშვებული მესამე ბურთის გამო ახლა თანაბარ ქულებზე ჩეხებს ჩვენთან უპირატესობა აქვთ. მნიშვნელოვანია, ბიჭებს როგორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარდობა აქვთ, ორი ტურის შემდეგ გადაღლა ჩვეულებრივი ამბავია და შემადგენლობაში ცვლილებებს ამის მიხედვითაც უნდა ველოდოთ.

შანსი რჩება, გამარჯვება საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგი-ვუპერტალი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 77 /
სანიოლი უსუსტესი მწვრთნელია. გამოცდილების მისაღებად ჩამოვედითო. რა? სავსე ტრიბუნები არ გინახიათ, გერმანიაში არ ხართ ნამყოფი, აქამდე გოლფისტები იყავით და ეხლა იწყებთ ფეხბურთის თამაშს, თუ რა გამოცდილებას იღებთ? ვერცერთ დასმულ შეკითხვაზე ვერ გასცა დასაბუთებული პასუხი, სულ ორაზროვნად და ბუნდოვნად გველაპარაკება. არანაირი დამუშავებული კომბინაცია ამდენი წლების განმავლობაში, ჯარიმებს და კუთხურებს ჩვენ ვერ ვასრულებთ, გაუაზრებელი ცვლილები, რომლებიც არასდროს ამართლებს, როგორც მოვედით აქამდე - ეს არის ბიჭების დამსახურება და არა სამწვრთნელო შტაბის. ნახევარ გუნდს შეუცვალა ამპლუა და ვინ სად თამაშობს ვეღარ გაიგებ. მგონია, ლოჩოშვილს თავდასხმაში დააყენებს პორტუგალიასთან და ქვილითაის დაცვაში. საერთოდ რას ერჩის ამ ბიჭებს, რატომ გამოყავს, მათაც აწვალებს და ჩვენც დაგვტანჯა მათი საცოდაობის ყურებამ. აუტის მოწოდება მაინც ესწავლებინა ჩეხებივით პირდაპირ საჯარიმოში. იწყება თამაში და ვდგებით დაცვაში, რამდენს გაუძლებ ბებერი კაშიათი? ვერ ხედავ რომ რეაქცია შენელებულია? თუ პრაქტიკანტი ხარ და მართლა გამოცდილების მიღება გინდა, წაგეყვანა საზანოვი, აზაროვი, გეთამაშებინა სიგუა, ცოტა გვყავს ახალგაზრდები? შენგელიაზე დუმხართ, მამარდას გამოსვლაზე თამაშს ვერ ასწავლით, (ხაზზე ბრწყინვალეა, ვერაფერს იტყვის კაცი), გუნდში გრძელი პასის გამკეთებელი არავინაა, ბოლო-ბოლო "სტენკით" მაინც შედით საჯარიმოში. გყავდეს ხვიჩა და ჟორჟი და მთელ თამაშში 10-ჯერ მაინც ვერ დაარტყა კარში, ეს ნიშნავს, რომ არც ტაქტიკა გივარგა და ამ ვარსკვლავ ბიჭებსაც აწვალებ. რა ყველას ჩვენზე უნდა გაზრდა, მართლაც რომ გაუგებარია. ვაისი გავზარდეთ, სანიოლს ვზრდით თურმე, შემდეგი ვინღა იქნება ნეტა? მოკლედ ამ მცირე რესურსითაც კი, რაც გვყავს, ნებისმიერი კარგი მწვრთნელი უკვე გასული იქნებოდა მერვედფინალში! ეგ იცის ვაცალოთ-ვაცალოთ ძახილმა. გაცლით ბატონო, ვნახავთ როგორ ათამაშებთ და ვის დააყენებთ პორტუგალიის მეორე შემადგენლობასთან. ბიჭების იმედი კი გვაქვს, მაგრამ თქვენი არა. გააგრძელეთ გაზრდა, ვინ გიშლით?
გიორგი
23 ივნისი 2024 15:16
21
მეტისმეტი ნუ მოინდომე! საბერძნეთთან თამაშის წინ საერთოდ იმაზე იყო ლაპარაკი რომ "ოღონდაც ევროზე მოვხვდეთო!!!" და ახლა ღირსეული თამაში და ქულის აღებაც აღარ გყოფნის??? ანუ მოგივიდა მადა ჭამაში??? კარგია!
გიორგი
23 ივნისი 2024 15:53
12
ნეტა რა გესმის ან რა გინახია?? ანჩელოტი აქ არ ჩამოვა და სხვა???
ჯუბა
23 ივნისი 2024 16:34
9
მაგ ტრამვის მერე, რაც საბერძნეთთან მიიღო, მონტენეგროსთან ითამაშა და არაფერი ეტყობოდა, მერე არსად გაჟღერებულა ტრამვა აქო, თუ კიტეზე ამბობენ, შენგელაზე რატო დამალავდნენ ვითომ.არანაირი ტრამვა არაა სანიოლის ხუშტურებია და თუ ფორმაში არაა(რაც მონტენეგროსთან ვერ შევატყვე) მაშინ აზაროვი წაეყვანა.
გიოს
23 ივნისი 2024 14:58
7
დაიმახსოვრეთ, პორტუგალიასთან ყველაზე ლამაზ და მაგარ მატჩს ჩავატარებთ, ჩვენ ნაკრებს ყოველთვის უჭირდა ფიზიკურათ ძლიერ გუნდებთან თამაში, ტეხნიკურ გუნდებთან ყოველთვის კარგათ ვთამადობდით. თან ზურიკოს,და წიტეიშვილს პორტუგალია თბილისში ყავთ უკვე დამარცხებული 21 წლამდელები და ეხლა ეროვნული ნაკრების დროა. უფალი თქვენთან ბიჭებოოოოოოოო.
კახა
23 ივნისი 2024 22:51
0
საქართველოს ჭირს ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლება სახელმწიფოს და საზოგადოებას დაემართოს!! 10 დაქირავებულ კრეტინს და 10 გულწრფელ მაგრამ უჭკუოს შეუძლია ჭიქაში ქარიშხლის დატრიალება. რადგან კოლექტიურად საზოგადოებას უჭირს რეალობის შეფასება!! ინდივიდუალურად დარწმუნებული ვარ ყველა გონიერი და რაციონალური ადამიანია!!!! მაგრამ ერთიანობით აზროვნება გვიჭირს!! იოანე პეტრიწი ამბობდა შენი ფიქრი შენვე უნდა დაბადო!! და ჩემი აზრით ამის შემდეგ კარგად ნაფიქრი და გააზრებული მიაწოდო საზოგადოებას!! ხალხი სერიოზულად განიხილავს ზივზივაძის პოლიტიკოსობის გამო უთამაშებლობას!! მიშა სააკაშვილის დემოკრატობას, ოპოზიციის ევროპულობას!! მითიურ ომის პარტიებს და სხვა მისთანა სულელურ თეორიებს. რატომ უნდა დავიჯერო რომ სანიოლზე მეტი იცის პირობითად ქართველმა გულშემატკივარმა?! უბრალოდ არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროფესიონალიზმი და სწავლა-განათლება არ არსებულა!!! 10 წლის უკან 145 ადგილზე ვიყავით რეიტინგში!!!!!! 145 ადგილზე!!!!!!და ფედერაციის შენობა არველაძის დრინდელ ფედერაციას ბანკში ქონდა ჩადებული ვალების გამო!!!!!! ბოლო 5 წელიწადში ნაკრებმა ერთა ლიგის ჯერ ც დივიზიონი მოიგო მერე დ დივიზიონი ამას გარდა ევროპაზეც გავედით!! საქართველოში ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი ჩატარდა და ჰოლანდიას, ბელგიას და პორტუგალიას მოვუგეთ და ჯგუფიდან გავედით!!! ასაკობრივი ნაკრებები ყოველ წელს მინიმუმ ელიტ ლიგაში ხვდებიან და ხშირად ფინალურ ეტაპებზეც!! სტადიონები და ფეხბურთის ფედერაციის აკადემიები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტშია!! საბოლოოდ შედეგს გამოიღებს ნელნელა უკვე მოაქვს კიდეც!! აქ და სოც ქსელებში ანალიზებს დებთ, თავი მოგაქვთ, ბაქიბუქობთ და ეროვნულ ჩემპიონატზე 200 კაციც არ მიდის არადა უმაგრესი თაობა ყავს თუნდაც დინამოს და საბურთალოს!! ჯადოსნური ჯოხი არ აქვს არავის რომ უცბად ესპანეთი გავხდეთ მაგრამ ქართველებს სისხლში გვაქვს ფეხბურთი და მაქამდეც აუცილებლად მივალთ!!!! დიდება საქართველოს!! მადლობა ბიჭებს!!!!!! და ერთად დგომით ყველაფერი გამოგვივა!!!!!!!!
Pepelu
23 ივნისი 2024 21:54
2
ბიჭო ჟორა 5 იანებს მარტო მიშა გიწერთ:))))) შეფასების სისტემა 10-ბალზეა გადასული მარა ნაცები ისევე ტყემალზე ზიხართ და ბლის კურკებს ისვრით :)))))))))) !!! ჩვენ შორის სსიპ ააიპ მერიაში ან რაიმე სახ სამსახურში დასაქმებულის ……..!!!! ეს ნაცები ასე ყველა ერთი … რანაირად ხართ ნაკეთები?!!! :))))))))))
Pepelu
24 ივნისი 2024 00:20
0
ძაან კაი კომენტარია. არ გეტყობა მაგრამ იმედია ტროლი ან რომელიმე პარტიის წევრი არ ხარ. ბიჭებო მგლები ხართ მადლობა. ვამაყობთ და მუდამ თქვენს გვერდით ვართ!!
Bianconero
23 ივნისი 2024 23:32
0
ყველა გამოხმაურება
სანიოლის ინტერვიუ მოისმინეთ
https://youtu.be/5iea9VsUfbI?si=9IEI5mNuixyYYdac
6 წუთი 40 წამი: აქ გამოცდილების მისაღებად ჩამოვედით. ევროპის ჩემპიონატის მოგება არ შეუძლია საქართველოს ("When you are Georgia, you cannot pretend, that you can win the European championship")
ისეთი მწვრთნელი გვინდა, ვინც მოსაგებად წავა მსოფლიოს ჩემპიონატზეც კი. მწვრთნელი უნდა იყოს საქართველოს პატრიოტი. ახალკაცი ამ ფეხბურთელებით ყველას გადაუვლიდა.
რეალობა
23 ივნისი 2024 13:49
12
ლივერპულს ვერ მოუგებდა თბილისის დინამო, ახალკაცს რომ ეთქვა: "ბიჭებო! აქ გამოცდილების მისაღებად ვართ. ლივერპული უძლიერესი გუნდია ევროპაში. ვერ მოვიგებთ!"
ახალკაცმა მიაჩვია გუნდი დომინირებას და ყველასთან მოსაგებად გაჰყავდა დინამო.
რეალობა
23 ივნისი 2024 15:56
2
აი ეს აზროვნება გვღუპავს. რეალურად უნდა ვისწავლოთ საკუთარი თავის შეფასება. დღეს რომ არ შეგიძლია ევროპის მოგება ეს რეალობაა.
ან შეხედავ რეალობას თვალებში და იმუშავებ თავჩახრილი, რომ ეს რეალობა შეცვალო. ე.ი. გახდე გუნდი, რომელიც როცა იტყვის ევროპის მოგება შემიძლიაო არ დასცინებს დანარჩენი მაოფლიო. ან დარჩები ილუზიებში და იქ სადაც ხარ. ერთა ლიგის, ვარის და კიდევ ათასი დამთხვევის შედეგად გასულ გუნდად.

ეს არის ნაბიჯი წინ. ახლა ვიფიქროთ შემდეგ ნაბიჯებზე. მე რომ ვწყვეტდე ვილის დავტოვებდი დიდ ხანს კიდევ.


და სხვათა შორის, სტადიონზე მისული გულშემატკივრებიდანაც ეკუთვნის დაფასება. იმედია ქომაგები ამას გაითვალისწინებე!
ნუკრი
23 ივნისი 2024 15:35
4
ისე ერთი ევროპის ჩემპიონის(საბერძნეთის) დამარცხებით ევროზე გავედით და იქნებ მეორის(პორტუგალიის) დამარცხებით პლეიოფში გავიდეთ.დ
ეეე
23 ივნისი 2024 13:52
2
ფეხბურთელებმა უნდა დაივიწყონ აქამდე რაც იყო.. პორტუგალიასთან ცარიელი ფურცლიდან უნდა დაიწყოს ყველაფერი..... გადაღლილი ბიჭები დაასველოს გოჩოლეიშვილი შენგელია ზივზივაძე გველესიანი იმედია კიტეიშვილიც ჯანზე იქნება სხვა გამოსავალი არაა უნდა შეაკლან თავი
roni
23 ივნისი 2024 18:08
2
რა ჩაიხვიეთ ლობჟანიძე, კაშიას უკეტესი მომენტი არ ქონდა? დაწოლილ მეკარეს ვერ ააცილა 5 მეტრიდან. მექვაბიშვილს? კვარას პასის მერე არ უნდა შეეგდო? სამართლიანი უნდა იყო. ადრე უნდა სემოეყვანა, ეგეც და ბუდუც
ლევან მაღლაკელიძე.
23 ივნისი 2024 17:45
1
ყოჩაღ ლევან.ზუსტად ის თქვი რასაც ვფიქრობდი.
555
23 ივნისი 2024 19:16
2
ჩელეს რომ ბურთი აქვს აცილებული ,,არარატის,, ცარიელ კარში აცილება ისაა:))აქ მეკარე მაინც იდგა კარებში. მაინც გვიყვარს ,,ჩელე პელე,, საბა, გული არ გაიტეხო,ყველაფერი კარგად იქნება P.S.
საბა, მაგრამ გახსოვდეს ვალი გაქვს და გოლები შენზეა:))
გურულო
23 ივნისი 2024 19:07
2
ლოცოშვილის შემოყვანას რა დიდი ახსნა უნდა
წიტაიშვილს არ შეუძლია ფიზიკურად 2 ტაიმის თამაში, ხოლო შენგელია ტურისტად ყავს წაყვანილი სანიოლას.
ილულებულია ლოჩოშვილი შემოიყვანოს.
გველესიანი კიდევ ძირითადში უნდა იდგეს
d
23 ივნისი 2024 16:08
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული