ზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა „ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად
იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მეტოქის იერიშებით დაიწყო, მერე ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიზავის საჯარიმოში ლოჩოშვილი სილვამ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და მიქაუტაძემ გაიტანა. ის სამი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტრავმირებული ლოჩოშვილი წიტაიშვილმა შეცვალა. რობერტო მარტინესმა რონალდო გაიყვანა მოედნიდან. ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული დავითაშვილი გაიყვანა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ, მაგრამ ზურიკომ მიზანს ააცილა. კომპენსირებულ დროში ლუზიტანების შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და გავიმარჯვეთ!

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვირკველია 76), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი 82), კვარაცხელია (დავითაშვილი 82), მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 74 /
უბედნიერესი ადამიანი ვარ! მადლობა ბიჭებს, ზღაპარი გრძელდება.მეტს ვერაფერს დავამატებ. ❤
ქობულეთიდან
27 ივნისი 2024 01:22
3
მადლობა ვილი-პაპა და ბიჭებო ამ სიხარულისთვის
suxumchanin
27 ივნისი 2024 01:21
2
თავი სიზმარში მგონიააააა
ავჭალიდან
27 ივნისი 2024 01:20
1
ესპანეთის ნაკრების ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა რომ ჩემპიონატიდან იხსნება.
მაინც წავაგებთ 1/8 ფინალში და რა აზრი აქვს საათნახევარ სირბილსო
ნიკი
27 ივნისი 2024 01:17
21
გიჟად ვარ.ნეტა ყიფიანი მოასწრებდა ამას . გილოცავ საქართველო
დათო
27 ივნისი 2024 01:17
2
მინდვრის გადახვნას რო აპირებდნენ ის ხალხი სად არის?დ.დ.
ave
27 ივნისი 2024 01:16
2
ვულოცავ მთელ საქართველოს! საქართველოს გაუმარჯოს
ზაზა
27 ივნისი 2024 01:16
1
ზვიადა კორძაძე და სხვა ჰეითერებო პირველ რიგში თქვენ გილოცავთ სრულიად გულწრფელად :)))))))))
Pepelu
27 ივნისი 2024 01:14
5
დიდება უფალს ამ დღისთვის! მადლობა ბიჭებო ამ ისტორიის დაწერისთვის! წინ საქართველო!
ალექს
27 ივნისი 2024 01:13
1
Ძალიან، ძალიან მიხარია،სასწაულია.მადლობა ღმერთს და საქართველოს ნაკრებს ამ სიხარულისთვის.თან გარშემო რომ არც სჯეროდათ، რომ საქართველო მოიგებდა،დღეს ჩემმა კოლეგებმა და პაციენტებმა،88 წლის ბებომაც მხარდაჭერა გამომიცხადეს და ვუყურებთ საქართველოს თამაშსო.გერმანიაში ერთ მინდორში დგას 4 დიდი ხის ჯვარი ერთად،შუა საუკნეებში აღმართეს،რომ ჭირიანობისგან დაეცვათ ქალაქი.დღეს დილით იქ წავედი სალოცავად،თუმცა ჩემთან ერთად მთელი საქართველო ლოცლობდა.ძალიან მიხარია და ბევრი ასეი დღეები ქართველებს:-) :-)
Მოცლილი
27 ივნისი 2024 01:12
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული