გიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი - მიქაუტაძე დიდ კლუბში გადავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი:

"ჩემი აზრით, ესპანეთი ტურნირის მთავარი ფავორიტია. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი გული აქვს და მთელი ძალით უნდა ვიბრძოლოთ, რათა დავინახოთ, რა გამოგვივა. ევრო 2024 უკვე კარგად ჩავატარეთ, ახლა სიამოვნება უნდა მივიღოთ და ჩვენსას ბოლომდე ვეცადოთ. რთული იქნება, თუმცა ამისათვის მზად ვართ.

თავის კარგად დაცვა და კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლა გვმართებს. საამისოდ წინ უნარიანი ფეხბურთელები გვყავს.

ესპანეთთან 1:7 წაგებული მატჩი? ვფიქრობ, მაშინ არ გაგვიმართლა. მეტოქე გუნდიდან ყველანი სახიფათონი არიან.
იამალი მაღალი კლასისაა, გოლების გატანაც შეუძლია და საგოლე გადაცემების გაკეთებაც. აგრეთვე ლა ლიგის საუკეთესო მეკარე ჰყავთ. ბრძოლა და კონცენტრაცია მოგვიწევს, რასაც აქამდე ვაკეთებდით.

ესპანეთში გატარებული მთელი პერიოდი კარგად მახსენდება. სანიოლმა გვითხრა, რომ ჩვენს დონეზე უნდა დავრჩეთ. ევროპირველობაზე ჩემი საუკეთესო მოგერიება ის იყო, როდესაც პორტუგალიელ დიოგუ დალოტს არ გავატანინე, თუმცა გოლი რომ გასულიყო, მაინც არ ჩაითვლებოდა, რადგან VAR-მა იქამდე ჩვენს სასარგებლოდ პენალტი დააფიქსირა.

ჩემი მომავალი "ვალენშიაში" ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. მიქაუტაძე ძალიან კარგი თავდამსხმელია და მგონია, ისიც მალე ძალიან დიდ კლუბში გადავა.

კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი. არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახავთ, რა მოხდება".

მკითხველის კომენტარები / 33 /
ზოგს ბავშობაში არ ათამაშებდნენ ფეხბრთს და დასცინოდნენ ბურთს რომ ვერ კენწლიდა, ძველი ბიჭი მზესუმზირის ჭამის დროს რომ გეტყოდა: ჩემი ძმა დააგორე და სამსაც რომ ვერ კენწლიდა და მერე მენისკის აბრალებდა ,ეგეთ ხალხზე განაწყენებული სასტავი წერს ნეგატივებს!ვისაც
გიო
28 ივნისი 2024 22:18
4
ვისაც ფორმის ფერი გაღელვებთ
წინა თამაშში ჩვენს ნაკრებს ჰქონდა ფორმის არჩევის უფლება.
მერვედფინალში, მეოთხედფინალში და ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე აირჩევს ფორმის ფერს.
ნახევარფინალში ჩვენ ავირჩევთ ფორმის ფერს.
რეალობა
29 ივნისი 2024 02:08
2
არ გინდათ ქედმაღლობა , ამბიციებს ნუ აყვებით
მელქისედეკი
29 ივნისი 2024 01:13
5
ბიჭებო თქვენ არავისზე ნაკლები ფეხბურთელები არ ხართ ამის ჩვენ გვჯერა და გვინდა რო თქვენც დაიჯეროთ, გადით მოედანზე და აჩვენეთ მთელს მსოფლიოს რო როცა საქმე ქვეყანას ეხება ყველა ქართველი მზად ვართ ყველანაირი წყენა თუ გაბრაზება გვერდით გადავდოთ და ჩვენი სამშობლოსთვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლოთ, დაინახოს ამერიკამაც და ევროკავშირმაც რო თითის ქნევით და ბრძანებებით ჩვენთან ურთიერთობა არ გამოუვათ და ჩვენ ვართ თანასწორი ნებისმიერი ქვეყნის ვისაც მეგობრობა და პარტნიორობა უნდა, თითის ქნევა ზემოდან ბრძანებები და მონობა რო არ გვინდოდა იმიტომ გვაქვს ომი დედა მოტყნულ რუსებთან და თქვენთანაც იგივეს ნუ გაგვაკეთებინებთ, მიგვიღეთ როგორც მეგობარი არავისზე ნაკლები ნიჭიერები რო არ ვართ ეს გამოჩნდა ფეხბურთშიც, კალათბურთშიც, ჭიდაობაშიც და ყველგან სადაც დაგვიძახეს წარმატებულად გავიტანეთ ჩვენი სახელი,,წარმატებები ბიჭებო მე მჯერა თქვენი და უკვე გერმანიასთან თამაშზე მეფიქრება მაინც მასპინძლები არიან და გაგვიჭირდება
gel-100
29 ივნისი 2024 08:32
7
სწრაფ გოლს თუ არ გავუშვებთ ანერვიულდებიან და წამოვიღებთ ამ თამაშს მჯერა
რაბუ
28 ივნისი 2024 23:39
3
იმედია ერთ გოლს მაინც გავუტანთ ესპანეთს ...გასვლის იმედი გვაქ აქაც და ორი ან სამი გინდა რომ დამაჯერებელი იყოს გამარჯვება
მინიმუმ
28 ივნისი 2024 22:13
3
მაგ განცხადების გამო ესპანელები ორმაგად მოტივირებულები იქნებიან მამარდ,რომ გოლი გაგიტანონ,ასე რომ ორმაგად ყურადღებით!!
!!!
29 ივნისი 2024 00:57
3
თორემ მოგვეფერებოდნენ თუ რისი თქმა გინდა?
Რაგბის ფანი
29 ივნისი 2024 01:18
4
ხინკალზე აღარ დაპატიჟებენ ჩვენ ბიჭებს ისე ეწყინებათ მამარდას სკტყვები))) დდდ
!!!.ს
29 ივნისი 2024 06:39
4
ძაანაც ნუ გავაღიზიანებთ ესპანელებს არ გვინდა.Dდდ
სოსო
28 ივნისი 2024 22:39
12
ერთი რამ მინდა ვიკითხო,კარვახალი უფრო სახიფათოა თავდასხმაში თუ ხვიჩა უფრო საჭიროა დაცვაში? იდგეს რა ცენტრალურ ხაზთან და ესპანელებს სამი კაცი მოაკლდებათ შეტევაში.უთხრას ვინმემ სტანდარტულებზე მაინც დარჩეს ზემოთ.
cheroeli
29 ივნისი 2024 11:10
3
კარვახალი არის პროვოკატორი 2-0 შემდეგ როგორი პროვოკაციული ჯარიმა აიკიდა ფინალში ბორუსიასთან ნახე??ეგაა ფსიგოლოგიური ზემოქმედების იარაღი ეგრე ბინძურად თამაშობენ
გიო
29 ივნისი 2024 11:53
3
კვარა, მე არ ვიცი, რა, პირადად ჩემი ორი გოლი გემართა და ბოლო ვადა 26 ივნისს გქონდა , 27-ში დაბადების დღე იყო ჩემი ?! მოგეცი ხომ შეღავათი: ერთი 26-ში 23-დან 24 საათამდე , და ერთიც 27-ში დილის პირველ საათამდე ჩაგებარებინა?! არ ჩამაბარე ვალი ვადაში, აწი ვერც გავყოფ ვალს, ვერც "გაგირაშოთებ", პირიქით გაჯარიმებ , დამიბრუნე 30 ივნისს ორივე, იმას კიდევ, ლობოს, არცერთი არ ჩაუბარებია და ოცდაათში ბოლო ვადა აქვს მაგასაც-ორი გოლი მინდა! მიქაუტაძეს მადობა ყველა იმისაგამ მაგ დღეს რომ დაიბადნენ და არც ჩაკვეს, კი შეუღებავთ თმები , არ აქვსთ ვალი, მაგრამ მაგათგანაც გოლები მაინც მინდა! გაყოფა, შეღავათი და ეგეთებზე არც იოცნებოთ , 30-ში იბერიამ გაიბრწყინოს უნდა, როგორ თუ რომელმა? ნამდვილმა იბერიამ, ღმერთმა რომ შექმნა, აბა პირენეის იბერია ნამდვილისაგანაა ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი!
ალექს
29 ივნისი 2024 08:19
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული