გერმანიამ უნგრეთსაც უპრობლემოდ სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, A ჯგუფში, გერმანიამ უნგრეთი 2:0 დაამარცხა და ტურნირზე პირველი გავიდა პლეი-ოფში - ზედიზედ მეხუთედ.

გერმანიამ ტურნირზე მეორე გამარჯვება მოიპოვა, უნგრეთი კი უქულოდაა.

ამ ჯგუფში ბოლო ტური 23 ივნისს გაიმართება - გერმანია შვეიცარიას, ხოლო უნგრეთი შოტლანდიას დაუპირისპირდება.

. ჯამალ მუსიალამ ტურნირზე მეორე გოლი გაიტანა და ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირია.
. ილქაი გიუნდოგანმა გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.
. მანუელ ნოიერმა ევროპირველობებზე მე-17 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით მეკარეებს შორის ჯანლუიჯი ბუფონს გაუთანაბრდა.

შტუტგარტი. „შტუტგარტ არენა“. 54 000 მაყურებელი
გერმანია - უნგრეთი 2:0
გოლები: 1:0 მუსიალა (22), 2:0 გიუნდოგანი (67)

altევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული