საქართველოს ნაკრები სამშობლოში ბრუნდება - ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს ბრუნდება.

2 ივლისს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა
ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინც ცერემონიას აწყობს, იქიდან ზოგი ნაცებს დაცინის (სამართლიანად, მაგრა ფაქტია), დამარცხება აზეიმეს ხალხსო. ფარისევლობაა ქოცობა
rasa
02 ივლისი 2024 13:17
1
4-ზე მეტი რომ გაეტანათ არ ვიდღესასწაულებდით
ბოღმების საყურადღებოდ
02 ივლისი 2024 12:08
3
ვისაც გეწყინათ რჩევას მოგცემთ: ნუ უყურებთ! ვისაც გვიხარია გაგვატარეთ და გვაცალეთ მოვესიყვარულოთ ჩვენს ნაკრებს!
ბოღმისტებს: ჯიბოს, გოგას და მათნაირებს!
02 ივლისი 2024 11:56
3
მადლიერების გრძნობა კარგი რამ არის ადამიანში! იმ სიხარულისთვის, იმ ერთობისთვის, იმ წუთებისთვის და იმ თავდადებისთვის, რაც ბიჭებმა გვაჩუქეს, ვფიქრობ რომ “არ ტეხავს” მადლობის გადახდა…
ირაკლი
02 ივლისი 2024 11:52
2
მაგარი მხიარული ხალხი კი ვარᲗ, ვიგებᲗ გვიხარია, ვაგეᲑᲗ კიდევ უფრო. ვაᲨაა!
ჯიბო
02 ივლისი 2024 11:25
4
წადი შენი
Dato
02 ივლისი 2024 14:47
1
კარგით რა მართლა ტეხავს, ევროპა ხო არ მოვიგეთ, ბანანების ქვეყანა ხო არ ვართ არა, რა ცერემონია, შემოვევლე ჩვენ პატრიპტ ბიჭებს კარგი შედეგი აჩვენეს, მაგრამ ცერემონია და გამოსვლები სრული გოიმობა
გოგა
02 ივლისი 2024 08:36
8
მაიცათ ჯერ არ გამოფრინდეთ, მგონია ჩვენი დამარცხებული პორტუგალიაც ვარდება და ლოჩო ნადავლის სახით რონალდუს წამოიღებს და რუსთაველზე გამოფენს.დ
ეეე
02 ივლისი 2024 01:06
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული