პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა
„ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია
გოლი: კვარაცხელია (2)

მკითხველის კომენტარები / 6 /
დახაზა, დახაზა თავისი ბანძი კუმირი გააცილა უგოლოდ, ბრავო ხვიჩა
ზაკო
00:25 27-06-2024
0
ვაიმე კვარა რა მომენტი ვერ გამოიყენე??49 წუთზე
გიო
00:09 27-06-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული