დე ლაურენტისი "კვარას" დილაუთენია ეახლა და ორი საათი ესაუბრა

AutoSharing Option
იტალიური მედია დეტალურად გადმოსცემს "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე მიღწეულ წარმატებას და აღწერს, თუ როგორი სიხარული სუფევს ამჟამად საქართველოში. ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან დიდებულმა თამაშმა და ნამატჩევს მისმა Rai Sport-თან ნათქვამმა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა "ნაპოლიში", იმდენად დააფრთხო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომ მეორე დილით 7 საათზე გადაფრინდა გერმანიაში და თან სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი იახლა.

დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ შეხვედრა დიუსელდორფის აეროპორტის მახლობლად სასტუმროში შედგა, ორ საათს გასტანა
და პოზიტიური შედეგი გამოიღო.

ANSA-ს მტკიცებით, მინი-სამიტზე კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ.

"რეპუბლიკის" ცნობით, შეხვედრამ დადებითი შედეგები გამოიღო, რადგან საკმაოა ფეხბურთელის პსჟ-ის მიერ გადაბირების საშიშროება და მხარეები მოლაპარაკებებს ევროპირველობის შემდეგ განაახლებენ.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც "კვარას" გუნდის პროექტში ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს და ქართველს ვერ შეელევიან.

ამასთან დაკავშირებით რადიო Marte-ს ეთერში ჟურნალისტმა ენრიკო ფედელემ ისაუბრა: "წარმოგიდგენიათ, "ნაპოლის" ოთხი ხელმძღვანელი გერმანიაში ხვიჩასთან სასაუბროდ ჩავიდა. ამ სიშორეზე ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად წავიდნენ. წინასწარი შეთანხმება რომ არ ჰქონოდათ, არ გაემგზავრებოდნენ. ასეთ საკითხებში საკმაო გამოცდილება მაქვს, ვიცი, ადრე შეცდომები იქნა დაშვებული, ეს ცუდი მმართველობის შედეგია, ზოგიერთი დეტალი კონფიდენციალურად უნდა დარჩეს, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი და მთავარი კვარაცხელიასა და დი ლორენცოს გუნდში დატოვებაა".

მკითხველის კომენტარები / 38 /
კვარა არ უნდა წამოეგოს ამ სოვდაგრის ხრიკებზე. უნდა დატოვოს გუნდი. ლაურენტისი ცაიტნოტშია.თუ კონტრაქტი არ განაახლა, ხვიჩას ყოველგვარი სანქციის გარეშე შეეძლება ერთ წელში დატოვოს ნაპოლი(ე.წ.ბოსმანის წესი), უბრალოდ გადაიხდის 2,8 მილიონს.ან ახლავე გაწყვიტოს და 2,8 მილიონთან ერთად დაედება სპორტული სანქცია-ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია.სამაგიეროდ ლაურენტესი პრაქტიკულად ვერაფერს მიიღებს(სად 110 და სად 2,8 მილიონი).
წესით ის დაცინვა და დამცირება რაც ხვიჩას შეხვდა ნაპოლისგან(იტალიის საუკეთესო ფეხბურთელს 2,6 მილიონ ხელფასს რომ თავაზობდნენ და ისე თითქოს დიდ მოწყალებას სჩადიოდნენ) ასე უბრალოდ აარ უნდა გაატაროს.
მირიან
08:16 28-06-2024
4
მაგ გაიძვერა ლავრენტას ხვიჩა იქ არ ყავდა გერმანიაში რომ არ ჩასულიყო? თუ შეიტანენ გამოსასყიდ თანხას რა მნიშვნელობა აქვს პსჟ მაინც გადაიხდის. ლავრენტას გონია ჯგუფიდან გასვლაა საქართველოს მაქსიმუმი და ამიტომ აჩქარდა. კომპიუტერსაც ბევრი სლეობა ეგონა მაგრამ ნაგავზე მოისროლეს და ლავრენტაც მოსასროლია. ჩვენს ლომებს ზღაპარში ვყვართ და ძალიან გაუტკბათ ვიცი. ხოდა მერე რამე რომ იყოს პსჟ ყველანაირ თანხის გადამხელი იქნება. მგონი მაქვს ფანტაზიის უფლება, ბიჭებმა ამის იმედი მომცეს.
G.LA
04:27 28-06-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული