"ჩემგან უდიდესი პატივისცემა საქართველოს, ეს ფაქტორი დამატებით მოტივაციას აძლევთ... ჩვენთან მარცხის შემდეგ მათ ეს შეცვალეს..." - ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი მომავალ დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და მერვედფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე სწორედ "ფურია როხა" იქნება.

"მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. 

ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გარკვეულწილად შეცვალეს სისტემა, მაგრამ
არა თამაშის იდეა. მათ ჰყავთ ძალიან სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

გარდა ამისა, მათ ევროპირველობაზე სამი მატჩის ჩატარებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ასევე, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.

გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჩემს ფეხბურთელებს ეს გაცნობიერებული აქვთ. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო", - თქვა დელა ფეუენტემ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ კომენტარში.
მკითხველის კომენტარები / 25 /
მოვიდა შენი დროც. მარტო იმიტომ ღირდა გასვლა ჯგუფიდან რომ ჩაადუმა და ჩააკვესკნელა ის ხალხი, უკანასკნელ ნაკრებად რომ შეგვრაცხეს ევროზე. და რა თქმა უნდა ისე როგორ შეიძლება დავამთავრო აიაქსი რომ არ მოვკითხო დიდი "სიყვარულით"
იბრუხ მართალი
27 ივნისი 2024 12:20
1
აჰა აჰ აჰ აჰა - "მოვიდა შენი დროც"
დაგლიჯე!
27 ივნისი 2024 12:48
0
იბრუხ მართალი 100%
ვან დერ ვაარტმა რაო ნეტავ,პორტუგალია უმოტივაციო იყო და მეც კი გავუტანდიო?
ან სუპერკომპიუტერი როგორ ხასიათზეა,ნამუსის პროცესორი ხო არ გადაუხურდა?
რუსმა მწვრთნელმა ნეპომნიაშიმ და შინიკკის მწვრთნელმა რაო ნეტავ?
Levani
27 ივნისი 2024 12:51
3
კიდე ჭკუას არიგებენ ტიპები სანიოლს.....
ათამაშებს ბუდუს როცა საჭირო იქნება....
სექტემბერში ერთა ლიგა იწყება და ჩეხები,ალბანელები და უკრაინელები გველოდებიან...
იქ ბუდუც დაგვჭირდება,აზაროვიც და ყველა
Mesi
27 ივნისი 2024 13:06
6
მესმის, რომ აღფრთოვანებული და ცოტათი ეიფორიაშიც ვართ . ობიექტურობის გრძნობა არ უნდა დავკარგოთ. უდავოა სანიოლის როლი ნაკრების წარმატებაში, მაგრამ არანაკლებია ფეხბურთელების, სტაფის, გულშემატკივრის და ფონდი ქართუსაც, რომელმაც მოტივაცია გაუძლიერა ბიჭებს. თავისი როლი ეკუთვნის სპორტალის ფორუმს - რაც აქ ტაქტიკის ანალიზი კეთდებოდა, თამაშის განხილვა და გარჩევა - ვან გაალს და გვარდიოლას შეშურდებოდა. ამ პოსტების შემხედვარე არათუ მწვრთნელობის სწავლა, სახელმწიფოს მმართველობასაც ისწავლიდა დაკვირვებული კაცი. შემდგომში წარმატებები თუ გვსურს, უნდა გავაგრძელოთ ობიექტური კრიტიკა, სიღრმისეული ანალიზი, ცოცხალი და თავისუფალი აზრის გამოთქმა. ეს არის განვითარების სტრატეგია. გულშემატკივართა და საზოგადოების მაღალი დონე არავის აძლევს არაკომპეტენტურობის და დაბალკვალიფიციურობის გამოვლენის საშუალებას.
ღმერთო, შენ დაიფარე საქართველო!
მესის
27 ივნისი 2024 14:32
10
ესპანეთი ისეთი გუნდია რომ თამაში თუ არ მისდის უხეშობა არის მაგათი სალაპარაკო ენა ბოლო თამაშში ეგრე გამოვიდა პირველი ტაიმი ჩვენი იყო მოგებაც შეგვეძლო მაგრამ მეორეში განსაკუთრებით კარვახალი უხეშობდა და შედეგსაც მიაღწიეს....მე მჯერა რომ გავუტანთ 2 გოლს ესპანეთს..კარგ გუნდს მინიმუმ ორი გოლის გატანა უნდა შეეძლოს!
თემო
27 ივნისი 2024 12:16
4
კარგია, ამას რას მოვესწარი, ესპანეთის მწვრთნელს ცოტა შეშინებულია,თითქოს თავს იზღვევს,ყველაფერი შეიძლება მოხდესო
გია
27 ივნისი 2024 13:45
1
ესენი უნდა ვათრიოთ, რევანშის დროა!
LB
27 ივნისი 2024 12:30
3
საბერძნეთის გზა უნდა გავიმეოროთ მაგრამ უკეთესად ,ჯერ ესპანეთი მერე გერმანია ისე ვ პორტუგალია და ფინალი იტალიასთან დი ლორენცო მოემზადე )))
დევკალიონი
27 ივნისი 2024 12:45
3
ესპანეთის ნაკრები ყველაზე თამდაბალია,როგორც საფეხბურთო ისე საკალათბურთო,გახსოვთ ევრობასკეტი რომ ჩვენთან ჩატარდა,ჯგუფში თურქეთი და ესპანეთი გვყავდა,თურქები ყველაფერზე წუწუნებდნენ,მსოფლიო და ევროპის ჩემპიონ ესპანეთს კი ხმა არ ამოუღია,ამიტომ ორმაგად პატივს ვცემ მათ ნაკრებებს!!!!
!!
27 ივნისი 2024 14:23
0
კი მახსოვს თურქები საჭმელზე,დარბაზზე,სასტუმროზე,გულშემატკივარზე ყველაფერზე წუწუნებდა, თავი გრანდი ეგონათ და ის ვინც მართლა გრანდი იყო ჩუმად და ამპარტავნების გარეშე აკეთებდა თავის საქმეს,განა არ ვიყავით გასაკრიტიკებელი?მართლა ცუდათ ვუმასპინძლეთ ევრობასკეტს,მაგრამ მასპინძლებს გვცეს პატივი,ამიტომაც გახდა მაგ ევრობასეკეტზე ესპანეთი ჩემპიონი!!❤️
!!-ს
27 ივნისი 2024 15:37
1
საერთოდ არასწორად მიმაჩნია გუნდების დახარისხება რომ კატეგორიულად თქვა მე ამას მოვუგებ და ამას ვერა მაგარამ რისი თქმაც კატეგორიულად შეიძლება ყველასთან ერთი პრესტიჟის გოლი მაინც უნდა გაიტანო!!დავუშვათ საქართველოა ფავორიტი ესპანეთთან ამხელა ესპანეთმა ერთი გოლი მაინც ხომ უნდა გაგიტანოს?? პორტუგალიამ ვერ გაგიტანა მაგარი მეკარე გვყავს და დაცვა თან გასულები იყნენ და ნაკლები მოტივაცია ქონდათ...ხოდა თუ გასვლა გვინდა კითხვა ისმის შეგვიძლია 2 ან მეტი გოლის გატანა ესპანეთთან ამისთვის საჭიროა შეტევების მაღალ დონეზე შესრულება ნაკლები შეხებით ბურთის გათამაშება და თუ შევძელით ესპანეთსაც გამოვაგდებთ უბრალოდ მაგათმა უხეში თამაშით იციან ფსიქოლოგიური ზემოქმედება, მე მჯერა წავალთ კიდევ წინ და ვეთამაშებით გრანდებს თანაბარ დონეზე როგორც ხორვატია აკეთებდა ადღე! ორი ან მეტი გოლი დაგავჯერებს გამარჯვებას როგორც პორტუგალიასთან მოხდა არავითარი ავტობუსი!მადლობა ვინც წაიკითხეთ!
თემო
27 ივნისი 2024 18:06
2
მწვრთნელი ვოლკანოვსკი მეგონა უცებ, დავანოკაუტოთ ესპანეთიც
123
27 ივნისი 2024 12:47
1
ჰაჰაჰაჰა საღოლ!!!
თოფურია
27 ივნისი 2024 13:16
0

სიახლეები პოპულარული