ჩაკვეტაძემ ჩინებული გოლი გაიტანა და მწვრთნელი მოხიბლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY

შვებულებიდან დაბრუნებულმა გიორგი ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" პირველ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა და თავიც გამოიჩინა.

პირველი ლიგის "უიკომბთან" გასვლაზე ჩატარებულ შეხვედრაში "უოტფორდი" 2:3 დამარცხდა, თუმცა ჩაკვეტაძემ ანგარიში დრიბლინგის შედეგად ეფექტური გოლით გახსნა და საერთოდაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

ჩაკვეტაძემ 70-ე წუთამდე ითამაშა და მწვრთნელმა ტომ კლევერლიმ განაცხადა, რომ მიუხედავად ევრო 2024-ის შემდეგ გუნდში გვიან გამოცხადებისა, ქართველი კარგ ფიზიკურ ფორმაშია, რაც ძალიან ახარებს; ფეხბურთელია, რომელიც მოსწონს, ვინაიდან ჭკვიანია, ბურთს შესანიშნავად ფლობს, პოზიციას არჩევს; მისი ამოცანაა, გიორგიმ უფრო მეტი საგოლე გადაცემა გააკეთოს და გოლები გაიტანოს;
ცენტრალური ფიგურაა, რამეთუ შეტევა ძირითადად მისი წინამძღოლობით მიმდინარეობს და საკმაოდ მონდომებულია.

"უოტფორდი" 3 აგვისტოს საკუთარ მოედანზე სპარინგს "ბრენტფორდთან" გამართავს, 10 აგვისტოს კი, ჩემპიონშიფის პირველ ტურში, სტუმრად "მილუოლს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 12 /
კვარას დიდი პატივისცემის მიუხედავად ეს ბიჭი უფრო ნიჭიერია ჩემთვის და უფრო მხიბლავს მისი ელეგანტური თამაშის ყურება
ზოჰანი
22:18 31-07-2024
2
სამწუხაროდ დაბალი დონის გუნდში თამაშობს,
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული