"საუკეთესოები დონარუმა და მამარდაშვილი იყვნენ" - მიაჩნია რინატ დასაევს

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რინატ დასაევმა, ევრო 2024-ზე მეკარეების თამაშზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"თუ მეკარეებს გამოვყოფთ, მაშინ მე დონარუმა მომეწონა, რომელმაც ურიგოდ არ ითამაშა. აგრეთვე ჩემზე შთაბეჭდილება მამარდაშვილმა მოახდინა. აი, პიკფორდი კი არ მომწონს. ის რაღაცნაირად, დემონსტრაციულად შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა. ხანდახან გუნდს გადაარჩენს, უფრო მეტად კი თავს იწონებს, ვიდრე ოსტატობას აჩვენებს. ევროზე ერთი მეკარის გამოყოფა ძნელია, ამიტომ დონარუმას და მამარდაშვილს ავირჩევ", - განუცხადა დასაევმა Sport24-ს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
მეკარის თამაშში ოთხი მთავარი კომპონენტია და მამარდას ასეთ შეფასებებს დავუწერდი: პოზიციის შერჩევა -9, კარის ხაზზე თამაში- 10, გამოსვლაზე-8, ფეხით თამაში დამცველის სტილში-7. უბადლო რეაქცია და რეფლექსები აქვს ამ ბიჭს.
რეალისტი
10:23 17-07-2024
0
ამ ევროს პერიოდში წავიკითხე დასაევის ნათქვამი თავის კარიერაზე, სადაც იძახის რომ ცხოვრებაში 2 აუღებელი გოლი აქვს გაშვებული ერთი ყიფიანის თბილისში და მეორე ედერის 82 მსოფლიოზე, ისე მაგრად მაინტერესებს ვან ბასტენის გოლზე რას იძახის ევრო-88?
ზაკო
23:51 16-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული