მატჩის დღე! საქართველო VS პორტუგალია - კვარაცხელია VS რონალდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზენკირხენში, "ფელტინს არენაზე", დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

პორტუგალიას შეუძლია, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამარცხდა. გულშემატკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.

ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი
გოლის ავტორი გახდა დიდ ტურნირზე. ბოლოს ასეთი ანდრეი შევჩენკო იყო - 2012 წელს.

ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გელზერკირხენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.

"მილანის" ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ სიმულაციის გამო ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მის ადგილას მარცხენა ფლანგზე "ვულვზელ" პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითამაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა "შვიდიანების", კრიშტიანოსა და "კვარას" დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ ("პორტუ") დაიკავოს. მიუხედავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.

კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.

სანიოლის გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატივების მთლიანად დათმობა სახიფათოა.

გამარჯვება, საქართველო!

Sportall.Ge

კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით...


სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, ზივზივაძე;

პორტუგალია (4-5-1): კოსტა - სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ - ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი - რონალდო

მსაჯი: შარერი (შვეიცარია)

Sportall.Ge

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 86 /
მოდი ვიყოთ რეალისტები, თუ ძალიან არ გაგვიმართლა და პორტუგალია არ მოეშვა, ჩვენ ნაკრებს არ ეყოფა კლასი იმისთვის რომ მოვუგოთ. ჯგუფიდან გასვლის შანსები თურქებთან და ჩეხებთან უნდა გამოგვეყენა, განსაკუთრებით ჩეხებთან ბოლო წუთზე.

ამ ჩემპიონატმა უკვე გვიჩვენა, რომ სერიოზულად უნდა გაუმჯობესდეს:
- ფიზიკური მომწადება!
- პრესინგი, პრესინგი და პრესინგი!
- უბურთოდ მოძრაობა!
- მრავალკომბინაციური ფეხბურთი!
- შანსების გამოყენება ანუ კლასი!

როცა მეტოქეს ბურთს გამოგლეჯ და ეგრევე დაკარგავ, როცა მინიმუმ 5-6 გადაცემის გაკეთება არ გამოგდის, როცა ვერც ართმევაში და ვერც შეტევაში 90 წუთი ინტენსიურ პრესინგს ვერ თამაშობ, მაშინ მაღალ რეზულტატებს ვერ მიაღწევ.

ამ თვისებების განვითარება კი ბავშვობიდანაა საჭირო! ბავშვთა აკადემიაებში თუ არ ასწავლეს ეს ყველაფერი, მერე სულ რომ ანჩელოტი იყოს ნაკრების მწვრთნელი, უკვე გვიანია.

ფედერაციამ უნდა შეკრიბოს ყველა ბავშვთა აკადემიის უფროსები და მწვრთნელები და შეიმუშაონ შემდები 10 წლის განვითარების გეგმა, სადაც ამ კომპონენტებს დაეთმობა ცენტრალური როლი!
ბესო
25 ივნისი 2024 12:14
3
მე პირიქით მგონია,ჩეხებთან ჩვენი გამარჯვება დიდი უსამართლობა იქნებოდა,მთელი თამაშის მანძილზე მგონი ორჯერ დავარტჰით კარში,თურქეთთან კი შწგვეძლო მოგება და ვერავინ იტყოდა რო დაუმსახურებლად მოვიგეთ.
დავითი
25 ივნისი 2024 13:54
2
მაღალი პრესინგი ფაქტიურად საერთოდ არ შეუძლია ჩვენ ნაკრებს,ანუ მოწინააღმდეგე გუნდი ფაქტიურად უბრძოლველად მოდის ჩვენ საჯარიმომდე.
გიგი
25 ივნისი 2024 12:33
2
კილო ბალი ღირს 10 ლარი, რა ღირს ნახევარი კილო? არ იცით. ჰოდა, აგიხსნით. ძალიან სავარაუდოა, რომ E ჯგუფში ყველა გუნდი თანაბარ ქულებს დააგროვებს და 4-ქულიანი უკრაინა ფლეი-ოფში ვერ გავა, ვინაიდან თავის ჯგუფში მე-4 ადგილს დაიკავებს. ასე რომ, საქართველოს პორტუგალიასთან ფრე არ აწყობს, რადგან თურქეთმა ჩეხეთს თუ ვერ ან არ მოუგო (თურქეთს ფრე აწყობს), მაშინ 2-ქულიანი საქართველო მე-4 ადგილს დაიკავებს და გავარდება. ეს არის სასკოლო არითმეტიკა. ახლა რაც შეეხება პორტუგალიასთან მოგების ჩვენს შანსებს. მე მიმაჩნია, რომ კარგი შანსი გვაქვს. აგერ ესპანეთმა ალბანეთთან სრულიად მე-2 შემადგენლობა დააყენა. თუ ასე მოიქცა პორტუგალიაც, რაც სავსებით ლოგიკური იქნება მათი მხრიდან, მაშინ პორტუგალიის სათადარიგო ფეხბურთელებს მხოლოდ პირადი მოტივაციები ექნებათ და არა გუნდური, შეთამაშება ნაკლებად ექნებათ და აქ არის ჩვენი შანსი: საჭიროა ძალიან კარგად დაგეგმილი და ორგანიზებული თამაში.
ელიასი
25 ივნისი 2024 12:10
6
უკრაინის ჯგუფი ჩვენთან არანაირ კავშირში აღარაა... თუ სლოვენიამ დიდი ანგარიშით წააგო ინგლისთან, მაგათ და ხორვატიას ვუსწრებთ ბურთებით და ფრე გვყოფნის, იმავე ჯგუფში დანია-სერბეთის ვარიანტიც არის 2 ქულიანი მესამეადგილოსნის, ოღონდ თურქებმა უნდა მოიგონ, რომ მესამეზე გავიდეთ. ასე რომ ვინც არითმეტიკა იცის, იმათთვის ბალი მაინც ათი შაურია...
დდდ
25 ივნისი 2024 17:50
1
ხმაურიანი სენსაცია არ ყოფილა ევროზე,ხვალ საღამოს ველოდებით, წინ საქართველო!!!
Soselo
25 ივნისი 2024 12:50
3
ყველა გამოხმაურება
ანზორ მექვაბიშვილმა არ მიიღოს ყვითელი და მერვედგინალში არ დაგვაკლდეს დაიღუპება გუნდი
ტოტტი
25 ივნისი 2024 11:19
9

სიახლეები პოპულარული