
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ გააკეთა.
"ესპანეთმა გვაჯობა. ჩემი აზრით, ეს ევრო 2024-ზე საუკეთესო გუნდია. როდესაც სისწრაფეების მომატება გადაწყვიტეს, გაგვიჭირდა, გმირობების ჩადენა გვჭირდებოდა.
რთული იყო, მაგრამ იმით კმაყოფილი ვართ, რაც ვაჩვენეთ. ტურნირზე ჩვენი ასპარეზობით შეგვიძლია ვიამაყოთ", - განაცხადა მიქაუტაძემ beIN Sports-ის ეთერში.