ქართველების გარეშე - უეფამ ევრო 2024-ის სიმბოლური დაასახელა

AutoSharing Option
უეფამ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც ვერ მოხვდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

მამარდაშვილმა მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც საუკეთესო შედეგია, ხოლო მიქაუტაძე თანაბომბარდირი გახდა. ქართველი მეკარე WhoScored-მა, Opta-მ და სხვა გამოცემებმა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, თუმცა უეფამ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო.

მეკარე: მაიკ მენიანი (საფრანგეთი)

მცველები: კაილ უოკერი (ინგლისი), ვილიამ სალიბა (საფრანგეთი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), მარკ კუკურელია (ესპანეთი)

ნახევარმცველები: როდრი (ესპანეთი), დანი ოლმო (ესპანეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი)

თავდამსხმელები: ჯამალ მუსიალა (გერმანია), ლამინ იამალი (ესპანეთი), ნიკო
უილიამსი (ესპანეთი)

მკითხველის კომენტარები / 19 /
37 ჯერ დაურტყეს კარში 29 აიღო 8 გაუშვა და თქვენ ამბობთ წარმატებული იყო ნაკრებისთვის?დაასახელეთ ნაკრები 4 თამაშში 37 ჯერ რომ დაურტყეს არაფერს ვამბობ აცილებულ და ბლოკირებულ დარტყმებზე, ჩვენ პრესას რომ დაუჯეროთ თურმე გავაოცეთ ევროპა თუ ესეა რატომ არ არის მოხსენიებული თუნდაც ერთი ფეხბურთელი კანდიდატად საინტერესოა სომხებისგან ხომ არ გადაგვედო რამე მაინც მეზობლები არიან
მურთაზა
14:28 17-07-2024
9
Რატომ ბრაზობთ?ყველაზე მეტი ბურთი გაუშვა მამარდამ პროცენტულად.8 გოლი ოთხ თამაშში.საშუალოდ ორი ბურთი თამაშში..კი ისეთი სეივები აკეთა,მენიოს არც დასიზმრებია ამ ევროზე.მაგრამ მენიოს ოთხი მშრალი მატჩი ქონდა.სუფთა სტატისტიკაა.თორემ მენიოს მამარდამ ჯობდა ამ ევროზე და კიდე სხვებიც,მაგალითად კოშტა, ვერბრუგენი, მაგრამ სტატისტიკა სტატისტიკაა და მხოლოდ ოთხი თამაშის ჩამტარებელ მეკარეს არ შეიყვანდნენ სიმბოლურში.ისე კი სიმბოლურში 11-ვე ესპანელი რომ დაეყენებინა ვერც ვერავინ მოედავებოდა.
Master
09:46 17-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული