აღიარება - მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, ევროპირველობაზე ჩატარებულ ოთხ მატჩში მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც ტურნირზე საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. მან კონკურენტებს დიდი უპირტესობით აჯობა. WhoScored-მა მამარდაშვილი ევროპირველობის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა და მოკლედ დაახასიათა:

„ტურნირზე ბრწყინვალედ ასპარეზობის შედეგად ქართველმა მეკარემ ჩვენი გუნდის სასტარტო შემადგენლობაში დაიკავა ადგილი. 23 წლის კარის დარაჯი ჩეხეთთან შესანიშნავი თამაშით საუკეთესო შეფასებების მხრივ საერთო რეიტინგში 9.25 ქულით მეორე ადგილზე გავიდა“.

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (საქართველო, 7.76)

მცველები: იოზუა კიმიხი (გერმანია, 7.45), იაკა ბიოლი (სლოვენია, 7.33), პეპე (პორტუგალია, 7.33), ნუნუ
მენდეში (პორტუგალია, 7.51)

ნახევარმცველები: ფაბიან რუისი (ესპანეთი, 7.56), დანი ოლმო (ესპანეთი, 7.72), ჯამალ მუსიალა (7.51)

თავდამსხმელები: ლამინ იამალი (ესპანეთი, 7.61), კოდი გაკპო (ნიდერლანდები, 7.59), ნიკო უილიამსი (ესპანეთი, 7.39)

მკითხველის კომენტარები / 27 /
ვინ შტერმა შეადგინა ეს სიმბოლური ნაკრები? როდრი ხომ დაასახელეს ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად. ასე არაა? მაშინ სიმბოლურში რატომ ვერ მოხვდა? მეკარის ამბავში ორი აზრი არაა. მამარდა საუკეთესო იყო. ბელინგემი აუცილებლად იმსახურებდა აქ მოხვედრას. ფინალისტი გუნდიდან მარტო ეგ თამაშობდა. მუსიალას მაგივრად ჯუდი
დავით 67
15 ივლისი 2024 19:56
10
როდრი არ შეიყვანეს?
ტაგუ
15 ივლისი 2024 23:42
1
Არც არავის არ მობრუნებია და შენ რატო დაგებადა ეგ აზრი?
გეგი-ს
15 ივლისი 2024 19:47
1
იმიტომ რომ სამწუხაროდ ბევრი ღრძო და შურიანია და ახლა გაიგე ასე რომ არის?
გეგი
15 ივლისი 2024 23:28
0
და შენ კიდევ აშკარად შარზე ხარ ამ უაზრო კომენტარით.
გეგი
15 ივლისი 2024 23:30
0
წარმატებები გიორგის მომავალში, როგორც სანაკრებო ისე საკლუბო კარიერაში, მაგრამ ვერ გავიგე ამ სიმბოლურის შედგენის პრინციპი, როდრი საუკეთესო გახდა და სიმბოლურში ვერ მოხვდა? ცოტა უცნაურია
ზაკო
15 ივლისი 2024 19:43
3
ყველაზე მაღალი კოეფიციენტი აქვს გიორგის. და პირველ ადგილზე რომელი მეკარეღა გავიდა, საინტერესოა. რა მაჩვენებლით აჯობა გიორგის?
ეს როგორ?
15 ივლისი 2024 18:56
5
ანუ, რაც ტურნირზე სარეიტინგო ქულები დაიწერა, ერთი თამაშის მიხედვით, გიორგის შედეგი - 9.25 ქულა, მეორე იყოო.
ფორინერი
15 ივლისი 2024 20:37
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული