ქართველების გარეშე - უეფამ ევრო 2024-ის სიმბოლური დაასახელა

AutoSharing Option
უეფამ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც ვერ მოხვდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

მამარდაშვილმა მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც საუკეთესო შედეგია, ხოლო მიქაუტაძე თანაბომბარდირი გახდა. ქართველი მეკარე WhoScored-მა, Opta-მ და სხვა გამოცემებმა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, თუმცა უეფამ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო.

მეკარე: მაიკ მენიანი (საფრანგეთი)

მცველები: კაილ უოკერი (ინგლისი), ვილიამ სალიბა (საფრანგეთი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), მარკ კუკურელია (ესპანეთი)

ნახევარმცველები: როდრი (ესპანეთი), დანი ოლმო (ესპანეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი)

თავდამსხმელები: ჯამალ მუსიალა (გერმანია), ლამინ იამალი (ესპანეთი), ნიკო
უილიამსი (ესპანეთი)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ვეთანხმები უეფას 2 პოზიციაა საკამათო უბრალოდ.მეკარე უნდა იყის მამარდაშვილი და უოკერის მაგივრად კარვახალი მაგრამ ეგეც მესმის ნუ ფინალისტი გუნდიდან 1 ფეხბურთელი მაინც უნდა იყოს მაგრამ აი მეკარეში უდაოდ შეცდნენ.
შახრუდინი
19:41 16-07-2024
2
თითქმის ყველა ანალიტიკურმა სპორტულმა საიტმა შეიყვანა მამარდა ევროს სიმბოლურში, როგორც ჩანს უეფა იმას უყურებს რომელ ნაკრებში თამაშობ და არა იმას თუ რამდენად კარგად ითამაშე. არაუშავს კიდევ იქნება სხვა გამარჯვებები და კიდევ დაამტკიცებს მამარდა რომ საუკეთესოა. პ.ს ეს ისედაც იციან არამარტო ქართველებმა
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული