"როგორც უნდა დასრულდეს ტურნირი, საქართველოს ნაკრები იქნება მთავარი აღმოჩენა" - თემურ ქეცბაია

AutoSharing Option
ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი და კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალური ქსელის საშუალებით ევრო 2024-ზე "ჯვაროსნების" ასპარეზობას გამოეხმაურა.

"მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ, რასაც მთელი 10 დღის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველ გულშემატკივართან ერთად ვგრძნობდი. როგორც უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ, გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სადმე ისე გააერთიანოს ხალხი ამ წარმატებამ, როგორც ჩვენთან.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს, მადლობას ვუხდი წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ამ ტურნირამდე
მოსვლისთვის. ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ჩემთვის ეს 10 დღე ყველაზე ბედნიერი და ემოციური პერიოდია, რომლებიც ჯგუფური ეტაპის პერიოდში გერმანიაში გავატარე.

მადლობა გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის.

წარმატებები ჩვენს ქვეყანას!", - წერს ქეცბაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"ამაზე ღირებული არაფერია... ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო" - თემურ ქეცბაია თურქეთთან მატჩის დროს ქართველი ფანების სკანდირებაზე წერს

altთემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის ემოციები საქართველოს ნაკრების ჰიმნის მოსმენისას - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

alt"გუშინდელი დღით ამაყი ვარ!" - თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 17 /
რას შვებიან არა თემუჩ ეს ტატუაჟიანი ბიჭები, რას წარმოიდგენდი ამათ თუ ეს შეეძლოთ. უხ რაც შენ ჭამე იმის ნახევარი მაინც ჩამადებინა რომელიმე ქალაქის საფეხბურთო კლუბში, ისე ხო არ დაფიქრდები? ჩამოდი და მეფესავით იქნები.
სიმენონი
28 ივნისი 2024 20:08
25
ბოდიში ქართველებო საცხოვრებლად, რომ ვერ გადმოვედი საქართველოში მწვრთნელობის დროს, როგორც გითხარით ჩემი ცოლი ბიზნესებშია აქ ჩართული, ჩემი ქალიშვილიც და გამიგეთ რა... და შემარგეთ რა ეს 15 მილიონი რაც ავიღე, თქვენ ხო ჯიგარი და გულმავიწყი ხალხი ხართ. გენაცვალეთ გკოცნით
ქეცბაია
28 ივნისი 2024 20:03
26
წადი შენი...
ზ. ვ.
30 ივნისი 2024 15:16
2
ამ ჩემპიონატზე ჩვენი ბიჭები თამაშობენ ისე როგორც ქეცბაია თამაშობდა ყოველთვის როცა ნაკრებში იყო. ყოველთვის ბოლომდე და თავდადებით. ყველა თამაშში იბრძოლეს ბიჭებმა და ტავი არ დაუზოგავთ, ეს არის ყველაზე მ,აგარი გამარჯვება ამ ბიჭების!
ქორ-პარიკმახერი
28 ივნისი 2024 16:47
1
რა თქნა უნდა აღმოჩენა უკვე ვართ ევროპაზე. ქეცბაი კი დიდი ხნის აღმოჩენილია სამშობლოს სიყვარულში და ერთგულებაში. წარმომიდგენია ახლა ნაკრებში ქეცბაია რომ გვყავდეს რა იქნებოდა. თემურუ მუდა გგულშემატკივრობთ და გულით გვერდით ვართ ყოველთვის.
G.LA
28 ივნისი 2024 16:31
0
როგორ მიხარია, ბატონო თემური, არა მარტო კომენტარები, არამედ ამდენი მოწონებებიც! აკი გეუბნებოდით იტალიურ კაფესთან დორტმუნდში, ხალხს ძალიან უყვარხართ თქო. მთელი ერის გახარება შეუძლია ფეხბურთს; მთელი ერის გაერთიანება შეუძლია ფეხბურთს! წარმატება ბიჭებს!!! ნაკრბს მთლიანად, ქვეყანას!!! თქვენ კი, ბატონო თემურ, გახარებული და წარმატებული იყავით მუდამ!!!
alexandre
28 ივნისი 2024 15:05
0
სულ ასე ერთიანი მანახოს ღმერთმა ქართველები საქართველოს ნამდვილ სიყვარულში, როგორც ამ დღეებშია!
შაკო
28 ივნისი 2024 14:11
0
ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ქართველი კაცი. პირდაპირი შეუპოვარი და ვაჟკაცი
d
28 ივნისი 2024 12:46
0
თანამედროვე ჩვენს ნაკრებს დააკვდებოდა ქეცბა!!!
ზაკო
28 ივნისი 2024 12:38
0
ყოველთვის თავდაუზოგავი….
geo
28 ივნისი 2024 11:54
0
ყოველთვის ასეთინაღდი იყავი, ხარ და იქნები თემურ ქეცბაია, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით სავსე ვაჟკაცი გულით.
საბა
28 ივნისი 2024 11:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული