ჩვენც შეგვიძლია! - რაშია საქართველოს ნაკრების მთავარი ძალა და როგორ ამარცხებენ ესპანელებს პლეი-ოფში...

AutoSharing Option
...როცა საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში 3-მცველიანი ტაქტიკით ითამაშა, შეხვედრა მთლიანად ჩააგდო. მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჯიუტად ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ეს სათამაშო სქემა ჩვენთვის იდეალური იყო. საბოლოოდ, ყველაფერმა ეს სახეც მიიღო. მსგავსი პარალელის გავლება ხვიჩა კვარაცხელიასთვის ამპლუის შეცვლასთანაც შეგვიძლია... ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე გამოყენებაზე ჩეხეთთან დაპირისპირების შემდეგ ზუსტად ეს დავწერეთ - "არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამართლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს..." მიუხედავად იმისა, ისევ კარგად გამოჩნდა, მთელი ფლანგის კონტროლი ლუკას
საუკეთესო პოზიცია სულაც არაა, მან პორტუგალიასთან უპირატესობის განმტკიცებაში გარდამტეხი როლი შეასრულა (პენალტი მოიპოვა). საქართველოს ნაკრების თავკაცმა აქაც ის მიიღო, რაც ჩაიფიქრა. აქვე, ლევან შენგელიაზე მთლიანად უარის თქმა მაინც უცნაურად ჩანს.

Sportall.Ge

ჯერ კიდევ რთული გასააზრებელია, მაგრამ ეს სიტყვები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის წინ იწერება. ამ მასშტაბზე შეცდომებიც სხვა ფასისაა და მიღწეული შედეგებიც. ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს და არაერთ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის არიან. შეუძლებელია, ამათ მათი საკლუბო პროგრესი არ მოჰყვეს!..

საქართველოს ნაკრებმა სტაბილური გუნდის სახე უნდა მიიღოს, რომელიც უფრო მაღალ მოთხოვნებს შესაბამისად გამოეხმაურება და მიზნებს უფრო თამამად დაისახავს. ახლა მთავარია, ძალების აღდგენა და ემოციების კონტროლი მოვახერხოთ.

პორტუგალიასთან მატჩის დროს მნიშვნელოვანი ის ვნახეთ, რომ გუნდს სჯეროდა, საკუთარ უპირატესობებსა და მეტოქის სატურნირო მოტივაციის ნაკლებობას სათავისოდ გამოიყენებდა და სასურველ შედეგს დადებდა. ასე იწყება დიდი წარმატებისკენ სვლა. თუკი "სპორტული მორიდება" არსებობს, ის ჩვენ მიმართ უნდა ჰქონდეთ, გუნდის, რომელმაც სისწრაფეები თუ გამოიყენა, სათამაშო დისციპლინა დაიცვა და ენერგია სწორად წარმართა, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

Sportall.Ge

რატომ იყო მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი? - "კვარას" როლი წინა მატჩებში დიდი იყო, ეს აღვნიშნეთ. ამის მიუხედავად, ლიდერის თავდაჯერებისა და ამ ტურნირისთვის ასე ფართოდ გაზრდილი ქართველი აუდიტორიისთვის ეს შედეგიანი დარტყმა უფრო დიდ საზრისს ატარებდა, ვიდრე მხოლოდ კარის ბადის შეფართხალებაა. ხვიჩა არის ლიდერი, რომელიც ყოველთვის ეძებს შესაძლებლობებს, გააუმჯობესოს როგორც საკუთარი, ასევე გუნდური პერსპექტივები.

"ჯვაროსნებს" ჰყავს გამოკვეთილი ფიგურები, რომელთაც გუნდში მეტი როლი აქვთ, მაგრამ ჩვენი მთავარი ძალა იქნებ ბალანსში იყოს; იმის გააზრებაში, ვის რა ფუნქცია, შესაძლებლობა თუ კომპეტენცია აქვს. გინდა, თან ერთიანობის ასპექტებზე გაამახვილო ყურადღება და თან როგორ არ უნდა გამოჰყო გიორგი მიქაუტაძის მაღალი კლასი, "ჩაკვეს" ყველა ეპიზოდში ბოლომდე დარჩენა, ქოჩორაშვილის ბრძოლისუნარიანობა და ის თვისება, მატჩის შემდეგ წინაზე მომენტის ვერგამოყენებით დამწუხრებულ საბა ლობჟანიძეს განსაკუთრებულად რომ მიულოცა, გურამ კაშიას სრული მობილიზება და ევროსთვის ახალი ძალების მოკრება, "მამარდასგან" წამოსული სრული სიმშვიდე... ამის გაგრძელება კიდევ შეგვიძლია.

წინ ესპანეთის ნაკრებია. თუკი სანიოლზე ვამბობთ, რომ ის სწავლობს და ვითარდება, კარგად გაიაზრებს იმ შეცდომებს, რაც ესპანელების თბილისში ბოლო სტუმრობისას დავუშვით და ასევე იმასაც, როგორ ახერხებდნენ მათ პლეი-ოფიდან გამოთიშვას იმ შემთხვევებშიც, როცა "ფურიას როხას" სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. იმას გავიმეორებთ, რასაც პორტუგალიამდე ვწერდით - ესპანელებიც ისაუბრებენ ძლიერ მეტოქეზე, მაგრამ დებიუტანტ საქართველოს ნაკრებთან ყოველთვის იქნება გარკვეული "ზემოდან ყურების" მომენტები, რომელთაც სათავისოდ გამოყენება უნდა.

Sportall.Ge

გერმანიაში ქართველი გულშემატკივრების რაოდენობა ჯგუფური ეტაპის შემდეგ ისეთივე ბევრი აღარ ჩანს. გასაგებია, ესპანელებს შეხვედრისთვის (კიოლნში, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე) მოსამზადებლად მეტი დრო და რესურსი ჰქონდათ. ობიექტური მიზეზების გამო შემცირებულია ქართველი ჟურნალისტების რაოდენობაც, მაგრამ ჩვენი იდენტობა იქნებ ასეთ დროს უფრო ჩანს - იმის დამტკიცებაში, რომ რაოდენობრივი განსხვავებების მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია!..

ღვთისავარ ანთაძე აახენიდან

მკითხველის კომენტარები / 36 /
რატომ მოდიან უკან გულშემატკივრების ნაწილი უკან? დარჩით! ეხლა უნდა გუნდს გაორმაგებულად გულშემატკივრობა. მე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოვახერხე წასვლა, თორემ აქ რა გამაჩერებდა. რატომღაც მჯერა, რომ არ წავაგებთ. 2018ში რუსებმა გამოაგდეს მსოფლიოდან პენალტებით და იგივე სცენარი მგონია აქაც.
დავით 67
28 ივნისი 2024 12:56
6
L.J .-ს! კი მასეა ალბათ. უბრალოდ კარგი იქნებოდა ბევრი გულშემატკივარი. ეს უფრო მეტ მოტივაციას აძლევს ფეხბურთელებს.
დავით 67
28 ივნისი 2024 23:41
0
Ver xvdebi ratom modian???an bileti,pinansebi,samsaxuri yvelas ar sheudzlia tqvensavit albat,darwmunebuli var yvela darcheboda rom ara chemi chamonatvali!!!!!
L.J .
28 ივნისი 2024 14:05
0
Უდიდესი სიამოვნება იყო პორტუგალიასთან თამაშის ყურება:განსაკუთრებით 2-0 ის მერე როდესაც ბიჭებს თითქოს ფრთები შეესხათ მათ 100%დაიჯერეს რომ დაამარცხებდნენ პორტუგალიას. Მეტოქე კი პირიქით გატეხილი იყო.ჩემი აზრით Ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს ფეხბურთის ისტორიაში გარდამტეხი, ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი:როცა ხვდები რომ შენ გარკვეულ დონეს მიაღწიე და არავის და არაფერს არ შეუძლია შენთვის ამის წართმევა.
Არანაკლებ მნიშვნელოვანია რომ ჩამოყალიბდა ბირთვი. გამოჩნდა ნაკრებისთვის შეუცვლელი ფეხბურთელები, ლიდერები:მამარდაშვილი,კიტეიშვილი,ქოჩორაშვილი,ჩაკვეტაძე,კვარაცხელია,მიქაუტაძე.
Დიდი იმედები მაქვს ესპანეთთან განსაკუთრებით ისეთი სასწაულის ფონზე რომელსაც გიორგი მამარდაშვილი ჰქვია.
Ჯამბულ მალანია
28 ივნისი 2024 12:55
1
ძალიან მინდა ესპანეთთან, ჩვენმა ნაკრებმმა ამ ფორმით ითამაშონ (წითელი მაისური შავი ტრუსი) ჯერ ესეთი კარგად მაქვს დაცდილი, მეორეც უხდებათ და ასე შემდეგ! მიახლოებით ესპანელებსაც ესეთივე შეფერილობის ფორმები აცვიათ, ამიტომ კარგი იქნებოდა ესპანელებს შეეცვალათ ფორმები. რატომღაც ინტუცია მისწრებს და 30-ში ჩვენთვის, სასიკეთოდ მიგრძნობს გული!
წარმატება ბიჭებს!
28 ივნისი 2024 12:49
0
არ ვიცი რა ვთქვა და რა დავწერო,ოცნება რაც გვქონდა და რაც გვინდოდა ამ ევროზე ასჯერ გადააჭარბეს ჩვენმა ბიჭებმა.რატომღაც მგონია სულ სხვა თამაში იქნება ეხლა ესპანეთტან დაძაბული და შანსებიც გვექნებადა თუ გამოვიყენეთ შეიძლება კიდევ ერთი სასწაულის მოხდენა.გამარჯვებას ვუსურვებ ჩვენს ნაკრებს ღმერთი თქვენსკენ!!!
oto777
28 ივნისი 2024 12:19
0
პორტუგალიის თამაშმა აჩვენა რომ ყველაფერია მოსალოდნელი.
რატომაც არა :)
მე მაინც იმ აზრზე ვარ რომ პირველი 2 თამაშის მოგებაც შეიძლებოდა რომ არა გარკვეული შეცდომები.
მთავარია ნარკები უმატებს. შეცდომების გამოსწორება ხერხდება.
სანიოლიც ნაკრებთან ერთად სწავლობს მწვრთელობას.
ფაქტია გამოუცდელობის მიუხედავათ საკმაოდ ჭვკიანი კაცი გამოდგა სანიოლი.
ესმის მწვრთნელობა.
d
28 ივნისი 2024 11:56
0
ესპანეთი მაინც სხვა დონეა,ვიდრე უმოტივაციო პორტუგალიის მეორე შემადგენლობა,რომელსაც,რათქნა უნდა, დამსახურებულად მოვუგეთ.ახალგაზრდა ტალანტების გუნდია და თავდაჯერებულობა უმაღლეს დონეზე აქვთ,რაც, სხვათა შორის, შეგვიძლია გამოვიყენოთ,თუ სწორ ტაქტიკას ავირჩევთ.იასონას გუნდივით რომ არ დავრჩეთ ნაპირზე გულგატეხილები,მთავარია ღირსეული თამაში ვაჩვენოთ და წაგებაც ღირსეული გავხადოთ.
მირო
28 ივნისი 2024 11:42
13
რა თქმა უნდა, ჩვენც შეგვიძლია! ეს უკვე დავამტკიცეთ. როგორც არ უნდა ილაპარაკონ ეხლა, დარწმუნებული ვარ, ესპანეთი მაინც "ზემოდან" ყურებას დაგვიწყებს, რაც საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ. ჩვენი პლუსი კიდევ ისაა რომ, ბიჭებს მოხსნილი აქვთ ფსიქოლოგიური წნეხი და ლაღად ვითამაშებთ. შანსები კი დარწმუნებული ვარ აუცილებლად გვექნება.
წინ საქართველო! ❤
ქობულეთიდან
28 ივნისი 2024 11:35
0
ყოველი გამარჯვების შემდეგ საკუთარი ძალების რწმენა იზრდება.
და მეტოქეების პანიკაც უფრო შესამჩნევი ხდება.
რეალობა
28 ივნისი 2024 11:30
0
კვარას უყვარს ესპანეთთან გატანა და ტრადიციას არ დაარღვევს. ჟორჟმაც უნდა გაიმყაროს ბომბარდირობა. არ ვიცი ყველაფერი ხდება, ისინიც ადამიანები არიან და აქვთ სისუსტეები.
იბრუხ მართალი
28 ივნისი 2024 11:25
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული