ერთი ქართველით - Opta-მ ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები შეადგინა [PHOTO]

AutoSharing Option
ბრიტანულმა ანალიტიკურმა კომპანია Opta-მ ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. სასიამოვნოა, რომ სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

ჩვენებურმა ევრო 2024-ზე ჯამში 30 მოგერიება შეასრულა და ამით ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარის, ფრანჩესკო ტოლდოს შედეგი გაიმეორა.

გიორგის იგორ აკინფეევის რეკორდის გამეორებამდე სულ ცოტა დააკლდა - რუსეთის ნაკრების მეკარემ ევრო 2008-ზე ჯამში 32 მოგერიება შეასრულა, რაც 1980 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. შეხსენებისთვის, მამარდაშვილი სიმბოლურ ნაკრებში WhoScored-მაც შეიყვანა. Opta-ს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

მცველები: იოზუა კიმიხი, მარკ
გი, მანუელ აკანჯი, მარკ კუკურელია

ნახევარმცველები: ლამინ იამალი, დანი ოლმო, ფაბიან რუისი, ნიკო უილიამსი, ტონი კროოსი

თავდამსხმელი: კოდი გაკპო

Sportall.Ge


altაღიარება - მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში

მკითხველის კომენტარები / 4 /
სანართლიანობისთვის დავაზუტებ, რომ თავად უეფას სიმბოლურში ფრანგების მეკარეა სამწუხაროდ.
სიმართლის მოყვარული
19:07 16-07-2024
2
ყოჩაღ ზაკო!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული