რობერტო მარტინესი: საქართველოს გამარჯვება სჭირდება - რონალდო სასტარტოში იქნება

AutoSharing Option
ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა:

„მორიგი მოგებისთვის ვემზადებით გუნდთან, რომელსაც გამარჯვება სჭირდება. ესაა პორტუგალიური ფეხბურთის სახე. იმიჯის გაუმჯობესებისთვის ვიბრძოლებთ. არ მიყვარს შემადგენლობის სერიოზულად გადახალისება, ჩემი მიზანი არა რევოლუცია, არამედ მოედანზე კონკურენტუნარიანი გუნდის გაყვანაა. ამიტომ წამყვანი ფეხბურთელები თამაშს თავიდანვე დაიწყებენ. ეს პირველ რიგში მეკარეს ეხება. დიეგო კოსტა სასტარტოში იქნება, ისევე, როგორც გუნდის კაპიტანი რონალდო. ეს მნიშვნელოვანია. ყველა კარგ ფორმაშია. გონსალუ რამუშმა, ნუნო მენდეშმა და დიეგო ჟოტამ ივარჯიშეს, თუმცა 90 წუთი სათამაშოდ მზად არ
არიან.

მოსამზადებელ პერიოდში ხუთი მატჩი ჩავატარეთ და ბევრმა დამარწმუნა, რომ ფორმაშია. ხვალ ისინი შანსს მიღებენ. ეს შერეული შემადგენლობა იქნება. ზოგიერთს დასვენების საშუალებას მივცემ.

ჟოაო ფელიქსთან ჯერ არ მილაპარაკია და მასზე ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის მინდვრის ოცდასამივე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. თითოეულმა იცის საკუთარი როლი, სათამაშო სტრატეგია და თავის წარმოჩენა შეუძლიათ. მივაღწევთ თუ არა ესპანეთის დონეს? ზრდა ყოველთვის გამარჯვებებით უფრო ადვილია“.

altსაქართველოს მეტი სურს! - იქნება თუ არა რონალდო და მიქაუტაძე, რომელმაც შევჩენკოს შედეგი გაიმეორა...

მკითხველის კომენტარები / 25 /
დუხიდან უნდა დაგვაგდოს, შეიძლება რონალდო შესაშინებლად მართლაც დააყენოს, მაგრამ ძირითადს ესპანეთივით დაასვენებს. რონალდო სტატისტიკისთვის(რეკორდებისთვის) უფრო იქნება, თორემ სირბილით ნამდვილად არ მოიკლავს თავს. 10 რონალდოც რომ იყოს, თქვენ თქვენი შეუბერეთ. მიაყარეთ და მიაყარეთ გოლები ავტომატივით. აბა თქვენ იცით, მერვედფინალი უნდა ვითამაშოთ!!!
ნაღდად ჩორტაობს
21:12 25-06-2024
4
26-მარტი მთელი საქართველოსთვის უბედნიერესი დღე იყო!
26- ივნისი კი უფრო სასიხარულო დღე გვექნება!!!!!!!!!!!!!!
ასეა!
22:49 25-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული