ზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა „ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად
იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მეტოქის იერიშებით დაიწყო, მერე ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიზავის საჯარიმოში ლოჩოშვილი სილვამ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და მიქაუტაძემ გაიტანა. ის სამი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტრავმირებული ლოჩოშვილი წიტაიშვილმა შეცვალა. რობერტო მარტინესმა რონალდო გაიყვანა მოედნიდან. ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული დავითაშვილი გაიყვანა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ, მაგრამ ზურიკომ მიზანს ააცილა. კომპენსირებულ დროში ლუზიტანების შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და გავიმარჯვეთ!

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვირკველია 76), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი 82), კვარაცხელია (დავითაშვილი 82), მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 74 /
სანიოლი არის ძალიან კარგი ტაქტიკოსი და ძალიან გაბედული მწვრთნელი!!!
Pepelu
27 ივნისი 2024 02:45
6
როცა ერთად ვართ,ძალიან ბევრი შეგვიძლია!ყველა მტერი ცდილობს გაგვთიშოს და იბატონოს,ფეხბურთი კი,გვაერთიანებს და მომავლის რწმენას გვმატებს.ერთიან საქართველოს და ქართულ ფეხბურთს გაუმარჯოს!გილოცავთ ძმებო!ახლა სხვა არაფრის თავი აღარ მაქვს.ფეხბურთზე ,მერე ვილაპარაკოთ,ცოტა დაწყნარებულზე.
სოსო
27 ივნისი 2024 02:33
1
ქართული ზღაპარი ევროზე გრძელდება!
დავიწყეთ მოკრძალებულად, შემდეგ ვიგრძენით საკუთარი ძალები და ბოლოს მოედანზე თვით რონალდუ წავშალეთ.
რაც მთავარია, კვარადონა ათამაშდა, რომელიც პირველ შეხვედრებში შედარებით ჩრდილში იყო.
ახლა როგორც არ უნდა დამტავრდეს მატჩი ესპანეთთან, ეს ბიჭები უკვე გმირები არიან
სსრკ-ს დაშლის შემდეგ პირველად დავბრუნდით დიდ ევროპულ ფეხბურთში.
უკრაინის გავარდნის შედეგ კი ერთადერთი ქვეყანა ვართ პოსტსაბჭოთა სივრცეში, ვინც აგრძელებს ბრძოლას. როგორ მაგონებს ეს 1980-81 და 1981-82 წლების ევროსეზეონებს, როგორც სტაჟიან გულშემატკივარს.
Так держать ბიჭებო!!!
სტალინი
27 ივნისი 2024 02:33
5
თფუ საბჭოურ და რუსულ აზროვნებას
გენა
27 ივნისი 2024 15:22
4
ქართული ნიჭის სისტემაში მოქცევა არის წარმატების 100% გარანტი!!
Pepelu
27 ივნისი 2024 02:31
2
სად ხართ?!! სად ხართ?!! ბოროტებო და მოშურნეებო?!! მატრაბაზებო! არასწორებო!!! მომავალი ათწლეულების მანძილზე, ხვიჩა კვარაცხელია იქნება ყველაზე დიდი ქართველი ფეხბურთელი!! გურს ქგგალე!
ლაზი აზნაური არზნევ მუსკია
27 ივნისი 2024 02:21
5
მასე თამაში გააგრძელოს და დაინახავ შენ თუ ფეხბურთი გესმოდეს რა ვიცი....რამდენი მაზაა სამაგიეროთ 99% იანი მომენტი
გიო
27 ივნისი 2024 02:54
33
მადლობა ბიჭებო მადლობა საქართველოს,რამდენი თაობის ოცნება ახდა ვაშააა.ასე ბოლომდე ღირსებით, გონებით,სრული კონცენტრაციით მე უკვე იტალიასთან ვარ ფინალში და გელოდებით ))
დევკალიონი
27 ივნისი 2024 02:21
2
იქნებ დახვეწონ შეტევებში ზედმეტად ბევრი შეხება აქვთ...84 წუთზე დავითაშვილს შეეძლო ერთი შეხებით დაერტყა ან პასი გაეკეთებინა და მაინც ააჯანჯლა...რა იციან...და ესპანელები კიდევ უხეშიბენ რითაც ფსიქოლოგიური ზემოქმედება უყვართ და უნდა გავუძლოთ ამხელა გამოცდილება გვაქ მაგათან თამაშის
გიო
27 ივნისი 2024 02:16
3
მადლობა ბიჭებო
gela
27 ივნისი 2024 02:15
1
ყოველთვის ვოცნებობდით ნეტავ ისლანდიასავით ჩვენც გავიდეთ ევროზე და ზღაპარს ვინ ჩივისო,დღეს ჩვენც ფლეი-ოფში ვართ და იქნებ ჩვენც გავიდეთ 1/4 ფინალში!!ბიჭები ისეთ ხოდზე არიან რომ უკვე აღარაფერია გამორიცხული!
მეზღვაური
27 ივნისი 2024 02:03
3
ძეგლი სანიოლს, ყველაფერი სწორად გააკეთა!!
mate
27 ივნისი 2024 02:02
8
Dzegli dzmao bichebs
Niks
27 ივნისი 2024 02:45
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული