ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა იგივე სასტარტო შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, როგორც წინა შეხვედრაში პორტუგალიასთან. როგორც მოსალოდნელი იყო მეტოქე თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და პედრის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაუეფლა. შემდეგ გიორგიმ კარვახალს ახლო მანძილიდან არ გაატანინა. „ჯვაროსნები“ კი პირველივე სახიფათო კონტრიერიშისას დაწინაურდნენ - კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთზე კვარაცხელიასთნ ბრძოლაში ლე ნორმანმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. თამაში დაიძაბა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა. კუკურელიას და უილიამსმა გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. თუმცა, როდრიმ ანგარიში გაათანაბრა. თან, კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო და ალთუნაშვილმა შეცვალა.
კიოლნი. „რეინ ენერგი“
ესპანეთი - საქართველო
გოლები: 0:1 ლე ნორმანი (18), 1:1 როდრი (39)
საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (ალთუნაშვილი 41), ლოჩოშვილი, ჩაკვეტაძე, კვარაცხელია, მიქაუტაძე
მატჩის დღე! ნუთუ ეს მართლა შეგვიძლია? საქართველო VS ესპანეთი