მატჩის დღე! ნუთუ ეს მართლა შეგვიძლია? საქართველო VS ესპანეთი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი პლეი-ოფის ეტაპზე გადავიდა. ჯერაც დაუჯერებელია, რომ აქ საქართველოს ნაკრებიცაა და ახლა მისი მატჩის პრევიუს ვკითხულობთ. მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით - დღეს, 30 ივნისს, კიოლნის "რაინ ენერგიზე", თბილისის დროით 23:00 საათზე.

"ფურია როხამ" 2008 წლის შემდეგ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა პირველად მოიგო. ესპანელენს ჯერ გოლი არ გაუშვიათ, 4 "მშრალი" კარი კი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. საუბარია პერიოდზე, როცა ესპანელთა გლობალური ბატონობა მიმდინარეობდა. 

Sportall.Ge

დე ლა ფუენტემ მესამე ტურში როტაცია მოახდინა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია
(3 გოლი, 1 საგოლე პასი). მისი და ხვიჩა კვარაცხელიას მძლავრი დუეტი მეკარე სიმონის გოლგაუშვებელ კარს სერიოზულად ემუქრება.

Sportall.Ge

წილისყრის ეს ნახევარი მძიმეა, მომდევნო პოტენციური მეტოქები გერმანია (მეოთხედფინალში) და საფრანგეთი (ნახევარფინალში) არიან, ასე რომ, ვილი სანიოლის გუნდს ყველანაირი წნეხი მოხსნილი აქვს.

ესპანეთის ნაკრებს ხანდახან ჩვევია, აუტსაიდერთან დამარცხდეს. ასეთი იყო მაროკო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, უფრო ადრე რუსეთი... ასეთ დროს ისინი სათამაშო უპირატესობას ფლობენ, რასაც ტაბლოზე ვერ ასახავენ...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში ერთი დიდი ჩავარდნა ჰქონდა და ეს ესპანეთის ნაკრებთან შინ (1:7) იყო. "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ამბავს აღარ დაუშვებს. "ჯვაროსნების" კარისკენ ჩემპიონატში ყველაზე მეტი (71) დაარტყეს, აქედან კარში 24 წავიდა, "მამარდას" ანგარიშზე 20 "სეივია". რაც შეეხება "კვარას", მას ესპანელთათვის შინაც გატანილი აქვს და სტუმრადაც...

"ბეტისის" ფორვარდ აიოზე პერესისა და "რეალის" მცველ ნაჩოს თამაში საეჭვოა, მაგრამ უკეთ არიან. ესპანელთა რიგებში დანი ოლმო და ფერან ტორესი გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ სასტარტოში მაინც ლამინე იამალი და ნიკო უილიამსი იქნებიან. ანზორ მექვაბიშვილი დისკვალიფიცირებულია, სოლომონ კვირკველიასა და გიორგი წიტაიშვილს კი ახლა სასტარტოში ველით.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, კუკურელია - როდრი, პედრი, რუიზი - იამალი, მორატა, უილიამსი;

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი- კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი)

ღვთისავარ ანთაძე აახენი - კიოლნი

altკიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება

altიულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

მკითხველის კომენტარები / 54 /
ისე ყველა ეიფორიის დედა ვატირე მაშინ მოდის ხოლმე წაგება, მეტი საფეხბურთო აზროვნება!!!!!!!!!
ჯუბქ
30 ივნისი 2024 20:44
0
ABARA-ს, ბოდიშს გიხდი, შენი ადრინდელი კომენტარის განო არარაობა რომ გიწოდე, ეტყობა ფეხბურთი გესმის და სწორ ანალიზს აკეთებ ფეხბურთში, მაგრამ პოლიტიკურად არასწორ მხარეს ხარ, ვერ ხედავ ახალგაზრდებს როგორ უსწორდებიან რუსეთი და რუსული კანონები რომ არ უნდათ, ახლა ზღაპარში ვართ და ტკბილ დასასრულს გისურვებ შენც და მთელ საქართველოს, მაგრამ ახლა არა მოტივირებული და ექსტრა ფეხბურთელების არმქონე ( არ იყვნენ ბერნანდო სილვა, ლეაო, რუბენ დიასი, კონსესაუ, ფერნანდეში) პორტუგალიის ნაცვლად ესპანეთი გვეთამაშება, გავუძლებთ უილიამსს, იამალს, როდრის, პედრის, მორატას? ღმერთმა ქნას, გავუძლოთ
პატრიოტი
30 ივნისი 2024 17:55
2
28-72 % ბურთის ფლობა პორტუგალთან, დღეს რა იქნება არვიცი
რომა
30 ივნისი 2024 17:21
0
თუ როგორმე პირველ ტაიმში არ გავუშვით შანსები ძალიან გაიზრდება... ესპანეთია უფრო ამიტომ..
ვახო
30 ივნისი 2024 17:12
0
ერთი გოლი არის პრესტიჟისთვის და გამარჯვება რომ დაიჯერო და შენი გულშემატკივარი დააჯერო გინდა 2 ან მეტი გოლი...პორტუგალიასთან გვქონდა 3 ნაღდი მომენტი ეგეთები უნდა გამოვიყენოთ
გიო
30 ივნისი 2024 16:55
0
გუშინ დავწერე და გავიმეორებ:
მერვედფინალში, მეოთხედფინალში და ფინალში ჩვენი მოწინააღმდეგე აირჩევს ფორმის ფერს.
ნახევარფინალში ჩვენ ავირჩევთ ფორმის ფერს.
რეალობა
30 ივნისი 2024 15:57
1
დღეს რომ ხვიჩამ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება.
დღეს რომ ჩაკვემ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება.
დღეს რომ ჟორჟმა გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება.
დღეს რომ შენგელიამ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება.
დღეს რომ ლობჟანიძემ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება.
დღეს რომ ბუდუმ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება.
დღეს რომ გველესიანმა გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება.
დღეს რომ კიტემ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება.
დღეს რომ გოჩომ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება.
დღეს რომ ლოჩომ გოლი გაიტანოს, არ გამიკვირდება.
დღეს რომ მოვიგოთ, არ გამიკვირდება
რეალობა
30 ივნისი 2024 15:53
1
ეს , შენგელია სადღა დაიკარგა ?
თუ დაკარგეს ?
ბესო
30 ივნისი 2024 15:53
1
ჩვენი ბიჭები მაგონებენ ენერჯანსის რეკლამას, ისე არიან დატენილები ენერგიით, რომელიც საქართველოდან, გერმანიაში და სხვა ქვეყნებიდან ჩვენგან მოდის. ეს მოზღვავებული სიხარული კტავს ნაკრებს და ძალას მატებს. ესპანეთო მართლაც ძალიან ძლიერია, მაგრამ ჩვენმა ბიჭებმა დაამტკიცეს რომ ბრძოლა იციან. ზვავის მაგცარად უფრო ვძკიერდებით და ვნახოთ დღეს რა ბედი გვექნება. გამარჯვება საქართველოს.
G.LA
30 ივნისი 2024 15:47
0
თუ მაგრად მოვინდომებთ, ყველაფერიც შესაძლებელია!!!!!!!!!! მთავარია ჩვენ აქედან, გერმანიიდან კი ქომაგებმა, როგორც იტყვიან ერთ მუშტად შევიკრათ და ჩვენი ენერგია გადავცეთ ბიჭებს, რომლებიც დაიმუხტებიან საბრძოლველად!
მჯერააააა!!!!!!!!!!!!!
30 ივნისი 2024 12:48
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული