მატჩის დღე! საქართველო VS პორტუგალია - კვარაცხელია VS რონალდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზენკირხენში, "ფელტინს არენაზე", დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

პორტუგალიას შეუძლია, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამარცხდა. გულშემატკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.

ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი
გოლის ავტორი გახდა დიდ ტურნირზე. ბოლოს ასეთი ანდრეი შევჩენკო იყო - 2012 წელს.

ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გელზერკირხენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.

"მილანის" ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ სიმულაციის გამო ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მის ადგილას მარცხენა ფლანგზე "ვულვზელ" პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითამაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა "შვიდიანების", კრიშტიანოსა და "კვარას" დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ ("პორტუ") დაიკავოს. მიუხედავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.

კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.

სანიოლის გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატივების მთლიანად დათმობა სახიფათოა.

გამარჯვება, საქართველო!

Sportall.Ge

კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით...


სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, ზივზივაძე;

პორტუგალია (4-5-1): კოსტა - სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ - ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი - რონალდო

მსაჯი: შარერი (შვეიცარია)

Sportall.Ge

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 86 /
წავიკითხე კომენტარები. და გული მწყდება ზოგის რომ არ ჩლჯერა ჩვენი სამშობლოსი რომ ბიჭები იბრძოლებენ. რატომ წერთ უეჭველი წავაგებთ, ისა ესა და რა არის ამდენი უიმედობა. ჩვენი ბიჭები ყველაფერს ცდილობენ, ხან გამოდის ხან არ გამოდის რაც გვინდა. იმას ხომ ვერ ვიტყვით რომ შეგნებულად გაააკეთეს და ასე შემდეგ. ეს პესიმიზმი რა არის თქვე დალოცვილებო. ჩვენი დამპყრობლები რომ მოდიოდნენ ჩვენ ასაოხრებლად, 5 ჯერ მეტი რაოდენობით. უნდა ჩავნარებულიყავით? ყველა ბრძოლობდა ბოლომდე და ამოძრავებდა სამშობლოს სიყვარული. დღესაც რაკი პორტუგალიას ვსიო??? გულით მჯერა რომ მოვიგებთ და კიდევ ერთხელ გავაკვირვებთ ყველას. ბოლომდე რომ დაიხარჯებიან ბიჭები ამაზე საუბარი არც უნდა იყოს. გვფარავდეს უფალი.
ბექა
26 ივნისი 2024 11:49
2
ვინაიდან, ჩვენს დროში მორალი გაუფასურდა და აღარ მუშაობს. ძალიან გამეხარდებოდა არასწორად გამოცნობილ ანგარიშებზე 10 როზგი, რომ მაინც იყოს. ბევრი ისწავლიდა ჭკუას, რომ სხვების ნერვებზე არ უნდა ითამაშოს.
გიზოგ
26 ივნისი 2024 11:47
3
დიდი ანგარიშით წავაგებთ სამაგიეროთ ძაან გამოცდილებას მიივიღებთ გვეცოდინება რა დონეზე უნდა ვითამაშოთ სანაკრებო თამაშები.
dew
26 ივნისი 2024 11:16
13
გუშინ პრესკონფერენციაზე რამდენი ქვეყნის ჟურნალოსტი იყო წარმოიდგინეთ და რა სირცხვილი მთელი საქართველოსთვის...
რა თქმა უნდა სემადგენლობაზე კითხვა სწორი იყო,მაგრამ სანიოლის პასუხის მერე,თითქმის ვერც ერთი ვერ მიხვდებოდა პოლიტიკა რა შუაშია.
მაგარი ტეხავს.
კიდე სანიოლს მიადგნენ,შეურაცყოფა მოგვაყენაო.
ტიპს ისე შეუდო მთელმა ნაც სამყარომ თავის ტელევიზიებით რომ კიდე კარგად გიპასუხად.
აბა მის ადგილზე წარმოიდგინეთ თავი ფეხბურთის დოცენტებო.
5ქვენზე რომ თაქვას ვინმემ რასაც გეუბნებიან იმას აკეთებ და გადაწყვეტილებას შენ არ იღებო?
Mesi
26 ივნისი 2024 11:15
8
ისე დარწმუნებული ვარ ასეთ სისწრაფეებზე მოთამაშე პორტუგალიასთან რა თქმა უნდა მიქუტაძე უნდა იყოს სასტარტოში,მაგრამ კი არის ღირსი ძაან ბევრი,ბუდუ დააყენოს სასტარტოში და შეუცვლელად ათამაშოს 90 წუთი....
თუთა დათაშხია
26 ივნისი 2024 11:08
3
ინგლისის პუტანა დდშვც და მაგათი ვარსკვლავური ნაკრებიც მო#$%ან სლოვენიასთან ვერ მოგებისთვის.

მაქსიმუმი დადეთ დღეს მოედანზე ბიჭებო, უშიშრად ითამაშეთ, თუნდაც ვერ მოიგოთ, თავდადება დაგიფასდებათ.
ABARA
26 ივნისი 2024 11:01
2
ნუ ფეხბურთის აზრზე რომ ვართ მთელი ერი ეგ ხო უეჭველია რა...
კვარაცხელია სკამზე დასვი და ბუდუ ათამაშეო და რომელი ერთი სისულელე კიდე...
კვარაცხელიას სექტის წევრი არ ვარ, მაგრამ სულ რომ ფორმაში არ იტოს და არც ეხლა არი,მისი მინდორზე ყოფნა კითხეთ აბა ბიჭებს რამხელა იმედია მათთვის?
იცით ფეხბურთის უვიცებო რატომ?
იმიტომ რომ მაგ დონის ფეხბურთელი არც ერთი არაა ნაკრებში.
ნუ რა თქმა უნდა მამარდაშვილს არ ვგულისხმობ მხოლოდ!!!
Lobotka
26 ივნისი 2024 10:57
5
ზოგიერთი ისეთ აზრებს აფრქვევს რომ ან რეალობას მოწყვეტილი იდიოტია,ან პატარა ბავშვია რა და ემოციები სჭარბობს.
ძაან ძნელია როცა რეალობას ვერ ან არ აღიქვამ და უეცრად მის პირისპირ აღმოჩნდები.
Lobotka
26 ივნისი 2024 10:52
0
სანიოლის უთქვამს,ნაცებმა დამირეკონ და მათმა ემოციურად აშლილებმა,მირჩიონ და მიკარნახონ,ვინ ვათამაშო სასტარტოშიო. ჰე ახლა,ნაცებო დატრიალდით და შეადგინეთ შემადგენლობა,თუ რა თქმა უნდა 11 კაცის გვარი მაინც იცით. დათვლიან 11 ნაცს ვერ შეაგროვებენ და კაცნაკლულს გაიყვანენ გუნდს. თუ გამოსირება არის ევროპის,მთლად გამოვასიროთ და ვანახოთ ქართველების კლასი. ან თუ თავის მოჭრაა,ბარემ თავის მოჭრა დაერქვას. პორტუგალიას მაინც ვერ მოუგებენ და ნაცებს შევტენოთ.
ისე ადრე იყო,2014 წლის ზამთრის ოლიმპიადაზე,რომელიც სოჭში იმართებოდა. ნაცები ითხოვდნენ ბოიკოტს და ასე აპრავებდნენ,მაინც ვერაფერს მივაღწევთ და ოკუპანთთან მაინც არ გავუშვებთ ნაკრებსო. თითქოს ოკუპანტებს მე მივყიდე სტრატეგიული ობიექტები და რუსის ვანიას მე დავუწესე უვიზო რეჟიმი. ასეთი ხალხი ლანძღავს სანიოლის და ფედერაციას,ხოდა რა უნდა უშველო ამ ემოცირად აშლილ ცალფაზიან იდიოტებს? ამათი საშველი არ არის,გაიყვანეთ და რიონს გაატანეთ,ევროპა ხო უნდათ და ჩაიტანთ შავი ზღვის გავლით გიბრალტარის სრუტემდე.
იასონას უდარი
26 ივნისი 2024 10:50
4
რა ბუდუ ხალხო თქვენ ხომ არ გადაირიეთ, მიქაუტაძე ევროპული დონის ფორვარდია, მიქაუტაძის სკამზე დასმა და ბუდუს თამაში ასეთ მატჩი ღალატის ტოლფასია.
ლაშა
26 ივნისი 2024 10:47
7
ბუდუ წნორᲨი ᲗამაᲨობს? Თუ იტალიის ვარსკვლავმა გაგაოცა კრეატივიᲗ.
აბარა
26 ივნისი 2024 12:45
1

სიახლეები პოპულარული