უნგრელთა მწვრთნელი: ჩვენ ან საქართველო ისევე უნდა ვიყოთ დაცულები როგორც გერმანია, ინგლისი და იტალია

AutoSharing Option
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ გერმანიასთან მატჩის შემდეგ (0:2) განაცხადა, რომ მსაჯი მოედანზე ყველაზე უარესი იყო და მასპინძლებს ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად არბიტრების დახმარება არ სჭირდებათ. შოტლანდიასთან შეხვედრის წინ ამის შესახებ მან "გარდიანთან" ისაუბრა:

"მე იმასვე ველი, რასაც მსაჯებისგან მუდამ ველოდი: რომ პირველიდან ბოლო წუთამდე თანმიმდევრულნი იქნებიან. სამწუხაროდ, ნიდერლანდელი არბიტრი გერმანიასთან ჩვენი დაპირისპირებისას ასეთი არ იყო. აი, ყველაფერი.

თავს არ ვიმართლებ. პირველ გოლამდე, ჩემი აზრით, ნაღდი ფოლი იყო. გერმანია, სავარაუდოდ, მაინც მოიგებდა, რადგან პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს. საქმე ამაში არ არის.

არსი იმაშია, რომ ასეთ ტურნირზე, განსაკუთრებით VAR-ის გამოყენებისას, ნაკრების სტატუსს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ან საქართველო ისევე უნდა ვიყოთ დაცულები, როგორც გერმანია, ინგლისი და იტალია".

მკითხველის კომენტარები / 31 /
რა შეიკიტინეთ ამ ბუდუთი ვერ ვხვდები ეხლა ვსვავ შეკითხვას მიქაუტაძე ჯობია თუ ბუდუ? ეს ერთი და მეორეც მეორე ფორვარდს რომ ითხოვთ მგონი მეხსიერებასთან პრობლემები გაქვთ თურქებთან ის მესამე გოლი მიტომ გაუშვით რომ უკან არ დარჩა არავინ და ის ერთი ბურთი ცხრილში გვიწევს ტვირთათ გაეშვით ფეხბურთ თუარ გესმით და უბრალოთ უყურეთ როგორ გორავს ბურთი.
ქართველი
13:09 26-06-2024
1
Მართალს ამბობს ეს კაცი, არავინ არუნდა დაიჩაგროს.
ირაკლი
17:36 24-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული