ჩვენც შეგვიძლია! - რაშია საქართველოს ნაკრების მთავარი ძალა და როგორ ამარცხებენ ესპანელებს პლეი-ოფში...

AutoSharing Option
...როცა საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში 3-მცველიანი ტაქტიკით ითამაშა, შეხვედრა მთლიანად ჩააგდო. მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჯიუტად ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ეს სათამაშო სქემა ჩვენთვის იდეალური იყო. საბოლოოდ, ყველაფერმა ეს სახეც მიიღო. მსგავსი პარალელის გავლება ხვიჩა კვარაცხელიასთვის ამპლუის შეცვლასთანაც შეგვიძლია... ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე გამოყენებაზე ჩეხეთთან დაპირისპირების შემდეგ ზუსტად ეს დავწერეთ - "არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამართლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს..." მიუხედავად იმისა, ისევ კარგად გამოჩნდა, მთელი ფლანგის კონტროლი ლუკას
საუკეთესო პოზიცია სულაც არაა, მან პორტუგალიასთან უპირატესობის განმტკიცებაში გარდამტეხი როლი შეასრულა (პენალტი მოიპოვა). საქართველოს ნაკრების თავკაცმა აქაც ის მიიღო, რაც ჩაიფიქრა. აქვე, ლევან შენგელიაზე მთლიანად უარის თქმა მაინც უცნაურად ჩანს.

Sportall.Ge

ჯერ კიდევ რთული გასააზრებელია, მაგრამ ეს სიტყვები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის წინ იწერება. ამ მასშტაბზე შეცდომებიც სხვა ფასისაა და მიღწეული შედეგებიც. ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს და არაერთ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის არიან. შეუძლებელია, ამათ მათი საკლუბო პროგრესი არ მოჰყვეს!..

საქართველოს ნაკრებმა სტაბილური გუნდის სახე უნდა მიიღოს, რომელიც უფრო მაღალ მოთხოვნებს შესაბამისად გამოეხმაურება და მიზნებს უფრო თამამად დაისახავს. ახლა მთავარია, ძალების აღდგენა და ემოციების კონტროლი მოვახერხოთ.

პორტუგალიასთან მატჩის დროს მნიშვნელოვანი ის ვნახეთ, რომ გუნდს სჯეროდა, საკუთარ უპირატესობებსა და მეტოქის სატურნირო მოტივაციის ნაკლებობას სათავისოდ გამოიყენებდა და სასურველ შედეგს დადებდა. ასე იწყება დიდი წარმატებისკენ სვლა. თუკი "სპორტული მორიდება" არსებობს, ის ჩვენ მიმართ უნდა ჰქონდეთ, გუნდის, რომელმაც სისწრაფეები თუ გამოიყენა, სათამაშო დისციპლინა დაიცვა და ენერგია სწორად წარმართა, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

Sportall.Ge

რატომ იყო მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი? - "კვარას" როლი წინა მატჩებში დიდი იყო, ეს აღვნიშნეთ. ამის მიუხედავად, ლიდერის თავდაჯერებისა და ამ ტურნირისთვის ასე ფართოდ გაზრდილი ქართველი აუდიტორიისთვის ეს შედეგიანი დარტყმა უფრო დიდ საზრისს ატარებდა, ვიდრე მხოლოდ კარის ბადის შეფართხალებაა. ხვიჩა არის ლიდერი, რომელიც ყოველთვის ეძებს შესაძლებლობებს, გააუმჯობესოს როგორც საკუთარი, ასევე გუნდური პერსპექტივები.

"ჯვაროსნებს" ჰყავს გამოკვეთილი ფიგურები, რომელთაც გუნდში მეტი როლი აქვთ, მაგრამ ჩვენი მთავარი ძალა იქნებ ბალანსში იყოს; იმის გააზრებაში, ვის რა ფუნქცია, შესაძლებლობა თუ კომპეტენცია აქვს. გინდა, თან ერთიანობის ასპექტებზე გაამახვილო ყურადღება და თან როგორ არ უნდა გამოჰყო გიორგი მიქაუტაძის მაღალი კლასი, "ჩაკვეს" ყველა ეპიზოდში ბოლომდე დარჩენა, ქოჩორაშვილის ბრძოლისუნარიანობა და ის თვისება, მატჩის შემდეგ წინაზე მომენტის ვერგამოყენებით დამწუხრებულ საბა ლობჟანიძეს განსაკუთრებულად რომ მიულოცა, გურამ კაშიას სრული მობილიზება და ევროსთვის ახალი ძალების მოკრება, "მამარდასგან" წამოსული სრული სიმშვიდე... ამის გაგრძელება კიდევ შეგვიძლია.

წინ ესპანეთის ნაკრებია. თუკი სანიოლზე ვამბობთ, რომ ის სწავლობს და ვითარდება, კარგად გაიაზრებს იმ შეცდომებს, რაც ესპანელების თბილისში ბოლო სტუმრობისას დავუშვით და ასევე იმასაც, როგორ ახერხებდნენ მათ პლეი-ოფიდან გამოთიშვას იმ შემთხვევებშიც, როცა "ფურიას როხას" სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. იმას გავიმეორებთ, რასაც პორტუგალიამდე ვწერდით - ესპანელებიც ისაუბრებენ ძლიერ მეტოქეზე, მაგრამ დებიუტანტ საქართველოს ნაკრებთან ყოველთვის იქნება გარკვეული "ზემოდან ყურების" მომენტები, რომელთაც სათავისოდ გამოყენება უნდა.

Sportall.Ge

გერმანიაში ქართველი გულშემატკივრების რაოდენობა ჯგუფური ეტაპის შემდეგ ისეთივე ბევრი აღარ ჩანს. გასაგებია, ესპანელებს შეხვედრისთვის (კიოლნში, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე) მოსამზადებლად მეტი დრო და რესურსი ჰქონდათ. ობიექტური მიზეზების გამო შემცირებულია ქართველი ჟურნალისტების რაოდენობაც, მაგრამ ჩვენი იდენტობა იქნებ ასეთ დროს უფრო ჩანს - იმის დამტკიცებაში, რომ რაოდენობრივი განსხვავებების მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია!..

ღვთისავარ ანთაძე აახენიდან

მკითხველის კომენტარები / 36 /
არაბიძე ათამაშეთ ნაკრებში. კაცმა ტორპედო ჩემპიონატში გაალიდერა
ვატო
28 ივნისი 2024 15:06
5
კაი რა არაბიძე რას გაუძლებს იქარ ტემპს დაფიქრდი რა.
გია_544s
28 ივნისი 2024 15:03
0
სად წავიდა ყაზაიშვილი? კაცმა ცამეტი გოლი გაიტანა ნაკრებში და ისე გაუშვეს რომ ახსნა განმარტება არც გააკეთეს. ტეხავს
მურმანი
28 ივნისი 2024 15:02
4
კაშიამ თავის შეცოდება დაიწყო უკვე დისლექსია მაქვსო ცუდი მასწავლებელი მყავდაო . გურამ ცისფერების სამკლაური რომ გაიკეთე მაგას არასდროს დაიწვიყებს ხალხი თავს ნუ ისწაყლებ
Marleni
28 ივნისი 2024 14:56
22
ჯიგარი ხარ მარლენ . კაშია ძალიან არაკაცურად იქცევა. ქართველი კაცი თავში შეცოდებას არ დაიწყებს არასდროს.
ბაქარა
28 ივნისი 2024 15:35
6
საჯარიმოს გარედან ყველაზე ნაკლებს ვურტყამთ.
გაამართლა არაბიძის სახლში დარჩენამ?
გია_544
28 ივნისი 2024 14:45
5
მაინც ჩემს აზრზე ვარ! ლოჩოშვილი არ არის განაპირა მცველი. მაგას რომ ვუყურებ სულ მეშინია რომ ან პენალტი არ აიკიდოს ან წითელი ბარათი. რონალდოს რომ ჩამოსხმა მაიკა პენალტი იყო მარა გადავრჩით. რა ვქნა ვერ მეიმედება ეგ ბიჭი. იმედია შემეცვალება აზრი. წარმატებები ნაკრებს. მთავარია ძალების აღდგენა მოასწრონ, ძალიან მაგრად იბრძოლეს და დაღლილობამ არ იჩინოს თავი. რა თქმა გამარჯვება საოცრად სასიხარულოა, მაგრამ მე პირადად ის უფრო მახარებს რომ ბიჭები იბრძვიან , არავის არაფერს უთმობენ და არ ეპუებიან. საოცრად მსიამოვნებს ასეთი მებრძოლი ნაკრების ყურება.
ბს
28 ივნისი 2024 14:33
0
უფრო ძნელი იქნება წარმატების მიღწევა, სულ სხვა სიტუაციაა, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, შიძლება გაგვიმართლოს, წარმატებები ჩვენ საყვარელ ფეხბურთელებს
პატრიოტი
28 ივნისი 2024 14:16
0
რა თქმა უნდა გვინდა მოგება და შანსები გვაქვს, მაგრამ ეს თამაში სულ სხვა დატვირთვისაა.წაგებული ვარდება, ესპანეთი ამას შეურიგდებაა? მთელი ძალით ითამაშებს პორტუგალიისგან განსხვავებით, რომელსაც ჯგუფიდან გასვლა გარანტირებული ჰქონდა.ასე რომ წინ რთული თამაში გველოდება.გაგვიმარჯოს ქართველებს, ყველგან და ყველაფერში! ამინ! ჩვენთან არს ღმერთი!
ტოტიკა
28 ივნისი 2024 13:31
0
აუცილებლად მოვუგებთ! ხომ ვნახეთ გატეხილი პორტუგალია, ამჯერად ვნახავთ გამწარებულ და ყურებჩამოყრილ ესპანელებს. ერთი სტილის მიმდევარი გუნდებია. მე ვირგლა და ხისტი ჩეხები უფრო მაშინებდნენ. უპირობოდ ვიგებთ. თუ მაგათ ყავთ ვარსკვლავები, ჩვენცა გვყვავს. ასე რომ არაფრით გვჯობიან. მთავარია ბიჭებმა სწრაფად იაზროვონ და დროულად გააკეთონ პასები. აი ჟორჟმა რომ დაუხატა ხვიჩას - ისეთი. უბრახუნეთ და გაიტანთ! სადაა ესპანეთის საბლატაო!
უპირობოდ ვიგებთ!
28 ივნისი 2024 13:08
3
ჩვენი ბიჭების ტოლა ბიჭებია, რატომ უნდა დავუთმოთ რამე? თუ ეგენი დარბიან, ჩვენც ვირბინოთ, მოგვვატყუებენ? ჩვენც მოვატყუოთ. დაგვირტყამენ? ჩვენც დავურტყათ. ლამის სკოლის მოსწავლეები ყავთ ზოგი. არაფერიც არ უნდა დავუთმოთ. სად არის ალვარო მორატას საბლატაო, როცა ჩვენ ხვიჩა და ჟორჟი გვყავს? ძალიან მაგრადაც ეშინიათ ჩვენი და ყველაფერზე არიან წამსვლელები, განსაკუთრებით მცველები, ყველანაირ სიბინძურეს იკადრებენ და არ უნდა წამოვეგოთ. მწვრთნელებს ვთხოვ დააკვირდენ კუკურელიაა მგონი, ძალიან სწრაფი მცვეელია და არ ჩერდება, მაგას თუ გაცდნენ ჩვენი ბიჭები, ეგრევე შევყრით გოლებს. არ მგონია კარვახალმა გააჩეროს ხვიჩა. გველესიანმა დროულად მოიცილოს ბურთი, მეკარემდე ჩააქვს და სახიფათოა. ბურთის ამოტანა გვიჭირს, ამაზეა სამუშაო. ჰო, და კიდევ გრძელი პასები, სანამ უკან ჩამოსვლას და დალაგებას მოასწრებენ. გააკეთეთ ხვიჩაზე, ეს ეხება ჩაკვეს, კიტეს, ქოჩორას და ყველა მცველს. დვალი იბნევა ხშირად, ასევე კაკაბაძეც, სრაფი აზროვნებაა საჭირო და დროული გადაცემის გაკეთება. ლოჩომ ნაკლებად იმუშაოს ხელებით. გაბედულად და შემართებით ბიჭებო. მჯერა რომ გადავუვლით! წინ გერმანია გველოდება!!!!!
მიდით ბიჭებო
28 ივნისი 2024 12:58
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული