იური სიომინი: გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ესპანეთი გაიმარჯვებს

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების მერვედფინალურ მატჩზე გააკეთა კომენტარი.

"ესპანეთს უფრო უკეთესი და ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ საქართველოს რიგებში სამი მოთამაშეა, რომლებიც, შესაძლოა, ესპანელებს სჯობიან კიდეც - ხვიჩა, მამარდაშვილი და მიქაუტაძე. აგრეთვე მწვრთნელი. მან დაარწმუნა გუნდი, რომ კარგად თამაში როგორც ბურთის დაკარგვის, ასევე ბურთის ფლობისასაც საჭიროა.

საქართველოს ნაკრები კომბინაციურად კარგად მოქმედებდა, მოტყუებაზე მიდიოდა, ახლა კი თავდაცვა ასწავლეს. ჩემი აზრით, ამ ევროპირველობაზე საქართველომ თავი ძალიან წარმოაჩინა. გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ესპანეთი გაიმარჯვებს. მატჩი ყველაფერს გვაჩვენებს",
- განუცხადა სიომინმა "ჩემპიონატს".

altესპანეთში უკვე პენალტებზე ფიქრობენ - AS მამარდაშვილის სტატისტიკაზე თერთმეტმეტრიანების სერიაში

altჩისკომ საქართველოსთან მატჩის წინ ესპანელები გააფრთხილა - "სანიოლმა ეს გააკეთა, ქართველებს თავისი სიამაყის ჩვენება უნდათ, მათი საფრთხეები ესაა და შეუძლიათ..."

alt"გასულ სეზონში ხვიჩას ოთხჯერ დავუპირისპირდი და ამის თქმა შემიძლია..." - კარვახალი კვარაცხელიას შესახებ

altდღევანდელი მეტოქეები და მალე თანაგუნდელები? - კვარაცხელია და იამალი შესაძლოა, ერთად მსოფლიო გრანდში აღმოჩდნენ

altმატჩის დღე! ნუთუ ეს მართლა შეგვიძლია? საქართველო VS ესპანეთი

მკითხველის კომენტარები / 3 /
დიდი ნოდარ ახალკაცი,თბილისის დინამოს მთავარ მწვრთნელად 1976 წელს დაინიშნა და პირველივე სეზონში,გაზაფხულის და შემოდგომის ჩემპიონატში,გუნდს საკმაო შესვენების შემდეგ,ბრინჯაოს მედლები მოაგებინა.წლების შემდეგ ნოდარ ახალკაცის მუშაობაზე ამ სეზონში, დაწერეს,რომ ნოდარ ახალკაცმა,დინამოს დაცვიდან თამაში აიძულა.გუნდი ძალიან ცოტას უშვებდა და კარგი დაცვის ფონზე,მედლებსაც მისწვდა.ყველა ფეხბურთელმა ისწავლა დაცვაში დისციპლინირებული თამაში და ამის შემდეგ,უკვე შემტევ ფეხბურთზე გადაიყვანა გუნდი.ქართველ ფეხბურთელებს,შეტევა სისხლში აქვთ და ყოველთვის მოახერხებენ,კარგად შეტევას.სტაბილური წარმატებებისათვის აუცილებელი იყო მათთვის დაცვაში თამაშის მნიშვნელობის გაცნობიერება და სწავლა.ერთ წელიწადში,წარმატებებიც მოვიდა და თამაშიც.
ახლაც თითქოს მსგავსი რაღაცა ხდება.საქართველოს ნაკრებმა დაცვაში მკაცრი დისციპლინა დაამყარა და შედეგებიც წამოვიდა,რადგან აღმოჩნდა,რომ ლუკა ლოჩოშვილსაც კი შეუძლია შეტევაში სახიფათოდ თამაში.არც ქოჩორაშვილისაგან ველოდი შეტევაში ასე სახიფათოობას,მიუხედავად იმისა,რომ ლევანტეში მის თამაშებს ,როცა რეპორტაჟებს ვპოულობდი,აუცილებლად ვუყურებდი და იქაც აქტიური იყო ხოლმე.საიმედო მეკარემ და დაცვამ,გუნდს სითამამე შესძინა და დაარწმუნა არჩეული მოდელის სისწორესა და შედეგიანობაში.კვარას რომ ყოველთვის ეზარებოდა დაცვაში თამაში,ვნახეთ,როგორი ეფექტური იყო,მთელი თამაში.გუნდმა საკუთარი თავი და თამაში იპოვნა და მიუხედავად იმისა,როგორ ვითამაშებთ,ესპანეთთან,ეს უკვე სულ სხვა გუნდია.მას პერსპექტივა კიდევ უფრო უკეთესი აქვს,თუნდაც გუნდის ბირთვის ასაკიდან გამომდინარე.მთავარია ნამეტანის სურვილით,ის კარგიც არ დავანგრიოთ,რაც შევქმენით და დავამკვიდრეთ.მერე კი დიდების ტალღებში არ ვილივლივოთ და შრომა უფრო თავდადებულად გავაგრძელოთ.სექტემბერში ხომ ჩეხეთთან ისევ გველის ერთა ლიგაზე შეხვედრა და მოდუნების უფლება არ გვაქვს.
კარგ თამაშს და გამარჯვებას ვუსურვებ,ჩვენს ნაკრებს,მაგრამ ვიმეორებ,როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს შეხვედრა,ჩვენი ნაკრები,უკვე გამარჯვებულია და მან დამსახურებული ავტორიტეტიც მოიხვეჭა.
პ.ს.გუშინ სპორტ რუს საიტზე,სპეციალურად შევედი და საქართველო პორტუგალიის მატჩის შესახებ რეპორტაჟი წავიკითხე.ჯგუფური ტურნირის უკანასკნელ მატჩში,საქართველომ და პორტუგალიამ,ნამდვილი საფეხბურთო კონცერტი შემოგვთავაზეს,სადაც უხვად იყო შესანიშნავი დარტყმები,კომბინაციები,სეივები,დრიბლინგები.ერთი სიტყვით ყველაფერი,რითაც ლამაზია ფეხბურთი.
ასე რომ, ყურადღებას ნუ მივაქცევთ ზოგიერთი ტვინნაღრძობის ბოღმის გამოშვებას,აქაც ხომ საკმარისზე მეტი გვყვანან ასეთები.
სოსო
30 ივნისი 2024 20:01
0
ერთადერთი რუსია, რომელსაც პატივს ვცემ. მეორე უტკინი იყო
ხომ ერა
30 ივნისი 2024 19:11
0
გაიხარე ბაბუ :)
რობი
30 ივნისი 2024 19:03
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული