შეშფოთებული დე ლაურენტისი კვარაცხელიასთან მიფრინავს

AutoSharing Option
იტალიური მედია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მიერ პორტუგალიის დამარცხებამ და პლეი-ოფში გასვლამ გააოცა, ხვიჩა კვარაცხელიას თამაშმა და გატანილმა გოლმა კი აღაფრთოვანა.

გამოცემები წერენ, რომ "კვარაგოლმა" შოუ დადგა, ხოლო სოციალურ ქსელებში ნეაპოლელი გულშემატკივრები ხვიჩას წარმატებას ულოცავენ.

თუმცა ისინი და, პირველ რიგში, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ნამატჩევს "კვარას" Rai Sport-თან ნათქვამმა შეაშფოთა, თანაც ღრმად: "ეს რთული იყო, ეს ჩვენი ოცნება იყო. ყველა ჩემი თანაგუნდელი ექსტრაორდინარული გახლდათ. დავამტკიცეთ, რომ ყველასთან შეგვიძლია თამაში. რონალდოს მაისური? ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ბედნიერი დღეა.

კონტემ თქვა, რომ
ვრჩები? მე ჯერ არ ვიცი. მას დიდ პატივს ვცემ, რადგან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, თუმცა საკითხის გადასაწყვეტად ცოტა დრო მჭირდება. ნეაპოლელებს პატივს ვცემ, "ნაპოლი" მიყვარს, მაგრამ ჯერ ჩემი მომავლის შესახებ დარწმუნებით ვერაფერს გეტყვით".

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ "ნაპოლი" მოქმედებას იწყებს და დე ლაურენტისი სპორტულ დირექტორ ჯოვანი მანასთან ერთად სასწრაფოდ გერმანიაში მიფრინავს, რათა "კვარას" და მის აგენტს შეხვდნენ და კონტრაქტის გაგრძელებაზე დაიყოლიონ.

აღნიშნულია, რომ "ნაპოლის" მფლობელი გადამწყვეტი ნაბიჯის გადადგმას აპირებს, რომ კვარაცხელია პსჟ-ში არ გადავიდეს და ქართველი გერმანიაში ქართული ფეხბურთის ისტორიას წერს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ერთი მიზეზი მაინც მითხარით რატომ უნდა დარჩეს ხვიჩა ნაპოლიში ?

საპირისპიროს კი რამდენსაც გინდა იმდენს ჩამოვთვლი
1 ) ევროპირველობაზე გუნდი არ თამაშობს .
2 ) ხვიჩას არ აფასებენ სათანადოდ .
3 ) დაბალი ხელფასი
4 ) გუნდი ვეღარ აჩვენებს სათანადო თამაშებს .
5 ) ყველა გაქცევაზეა , ოსიმენი , დი ლორენცო და ასე შემდეგ .
მარტო ხვიჩამ რა უნდა გააკეთოს ?
ბესო
07:49 27-06-2024
3
აი ახლა ეს თარსი შებერტყილი აკლია კვარას და ნაკრებს რა!!! იმედია არც გააკარებენ სათოფეზე, მერვედფინალია სათამაშო,რა დროს ეს ქორვაჭავარია?!!
ალექს
08:34 27-06-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული