ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მწვრთნელს, ვილი სანიოლს, ირლანდიის ეროვნულ გუნდში რამდენიმე თვე ეპატიჟებოდნენ. რადგან სფფ-სთან კონტრაქტითაა დაკავშირებული, მოცდა ამჯობინეს, დროებით დამრიგებელად ჯონ ო’ში დანიშნეს, მაგრამ როგორც ჩანს, ლოდინით დაიღალნენ და იმედიც გადაეწურათ.

ირლანდიის ფეხბურთის ასოციაცია საიტით იტყობინება, რომ ნაკრები 57 წლის ისლანდიელ ჰეიმირ ჰადლგრიმსონს ჩააბარეს, რომელიც გუნდს ერთა ლიგისთვის და მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის მოამზადებს.

ჰადლგრიმსონი 2016-2018 წლებში თავისი ქვეყნის ნაკრებს ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით გუნდი ისტორიაში ფიფას რეიტინგში ყველაზე მაღალ საფეხურზე ავიდა (18). 2016 წელს ევროპირველობაზე ინგლისს სძლიეს და
მეოთხედფინალში გავიდნენ, 2018 წელს კი პირველად მიიღეს მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობა.
2018-2021 წლებში ის კატარის „ალ არაბის“ წვრთნიდა, ხოლო 2022-2024 წლებში - იამაიკის ნაკრებს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
გადავიკითხე კომენტარები და უმეტესობას არ ვეთანხმები. ჩვენი ნაკრების თამაში ბევრ უცხო ადამიანსაც კი მოეწონა და მე არ ვიცი აქ ზოგიერთებს რა გინდათ. გინდათ ესპანეთივით დომინანტი ნაკრები გვყავდეს? კარგი გემოვნებაა….)) მაშინ რეალი, ბარსა, ატელეტიკო და სევილია ათამაშეთ კრისტალ ბეთ ჩემპიონატში, ვნახოთ ვინ დაუდგება ჩვენ ნაკრებს მერე. საქართველოს თავისი მოსახლეობის და ფინანსური შესაძლებლობების კვალობაზე მშვენიერი ნაკრები გვყავს. აზერების ყარაბახი ბიუჯეტი ალბათ მთელ საქართველოს გუნდებს გადაამეტებს და ესპანეთი საერთოდ რა მოსატანია. დავეშვათ დაბლა როცა გრანდებს ვედრებით. ევროზე გასვლას ვოცნებობდით და ახლა ჯგუფიდან გასვლას არ დაფასება დიდი უმადურობაა. სანიოლი კი მგონია აუვცილებლად დარჩება რაც სწორი მგონია. მიუხედავად ჩემი უკმაყოფილებისაც ზოგიერთ მის გადაწყვეტილებისა. მე და თქვენ რომ ბევრი გვესმოდეს აქ არ უკაკუნებდით კლავიატურას, ვიქნებოდით ვილის ადგილზე. ვერასადოს ვერ გვეყოლება მწვრთნელი და არც არსებობს ასეთი მწვრთნელი ბუნებაში, რომლის მიმართაც კრიტიკა და შენიშვნები არაა. მე პირადად მინდა მის დარჩენა ნაკრებში. მადლობა ვილი ჯიგარი ხარ. ❤️
G.LA
20:19 12-07-2024
0
ისე საღოლ ნაკრებს, მართლა "ჭ" დონის "უმაღლესი ლიგა" რომ გვაქვს და ნაკრებმა რამხელა წარმატებას მიაღწია, საკლუბო გუნდებს არც ერთ ლიგის მსგავსი ტურნირი უშველის აშკარად.
ირაკლი
15:27 12-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული