"ჩემი აზრით, ახლა სანიოლის ნაცვლად სხვა მწვრთნელი ამიტომ უნდა მოიყვანონ" - სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ნაკრების დამრიგებელზე ისაუბრა

AutoSharing Option
Youtube-ზე გადაცემა "ამბასადორი სპორტის" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი სანდრო ცნობილაძე გახლდათ, რომელმაც ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების გამოსვლაზე ისაუბრა.

როგორც მან განაცხადა, "ჯვაროსანთა" მთავარ მწვრთნელ ვილი სანიოლს მადლობის მეტი არაფერი ეთქმის, ისტორიული შედეგი დააფიქსირა, მაგრამ ამ ეტაპზე ჩვენი ნაკრები განვითარების იმ დონეზეა, რომ უფრო მაღალი დონის მწვრთნელი ესაჭიროება. 

"თანახმა ვარ, რომ სანიოლი შეცვალონ. არის ვარიანტი, რომ დავიცადოთ და ვნახოთ, თუ რომელი მეტოქეები გვეყოლებიან მუნდიალის საკვალიფიკაციო ეტაპზე.

სანიოლის გაშვება მერე არ გამოვა. თუ მან დაიწყო ერთა ლიგა და ნაკრების დამრიგებელი ის იყო, სჯობს,
რომ დარჩეს.

3 წლის ბავშვი რომ გყავს და შემდეგ 7 წლის გახდება, ხომ უკვე სხვანაირი მიდგომა უნდა? - ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრები გაიზარდა და ძალიან არ მინდა, ნაკრებმა განვითარებით მთავარ მწვრთნელს გაასწროს. 

მახსოვს, რომ გვყავდა ისეთი მწვრთნელები, რომლებიც თავიანთი კვალიფიკაციით იმ ფეხბურთელების კლასს ვერ შეესაბამებოდნენ, რომლებიც ნაკრებში გვყავდა და ეს მუდმივად იწვევდა დაპირისპირებას და იყო არასასურველი სიტუაცია. ფეხბურთელები მაშინ კარგავდნენ მთავარი მწვრთნელის ნდობას.

საერთოდ არ მინდა, რომ სანიოლი აქამდე მივიდეს. ამის საფასური მას არაფერი გაუკეთებია და პირიქით, დიდი მადლობები ეკუთვნის. საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებს უფრო მაღალი დონის მწვრთნელი სჭირდება, რადგან ამოცანაც უკვე სხვა გვაქვს", - თქვა ცნობილაძემ.
მკითხველის კომენტარები / 97 /
ვილი სანიოლი უნდა დარჩეს. ვისლი ძალიან სჭირდება ბიჭებს. ეს ვინ ბრძანდება ასეთ საკითხში ცხვირი რომ ჩაუყვია. უსმინეთ ამისთანებს და სანანებლად გაგიხდებათ საქმე.
მარინა
20:16 22-07-2024
0
სანიოლმა თავისინ საქმე დიდებულად გააკეთა და ქართველი ერისაგან დიდ მადლობას იმსახურებს, მაგრამ ეს მდგომარეობა ქართული ნაკრებისა მისი მაქსიმუმია, ეს დაფიქსირდა თამაშის სტრატეგიის შეუცვლელობით. მოკლედ თუ საქართველოს უნდა მსოფლიოზე წარმატებული ასპარეზობა, ფედერაციამ მსოფლიოს ჩემპიონთა ნაკრების მწვრთნელი უნდა ეძებოს და გადაიხადოს.
ზურაბ სუხაშვილი
23:40 07-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული