ზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა „ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად
იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მეტოქის იერიშებით დაიწყო, მერე ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიზავის საჯარიმოში ლოჩოშვილი სილვამ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და მიქაუტაძემ გაიტანა. ის სამი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტრავმირებული ლოჩოშვილი წიტაიშვილმა შეცვალა. რობერტო მარტინესმა რონალდო გაიყვანა მოედნიდან. ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული დავითაშვილი გაიყვანა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ, მაგრამ ზურიკომ მიზანს ააცილა. კომპენსირებულ დროში ლუზიტანების შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და გავიმარჯვეთ!

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვირკველია 76), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი 82), კვარაცხელია (დავითაშვილი 82), მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 74 /
მადლობა უფალს! მადლობა მწვრთნელებს და ფეხბურთელებს! გველესიანი ყოფილა რაც ყოფილა, მაგარი, მაგარზე უმაგრესი! დიდება საქართველოს არწივების და ვეფხვების სამშობლოს!
aburjga
27 ივნისი 2024 09:08
1
ეს გამარჟვება ქართული ფეხბურთის და ერის ხელახალ დაბადებას გავს. იხარე და აღორძინდი ერო!
თენგაბი
27 ივნისი 2024 08:57
2
ესპანეთთანაც მოგებული გვაქვს თანაც მათსავე მოედანზე 1:0, შეუძლებელი არაფერია და მოგება კიდევ შეიძლება, საქართველოს ეს გუნდი მაშინდელ ნაკრებზე ბევრად ძლიერია. თუ ხირითადში მოვუგეთ კარგი იქნება, თუ პენლებამდე მივიდა საქმე იქაც დავჯაბნით'
ნიკოლოზი
27 ივნისი 2024 06:36
2
ესეთი ერთიანი და წარმატებული საქართველოს გვენახოს მუდამ. წარმატებები ბიჭებს, წარმატებები საქართველოს.
სიმართლე უნდა ითქვას
27 ივნისი 2024 04:49
2
რომან ფიფიამ რამხელა საქმე გააკეთა ნახევარი ნაკრები დინამოს აკადემიის აღზრდილია...ქოჩორა,დავითაშვილი,კვარა,მექვაბიშვილი და ა.შ.
ბაბო
27 ივნისი 2024 03:57
7
ვილი ვატყობ შენ იმდენს იზამ ჯერ საპრიზო ადგილს მერე თასს მოგთხოვთ❤️❤️❤️
მადლობა ვილის და ბიჭებს. ვთქვი ეს დიდის დასაწყისია
უამრავი საფეხბურთო ზეიმები წინ გველოდება კიდე
ლაშა
27 ივნისი 2024 03:43
1
კი მართალია მეგობარო. მრავალი ზეიმი გველის, კიდევ 4 თამაში…..)) DDDD
G.LA
27 ივნისი 2024 09:07
0
პალიტრავიდეოზე პ-რეზიდენტის ვიდეო დევს აცეკვებული რომ არის და ფეხბურტელებს ულოცავს,ამ დროს გამოდის ლადო დვალიშვილი და იგნორს უკეთებს, ნეტავ თუ დაფიქრდა იმ ბიჭმა ეს რატომ ჩაიდინა და თუ მიხვდება თავის შეცდომას, იქნებ გამოასწოროს,
ზაკო
27 ივნისი 2024 03:22
26
ზაკო, სულ არ ვაპირებდი მაგ ქალბატონზე კომენტარის გაკეთებას, მაგრამ შენმა კომენტარმა მაიძულა დამეწერა. თვითონ რო დააიგნორა ღირსების ორდენზე 19-ი პიროვნება, რომელთაც უდიდესი წვლილი აქვთ ჩადებული ბიჭების წარმატებაში, ამაზე რას იტყვი? ხოდა ლადო დვალიშვილის იგნორიც პასუხია პარიჟანკას იგნორზე!
ზაკოს
27 ივნისი 2024 09:57
4
რა უნდა ლოჩოს ფლანგზეო ხო ვიყაყანეთ მთელმა საქართველომ და აჰა, ლოჩომ მოიგო ფაქტიურად თამაში.
იცის მწვრთნელმა და ვაცალოთ რა.
გენა
27 ივნისი 2024 03:21
4
გამოიღეთ ბოზებო!თან რამდენი ხართ თქვენი დედაც..საქართველოს გაუმარჯოს!მადლობა ბიჭებს ამდენი სიხარულისთვის!!!
გიორგი
27 ივნისი 2024 03:19
4
ყველას უმაღლეს შეფასებას მივცემდი, დაგლიჯეს, უშეცდომოდ ითამაშეს, კოტე ძალიან დიდი ძალაა, ჩაკვეტაძე და კაკაბაძე შეუდარებლები იყვნენ, რა თქმა კვარა და მიქაუტაძეც
რეზო
27 ივნისი 2024 02:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული