ნაჩო: კვარაცხელია განსაკუთრებულია - მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ

AutoSharing Option
30 ივნისს, ევროპირველობის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის შესახებ უეფას საიტთან მეტოქე გუნდის 34 წლის მცველმა ნაჩო ფერნანდესმა ისაუბრა, რომელიც ახლახან "რეალიდან" საუდის არაბეთის "ალ კადსიაში" გადავიდა:

"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, ლა ლიგაში შესანიშნავად თამაშობს და ფანტასტიკურ ევროს ატარებს. ის საქართველოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა არ ინერვიულოთ, შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი გოლი გავუტანოთ და ისე გავაკეთოთ, რომ ძალიან წარმატებული დღე არ გამოუვიდეს. უდავოა, ის ამ წლების განმავლობაში თავის მაღალ კლასს ამტკიცებს.

კვარაცხელია განსაკუთრებულია. გასულ სეზონში ჩვენ (რეალი) ორჯერ ვითამაშეთ მის
წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე და ვიტყოდი, რომ სხვა დონეზეა. ძალიან სწრაფია, ერთი-ერთზე თამაშისას გამორჩეულად კარგია. ხვიჩა საქართველოს ნაკრების ლიდერია და ჩვენი მთავარი საფრთხეა, რომელთანაც საქმე გვექნება. ხალხს შეუძლია ამ შეხვედრაში ფავორიტად მიგვიჩნიოს, მაგრამ ამას ესპანეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვაიიმეე ! ამათი სისხლი დამალევინა. ნუ,კარგი გაგებით.
ALONZO
28 ივნისი 2024 16:27
0
მაგათი სანგრია ჯობია :) (ღვინო)
Gio
28 ივნისი 2024 17:38
0
ერთადერთი რისიც მეშინია, რეალთან მართლა ცუდი თამაში ქონდა მამარდას და მეშინია არ განმეორდეს.
იმel
28 ივნისი 2024 14:11
2
ერთი რამ რაც ცუდია ესპანეთს ჩვენზე მეტი დასვენება მოუწია და ძალებს უკეთ აღიდგენენ:(
გულშემატკივარი
28 ივნისი 2024 12:55
0
Nacho minimum naxevari finalshi gavalt iseti razgoninaqvtbagebuli echvi meprabea tvqnec shegvacherot mjera ro.espanetsbmovugebt
Lasha
28 ივნისი 2024 12:32
0
მივმართავ ნაკრების ხელმძღვანელობას, მაქსიმალურად ჩაუკეტეთ თამაში, მხოლოდ კონტრებზე ვითამაშოთ და სტანდარტებზე. 0-0 რომც მორჩეს მისაღებია, დამატებით დროში მოვუმთავრებთ. ჯობია არასანახაობრივი თამაში იყოს. თუ გავუხსნით თამაშს, ძალიან სწრაფად შეიძლება რამდენიმე გოლი მივიღოთ და მერე აზრი არ ექნება არანაირ ტაქტიკურ ცვლილებას.
GG
28 ივნისი 2024 11:35
1
ამას შიში ალაპარაკებს. წასულია ამათი საქმე!
რევანშის დროა!
LB
28 ივნისი 2024 11:29
0
რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს ესპანეთის ნაკრებთან დაპირისპირება, პირადად ჩემთვის ჩვენი ნაკრების თითოეული წევრი უკვე ჩემპიონია იმ მიღწევიდან გამომდინარე, რომელიც მათ უკვე აქვთ მერვედფინალში გასვლით. ახლა წნეხი ესპანეთზე უფროა, რადგან მათ ფავორიტის სტატუსი უნდა დაიცვან, ჩვენ კი ამაღლებულ ხასიათზე მყოფებმა უნდა შევეცადოთ ლაღი, თამამი თამაში ვაჩვენოთ და ვინ იცის...როგორც ადრე იტყოდნენ - ბურთი მრგვალია ;)
ABARA
28 ივნისი 2024 11:28
0
პორტუგალიასთან ანგარიში 3:1 ვიფიქრე ჩვენს სასარგებლოდ, თუმცა 2:0 უფრო მშვენიერი აღმოჩნდა. გამეორება ცოდნის დედაა მეგობრებო, ისევ 3:1 ან უფრო უკეთესი 2:0 და კიდევ გავდივართ შემდეგ ეტაპზე.
პ.ს. ბიჭებო თამაშის მერე ნაჩო დაპატიჟეთ საქართველოში, ხელი ჩამოართვით )))
უკომენტაროდ
28 ივნისი 2024 11:21
0
არაა გამორიცხული ესპანეთმა რამდენიმე გოლი გაგვიტანოს და მოგვიგოს მაგრააამ.....ჩვენ ამ მოკლე დროში დავამარცხეთ ორი ყოფილი ევროპის ჩემპიონი საბერძნეთი და პორტუგალია.ჩვენ ქართველებს ძალიან გვიყვარს გასამება.ამისათვის ყველაფერს გააკეთებენ ჩვენი ბიჭები კვირას.ხომ მეთანხმებით ?
გოჩა
28 ივნისი 2024 11:17
0
აღდგომა და ხვალეო..ამას ის გონია 7 გოლი რომ გაგვიტანეს ისევ ის თამაშია..დიახ უმაღლესი შემადგენლობა ყაბს ესპანეთს..მაგრამ ჯერ ევროზე გასვლამ ..შემდეგ ჯგუფიდან გასვლამ ჩვენს ბიჭებს ისეთი მუხტი მისცა..ვერცერთი ექსპერტი ვერ გამოიცნობს ჩვენს თამაშს და ესაა ჩვენი კოზირი..წმინდა გიორგი ფარავდეს ნაკრებს და ყველა ქართველს..მჯერა ღირსეულად ვითამაშებთ..დიდება საქართველოს..
კიეზა
28 ივნისი 2024 10:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული