ზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა „ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად
იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მეტოქის იერიშებით დაიწყო, მერე ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიზავის საჯარიმოში ლოჩოშვილი სილვამ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და მიქაუტაძემ გაიტანა. ის სამი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტრავმირებული ლოჩოშვილი წიტაიშვილმა შეცვალა. რობერტო მარტინესმა რონალდო გაიყვანა მოედნიდან. ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული დავითაშვილი გაიყვანა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ, მაგრამ ზურიკომ მიზანს ააცილა. კომპენსირებულ დროში ლუზიტანების შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და გავიმარჯვეთ!

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვირკველია 76), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი 82), კვარაცხელია (დავითაშვილი 82), მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 74 /
მე ხმას აღარ ამოვიღებ სანიოლზე))
^^^
27 ივნისი 2024 02:01
6
ვიზე ნაკლებები ვართ? თქვენ გენაცვალეთ ქართველებო !!!! შენ გენაცვალე ჩემო საქართველო!
დიმო
27 ივნისი 2024 01:49
1
არავის არა აქვს თქვენზე მეტი ფეხი,ხელი ან თავი.ჭკუით და ტექნიკით კი ბევრს ჯობნით,ასე რომ ნებისმიერის წინააღმდეგ ითამაშეთ ლაღად,კომპლექსების გარეშე და შედეგიც არ დააყოვნებს.
ეგრე რა
27 ივნისი 2024 07:47
1
ბოლო 10-15 წლის განმავლობაში თანდათანობით ყოველგვარი ინტერესი დავკარგე ფეხბურთის მიმართ მუდმივი იმედგაცრუებების გამო. ამ ჩემპიონატის დასაწყისშიც სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი. ამ ბიჭებმა ისევ შემომაბრუნეს ფეხბურთისკენ. დიდი მადლობა მათ ამისთვის!!! პ ს აშკარაა რომ ბიჭები ისეთ მუხტზე არიან რომ არაა გამორიცხული საპრიზო ადგილსაც გამოკრან ხელი. ღმერთო მისმინე
S.K.K.
27 ივნისი 2024 01:45
3
გამოდით ხვიჩასა და სანიოლის მაგინებლები უნდა დაგთვალოთ თქვენი....,!!!!
გურულო
27 ივნისი 2024 01:35
8
გიჭერს
გურულო-ს
27 ივნისი 2024 11:37
0
იმდენი შენი შენ რომ არ გაგიხარდა საქართველოს მოგება…
გურულო-ს
27 ივნისი 2024 02:20
26
საოცრება იყო, მადლობა თითოეულს, არ დავკონკრეტდები. ესეთ საქართველოს ნაკრებთან ესპანეთსაც ეშინოდეს!
ნიკა
27 ივნისი 2024 01:35
2
გუნდმა ითამაშა, როგორც ერთმა ორგანიზმმა და შედეგიც დაიდო.
ერთობით ბევრს მივაღწევთ.
100%
27 ივნისი 2024 01:33
1
ეს რა ხდება? ჩვენ ნაკრებს,ხომ ჯგუფიდან გასვლის 0 პროცენტი ქონდა?
გოჩა
27 ივნისი 2024 01:32
1
ვილის ჰეითერი კიარა ვიძახდი გველესიანი კვირკველიას მაგივრად ანზორას ნაცვლად ჩაკვე თქო და დააყენა და შედეგიც სახეზეა . წინაზეც ეგ შემადგენლობა რომ დაეყენებიმა უკეთესი იქნებოდა . წარმატებები ბიჭებს
ტოტტი
27 ივნისი 2024 01:27
3
გილოცავთ, სულ წინ იარე საქართველო!!!
ნიკა
27 ივნისი 2024 01:27
1
არ მჯერა. სად არიან ვილის ჰეითერები, სუსტი მწვრთნელიაო, შემადგენლობას ვერ აყენებსო სწორად, ის უნდა იყოსო შემადგენლობაშიო და ა.შ. ახლა რას იტყვით?
გილოცავთ!!!
27 ივნისი 2024 01:23
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული