ერთი ქართველით - Opta-მ ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები შეადგინა [PHOTO]

AutoSharing Option
ბრიტანულმა ანალიტიკურმა კომპანია Opta-მ ევრო 2024-ის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. სასიამოვნოა, რომ სიაში მოხვდა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

ჩვენებურმა ევრო 2024-ზე ჯამში 30 მოგერიება შეასრულა და ამით ევრო 2000-ზე იტალიის ნაკრების მეკარის, ფრანჩესკო ტოლდოს შედეგი გაიმეორა.

გიორგის იგორ აკინფეევის რეკორდის გამეორებამდე სულ ცოტა დააკლდა - რუსეთის ნაკრების მეკარემ ევრო 2008-ზე ჯამში 32 მოგერიება შეასრულა, რაც 1980 წლის შემდეგ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. შეხსენებისთვის, მამარდაშვილი სიმბოლურ ნაკრებში WhoScored-მაც შეიყვანა. Opta-ს სიმბოლური ნაკრები ასე გამოიყურება:

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი

მცველები: იოზუა კიმიხი, მარკ
გი, მანუელ აკანჯი, მარკ კუკურელია

ნახევარმცველები: ლამინ იამალი, დანი ოლმო, ფაბიან რუისი, ნიკო უილიამსი, ტონი კროოსი

თავდამსხმელი: კოდი გაკპო

Sportall.Ge


altაღიარება - მამარდაშვილი ევრო 2024-ის სიმბოლურ ნაკრებში

მკითხველის კომენტარები / 4 /
ისევ როდრის გარეშე, კროოსი ლეგენდაა, მაგრამ რაც მან ესპანეთთან ითამაშა, ის თამაში მის აქტივში ვერ ჩაიწერება, ჯერ მარტო რუისის ფინტის შემთხვევაში ძალიან გაბითურდა და საერთოდ 10წთ მერე მსაჯს რომ არ დაენდო გასაგდები იყო
ზაკო
12:42 16-07-2024
0
ყოჩაღ ზაკო!
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული