"გეტყვით, რის საფუძველზე მიაღწია სანიოლმა წარმატებას... ნაკრებში ჩემი დებიუტის წინ მან ბიჭებს ასე მიმართა და გული გამითბა..." - გველესიანმა სანიოლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
Youtube-ზე "ლაი-ლაის" გვერდზე დიმიტრი ობოლაძისა და ნოდარ სიმსივეს სპორტული გადაცემის სტუმარი საქართველოს ნაკრების მცველი გიორგი გველესიანი გახლდათ.

ერთ-ერთ ეპიზოდში მან იმის შესახებ ისაუბრა, თუ რის ხარჯზე მიაღწია "ჯვაროსანთა" რიგებში მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა წარმატებას:

"ხალხი ფიქრობს, სანიოლმა წარმატებას რის საფუძველზე მიაღწია, რა ტაქტიკა და სქემა შეარჩიაო... სანაკრებო სპეციფიკა არ იძლევა მაგის საშუალებას, რომ სისტემები დაამუშავო... მაგის დრო არ გაქვს და ნაკრებში გამოძახებულმა ფეხბურთელებმა ისედაც უნდა იცოდნენ, როდის რა გააკეთონ.

ვილის მხარე უფრო ფსიქოლოგიურია. არიან მწვრთნელები, რომლებიც თამაშის ისეთ ტაქტიკურ ანალიზს
გაგიკეთებენ, გაოგნებული დარჩები... ვილის კი შეუძლია შეხედოს ადამიანს და ამოიცნოს ის.

ჩემი მაგალითია ასეთი... თამაშისთვის ვემზადებოდით და ვარჯიშზე ტრავმა მქონდა, ამის შესახებ არავინ არ იცოდა, ცოტა მაწუხებდა და ისე ვვარჯიშობდი. ბურთი მომცეს, გავაჩერე, სხვას გადავაწოდე და ჩემთან ეგრევე სანიოლი მოვიდა.

მეუბნება, დღეს შენ აშკარად კარგად ვერ გრძნობ თავსო. მე კიდევ ვფიქრობდი, რომ ამ ტრავმაზე არსად არ მეთქვა, რათა თამაშზე გავლენა არ მოეხდინა და შემადგენლობაში მოხვედრის შანსი მქონოდა. ვილიმ კი მითხრა, თუ ვერ გრძნობ თავს კარგად, ჯობია დაისვენოო...

მონტენეგროსთან მქონდა დებიუტი... მატჩის წინ შეკრიბა გუნდი თეორიაზე. შემადგენლობა წაიკითხა და ჩემი გვარის გაგონებაზე ავფორიაქდი, ტანში ჟრუანტელმა დამიარა.

შემდეგ სანიოლმა ბიჭებს მიმართა: "თქვენ თუ იცით, გიორგის რა რთული გზა აქვს გავლილი, მინდა, რომ გიორგის მივცე შანსი და ვიცი, ის ამ შანსს გამოიყენებს".

ეს რატომ თქვა? - ამით მან დაძაბულობა მომიხსნა, ჩემი გული გაათბო და მისთვის ყველაფრისთვის მზად ვიყავი", - თქვა გველესიანმა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ღირსეული ქართველი ყველა გაგებით, წარმატებები მომავალში
ზაკო
12:34 05-07-2024
1
გიორგი, შვილო! ყურადღებით ვაკვირდებოდი შენ კარიერას ბოლო წლების მანძილზე, რას წერდნენ შენზე, ინტერვიუებს ვკითხულობდი ყურადღებით, როგორ გულით გინდოდა ნაკრებში თამაში; გიძახებდნენ, არ გათამაშებდნენ. ისე, მართლა მაგარია ვილი, როგორი ალღო აღმოაჩნდა, როგორ ჯოკერივით გამოგიყენა, არავინ იცოდა შენ შესახებ და ამ დროს დაცვის ცენტრი ისე გაამაგრე, სიხარულით იმედები კიდევ უფრო გამიმაგრდა ევროსთვის!
მიხარია შენი წარმატებული თამაში. დიდი იმედიც მაქვს სამომავლოდ! ახალ გამარჯვებებს გისურვებ მომავალში!

და მთავარი! დიდი მადლობა ევრო2024-თვის! გაიხარე!
alexandre
13:23 05-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული