უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ გერმანიასთან მატჩის შემდეგ (0:2) განაცხადა, რომ მსაჯი მოედანზე ყველაზე უარესი იყო და მასპინძლებს ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად არბიტრების დახმარება არ სჭირდებათ. შოტლანდიასთან შეხვედრის წინ ამის შესახებ მან "გარდიანთან" ისაუბრა:
"მე იმასვე ველი, რასაც მსაჯებისგან მუდამ ველოდი: რომ პირველიდან ბოლო წუთამდე თანმიმდევრულნი იქნებიან. სამწუხაროდ, ნიდერლანდელი არბიტრი გერმანიასთან ჩვენი დაპირისპირებისას ასეთი არ იყო. აი, ყველაფერი.
თავს არ ვიმართლებ. პირველ გოლამდე, ჩემი აზრით, ნაღდი ფოლი იყო. გერმანია, სავარაუდოდ, მაინც მოიგებდა, რადგან პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს. საქმე ამაში არ არის.
არსი იმაშია, რომ ასეთ ტურნირზე, განსაკუთრებით VAR-ის გამოყენებისას, ნაკრების სტატუსს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ან საქართველო ისევე უნდა ვიყოთ დაცულები, როგორც გერმანია, ინგლისი და იტალია".
ვიღაცამ დაწერა ბუდუ დააყენეთო. მოიცა მიქაუტაძე სად წავიყვანოთ? ზამენაში? და ბუდუ ვათამაშოთ? ხომ ითამაშ ცოტა ხანს მაინც? ყველას უნდა თამაში. ქვილითაიაც ათამაშა. კაცი ამდენი ხანია ნაკრებს ეხმარება. ესეიგი ყველაფერში ამ დ.მ. ნაციონალებმა რატომ უნდა ჩაყონ ცხვირი ვერ გამიგია. გასრიალდით ბიძია და ისევე თქვენში რაც გინდათ ის ქენით. ჩვენ დანარჩენებს თავი დაგვანებეთ.