საქართველოს ნაკრები სამშობლოში ბრუნდება - ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატიდან სამშობლოში 2 ივლისს ბრუნდება.

2 ივლისს, 21:30 საათზე, ეროვნული გუნდის ავტობუსის მსვლელობა დაიწყება. ავტობუსი იმოძრავებს ჭავჭავაძის, მელიქიშვილის და რუსთაველის გამზირის მიმართულებით, საბოლოო დანიშნულების ადგილი კი თავისუფლების მოედანი იქნება.

ეროვნული გუნდის წევრებთან შეხვედრის ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ისტორიული შედეგი დააფიქსირა და მერვედფინალში გავიდა. ევროპის საუკეთესო 16 გუნდს შორის ადგილი ჩვენმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე წარმატებული ასპარეზობით მოიპოვა. ევრო 2024-ზე თურქეთთან სადებიუტო შეხვედრაში მარცხის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთთან შეხვედრა
ფრედ დაასრულა, ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში კი ვილი სანიოლის გუნდმა ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი პორტუგალია დაამარცხა და 1/8-ფინალის თამაშის უფლება მოიპოვა.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინც ცერემონიას აწყობს, იქიდან ზოგი ნაცებს დაცინის (სამართლიანად, მაგრა ფაქტია), დამარცხება აზეიმეს ხალხსო. ფარისევლობაა ქოცობა
rasa
13:17 02-07-2024
1
4-ზე მეტი რომ გაეტანათ არ ვიდღესასწაულებდით
ბოღმების საყურადღებოდ
12:08 02-07-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული