ლევან კობიაშვილი: სანიოლის სურვილი ნაკრებში დარჩენაა

AutoSharing Option
გადაცემაში „სპორტი იმედზე“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ნაკრების თამაშის და მწვრთნელის, ვილი სანიოლის მომავლის შესახებ ისაუბრა:

„ჩვენ ჩვენი თამაშით და გულშემატკივრობით ევროპის ჩემპიონატი გავამდიდრეთ, უფრო საინტერესო და სანახაობრივი გავხადეთ. თქვენ რომ ბიჭების განწყობა გენახათ, შედეგი არ გაგიკვირდებოდათ. პორტუგალიასთან შეხვედრის წინ დილიდან გუნდთან ერთად ვიყავი და ასეთი მშვიდი მე პირადად არასოდეს არ ვყოფილვარ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ამას გაგრძელება მოჰყვება.

მოცემულობა ასეთია - მწვრთნელს, ვილი სანიოლს, წლის ბოლომდე აქვს მოქმედი ხელშეკრულება. სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამაზე
პლეი-ოფების დაწყებამდეც ვისაუბრეთ, შემდეგაც. გვინდა, რაც შეიძლება დიდხანს იყოს ჩვენთან. ვილი ძალიან კომფორტულად გრძნობს აქ თავს, ხედავს ამ გუნდის პოტენციალს და წინსვლას და შესაბამისად, მისი სურვილია, დარჩეს. ამას უახლოეს პერიოდში უფრო დეტალურად გავივლით - ბევრი რამაა, პირობები და ა.შ. ლოგიკურია, რომ სურვილები, ინტერესები და მოთხოვნები სხვადასხვა გვაქვს. ორივე მხარეს გვინდა, რაც შეიძლება დიდი ხანი ერთად ვიყოთ.

მსოფლიო ჩემპიონატამდე ერთა ლიგის B დივიზიონში ვითამაშებთ. მიზანია, მინიმუმ, შევინარჩუნოთ ადგილი, მაქსიმუმ კი, გადავიდეთ A დივიზიონში. დეკემბერში კენჭისყრაზე გავიგებთ, რომელ ჯგუფში ვიქნებით, ვინ იქნებიან ჩვენი მოწინააღმდეგეები. ფიფას რეიტინგში 69-ე ადგილზე ვართ და მესამე კალათაში უნდა ვიყოთ“.

მკითხველის კომენტარები / 13 /
დაცვის ხაზი გასაახალგაზრდავებელია მთლიანად. უფრო მეტი პოტენციალი გვექნება შეტევაში. ასე გაძლებაზე ყოფნის ყურებაც არაა მთლად სასიამოვნო სლოვენიის ნაკრების გამოსვლის ფონზე. უყურეთ პორტუგალიასთან რა ქნეს? 4-4-2 ითამაშეს და .. სიტყვები არ მყოფნის. როგორი პრესინგი ჰქონდათ, პარტიზანულად მიდიოდნენ და მერე უკან ხაზში ბრუნდებოდნენ. ცენტრალური მცველი ჰყავდათ რუსული "სოჭი" დან და ტიპმა საჯარიმოსთან არ გააკარა არავინ. მერე შემადგენლობას ჩავხედე და, ლუდოგორეცის, პანათინაიკოსის სასტავი ჰყავთ... ჩვენ რატომ ვდგამთ ავტობუსს?? კიი სიტყვა არ მომიბრუნდება უდიდესი მადლობა ბიჭებს და სტაფს. გმირები არიან , უბრალოდ იმას ვამბობ რომ ყველაფერი იდეალურად არაა და გამოსასწორებელია.. ავტობუსი იმიტომ მოგვიწია, ძალიან გადაბერებული უკანა ხაზი გვყავდა და სისწრაფეებში ვერავინ ყვებოდა გინდა ჩაკვეს, კვარას და ჟორჟს.
ilar10N YouTube
22:21 08-07-2024
2
ყველანაირ მიზეზს მოიშველიებენ რომ დატოვონ. ვინ გაუშვებს სანიოლს? ეგ რომ გაუშვან, მთელი სტაფი გახდება გასაშვები. ეხუმრებით ამდენი დასაქმებულის უმეშევრად დატოვებას, ეს ხომ საარჩევნოდ ხმების პირდაპირი დაკარგვაა? არც იოცნებოთ ვილის გაშვებაზე. აქ მთავარი მაგათთვის არჩევნებია და სულ არ ადარდებთ ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი, სანიოლი თუ გელა ნუგზარაშვილი. ზეიმი ხომ მოაწყეს? ხომ დაგვაჯერეს რომ ისტორია დაწერეს და მსოფლიო გადარიეს კარგი თამაშით? და რომ არა სანიოლი, თურმე ხვიჩა და ჟორჟი გოლებს ვერ გაიტანდნენ? ))) აი ასეთ ზღაპარში მოგვიწევს ცხოვრება ოქტომბრამდე. მერე კი ვნახოთ. იმედია ახალი ფედერაცია ძლიერ და პროფესიონალ მწვრთნელს მოიყვანს და მართლაც ეშველება ჩვენს ნაკრებს. რაც ამათ ოთხ თამაშში უბრახუნეს, ჯამში მაგდენი ბოლო 30 წელი არ დაურტყამთ ჩვენს კარში.)))
კარგით რა
14:46 09-07-2024
23

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული