ლუის დელა ფუენტე: საქართველოს ნაკრები ძალიან გაიზარდა და გამარჯვების მოპოვება რთული იქნება

AutoSharing Option
30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ ისაუბრა:

„გამარჯვების მოპოვება ძალიან რთული იქნება. მეოთხედფინალში გასასვლელად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. მათ ხომ პორტუგალიას მოუგეს. ეს გუნდი ძალიან გაიზარდა. ჩვენი სტილი ლამაზად თამაშია და შეცვლას არ ვაპირებთ.

ბოლო ორ მატჩში საქართველოს ნაკრებთან გატანილი 10 გოლი? ეს უკვე სულ სხვა ტურნირია. ქართველებთან ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა გვექნება. ისინი სწრაფად გადადიან კონტრშეტევაზე და რამდენიმე გოლი გაიტანეს. ამით არიან გამორჩეულები. მაქსიმალური ყურადღება გვჭირდება. ჩვენთვის
ბურთის ფლობა საკვანძო იქნება. აგრეთვე სტანდარტულებზე სახიფათონი არიან. ყველაფერზე ყურადღების მიქცევა გვმართებს.

შვეიცარიამ იტალია გამოაგდო, ამიტომ ფავორიტობაზე საუბარს უნდა მოვერიდოთ და ქართველების დასამარცხებლად ჩვენს საუკეთესოო დონეზე ვიყოთ. საქართველოსთან 7:1 მოგება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ჩვენი კლასი და ერთიანობა დავამტკიცეთ. მაშინ იამალის დებიუტი შედგა.

26 ფანტასტიკური მოთამაშე მყავს, მაგრამ სასტარტოში საუკეთესოებს დავაყენებ. თუ ვინმე მეორე ყვითელ ბარათს მიიღებს, პრობლემა არ გვექნება, რამეთუ მათი შემცვლელები გვყავს.

საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს 2015 წლიდან ვიცნობ. არ მგონია, რომ უხეშად ითამაშებენ, ვინაიდან აქცენტს ხარისხიან ფეხბურთზე აკეთებენ. სანიოლმა დიდი სამუშაო გასწია. მამარდაშვილმა თქვა, რომ „კვარა“ მთელ ესპანეთზე უკეთესია? მან თანაგუნდელზე ასე უნდა ილაპარაკოს, რომ მას საუკეთესოდ მიიჩნევს. „კვარა“ ტოპია. მეც ვთვლი, რომ ჩემი ფეხბურთელები მსოფლიოში საუკეთესოები არიან“.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ფუენტეს, პრესკონფერენციაზე მისვლისას კიბეზე ფეხი დაუცდა და ძალიან მინდა თამაშზეც, ესე დაუცდეთ ფეხი ესპანელენს!
წარმატება ქართველებს!
09:47 30-06-2024
0
შედეგზე არაფერს ვიტყვი,არ მაინტერესებს შედეგი,ამ ევროზე შედეგს დიდ მნიშვნელს არ ვანიჭებ,რადგან ის არის ბიჭების მონდომების ხარჯზე მხოლოდ და გამართლების. ის არ გამომდინარეობს წმინდა საფეხბურთო კრიტერიუმებით,რითაც მიდიან გუნდები წამრატებამდე.3 თვე გავიდა მას მერე,რაც 26 მარტს ოფიციალურად გავედით ევროზე და ერთი ნიუსი არ ყოფილა,რაც შეგვატყობინებდა რო ქართველმა ბიზნესმენემა რომელიმე ქართუ კლუბი იყიდა და იქ ინვესტირებას აპირებს.სამაგიეროდ,იყო ნიუსი იმის შესახებ რო ქართველმა ინგლისური ქვედალიგური კლუბი იყიდა,ხო ასე იყო? გამოდის რო ბიზნესებს აინტერესებთ ეს სფერო,მარა მოლოდინი არ აქვთ მოგების,ამიტომ არ ახორციელებენ ინვესტირებას. ეს უმნიშვნელოვანესი ამბავია,რათა ეს ევროპაზე თამაში საოცნებო აღარ იყოს,ბაშვებში უნდა ჩაიდოს ბევრი ფული და ახლაგაზრდების სპორტისკენ მობრნებაში კიდევ. ოღონ ეს მარტო სახელმწიფო ფული არ უნდა იყოს,ბიზნესმებმა უნდა გამოიჩხრიკონ ჯიბეები და ჩადონ ფული. მთელი ერთი თვეა,სადაც არ უნდა გადაფურთხო,ყველგან რეკლამა გხვდება,გულშემატკივრობენ თურმე გუნდს და ასე შოულობენ ფულს. ნაკრების გამოყენებით რო ფულს შოულობ,ადექი და ჩადე ნაწილი ფეხბურთში,ღორობა რუსულია,ხოლო ნაშოვნის სხვებისთვის განაწილება ევროპულ-ამერიკული. ხომ გინდათ რო იყოთ ევროპული ღირებულებების მატარებლები,ხოდა იქ ფულს დებენ იმაში რაც უყვართ,სხვის ხარჯზე კი არ მდიდრდებიან. სახელმწიფომ ფული ჩადოს,მერე შედეგი დადოს და შენ იხეირო,ეს არის სწორედ რუსული აზროვნება.იქ ყველა იმით ფასობს,რისი გაქანებაც აქვს,მიდი აბა და გამოიყენე სახელწიფო მილიარდების საშოვნელად,თუ არ მოგახჩონ. ესპანეთს აწყობილი აქვს საქმე,ჩვენ ვიკითხოთ ჩვენი და ეიფორიიიდან გამოვიდეთ,მოვითხოვოთ ეს ამბავი და არავინ არ მოვასვენოთ. დამიჯერეთ,მოვა იმის დროც,როცა ჩვენი გუნდის დანახვაზე ფეხებში მოუჭერთ ბევრს თუ არა ყველას. ამისათვის სწორი მუშაობა არის საჭირო და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდა.
იასონას უდარი
07:50 30-06-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული