კვარაცხელია: ევროპის ჩემპიონატს თავაწეულები ვტოვებთ!

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ „ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ევროპის ჩემპიონატს თავაწეულები ტოვებენ:

„ამაყები და თავაწეულები ვტოვებთ ევროპის ჩემპიონატს! უამრავი საოცარი ემოციით და მოგონებით. ჩვენს ხალხს და ქვეყანას ბევრი სიხარული და სიამაყის წუთები ვაჩუქეთ. ამით ყველაზე ბედნიერი ვარ, როცა ვხედავდი ტრიბუნებზე, ტელევიზორებთან, ქუჩებში გახარებულ ქართველებს. მინდა მადლობა გითხრათ ყველას. ვაგრძელებთ შრომას, განვითარებას და დაგიბრუნდებით უფრო ძლიერები. მადლობა!“

altსაქართველოს ნაკრები სამშობლოში ბრუნდება - ცერემონია თავისუფლების მოედანზე 22:00 საათზე დაიწყება

მკითხველის კომენტარები / 7 /
დიდი მადლობა ბიჭებს კარგი თამაშებისთვის! თქვენ უნდა ნახოთ უცხოური სპორტული პრესა, რეებს წერენ ჩვენს ნაკრებზე, რომელი ერთი უნდა ავღნიშნო? ესპანელებთან დაგვაკლდა გამოცდილება, ესპანელებს "ჭიპი აქვთ მოჭრილი" ,თუ ევროპის და თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე თამაშის გამოცდილების. ჩვენ პირველად გავედით და რამხელა გამოხმაურება მოყვა უცხოეთიდან ჩვენი ბიჭების თამაშსს?! ესეც დიდი საქმეა! ისე, რო: ბიჭებს, ჩვენი ნაკრების პერსონალს, ფედერაციას, დიდი მადლობა გაწეული მუშაობისთვის!!!!!!!!!!
გია
10:58 02-07-2024
2
მადლობა ბედნიერი დღეებისთვის, ვიცი უფრო გაძლიერდებით
ეთერი
09:42 02-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული